Home რუბრიკები პოლიტიკა სომხებს თვალი უჭირავთ ბათუმის პორტზე, თუმცა ამას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ

სომხებს თვალი უჭირავთ ბათუმის პორტზე, თუმცა ამას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ

1528
სომხებს თვალი უჭირავთ ბათუმის პორტზე, თუმცა ამას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ

ინტერნეტგამოცემა EADaily ბათუმის პორტისადმი სომხეთის ინტერესზე წერს: კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობას განემარტა ვითარება.

რუსული ბორნები და ქართული პორტები: ერევანი შავ ზღვაზე გამავალ ფანჯარას ჭრის

სომხეთი, ოფიციალური განცხადებებისა და მედიით გავრცელებული ცნობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სერიოზულად განიხილავს საკუთარი სავაჭრო ფლოტის შექმნის შესაძლებლობას და ამისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენება სურს, ქვეყნისა, რომლის ტერიტორიის გავლითაც სომხეთი თავისი საქონელბრუნვის 70%-ს ახორციელებს.

საზღვაო გზა ბორნებით ტვირთების გადასაზიდად ერევნისთვის ყველაზე პერსპექტიული ალტერნატივაა ტვირთების გადაზიდვის სახმელეთო მარშრუტისა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგი _ ზემო ლარსის” გავლით, რომელიც შეფერხებით მუშაობს რთული რელიეფისა კლიმატური პირობების გამო.

ფლოტი _ კი, პორტი _ არა

სომხეთის ტერიტორიული მმართველობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან ორი ბორნის შეძენის თაობაზე. ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ სომხურმა გაზეთმა “ჟამანაკმა” (“დრო”), რომელიც რესპუბლიკის სამთავრობო დერეფნებიდან ინფორმაციის გამოტანასა და გავრცელებას ემსახურება, დაწერა:

“…სომხეთში დაინტერესებულნი არიან ბათუმის პორტის შესყიდვით, რომლის მფლობელიც არის ყაზახური სახელმწიფო კომპანიაყაზმუნაიგაიზი”. საქართველო ბათუმის პორტის გაყიდვას 600 მლნ დოლარად აპირებს”.

გამოცემის ინფორმაციით, სომხეთის სხვადასხვა წრე ცდილობს სახსრების მოძიებას, რაც პორტის შესყიდვის საშუალებას მისცემს.

განიხილება საავიაციო საზოგადოების შექმნის იდეა, დიასპორის ბიზნესმენები შეიძლება იყვნენ პროექტის ნაწილი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ვიღაცამ დიდი საწყისი კაპიტალის ინვესტიცია განახორციელოს. ასეთი კი მოცემულ მომენტში არავინ არის”, _ აღნიშნავს გაზეთი.

ინფორმაციას სომხეთის მიერ საკუთარი სავაჭრო ფლოტის შექმნის შესახებ კი ადასტურებენ ზოგიერთი სომეხი და რუსი მაღალჩინოსანი, მაგრამ, გავრცელებული ხმების მიხედვით, “ბათუმის პორტის შესყიდვაზე” ვითარება სხვანაირია. ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენი მხრიდან არანაირი ინიციატივა არ არის”, _ უპასუხა სომხეთის ტერიტორიული მმართველობისა და ინფრასტრუქტურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა EADailyის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ერევნის სურვილზე ბათუმის პორტის შესყიდვის შესახებ.

სომხური გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან არ შეესაბამება სინამდვილეს, ან ბიზნესმენთა ვიწრო წრეში თავდაპირველი განხილვის დონეზეა და ამის შესახებ არაფერი იციან პროფილურ სახელმწიფო უწყებებში.

კომენტარისგან თავი შეიკავეს იმ სატრანსპორტო კომპანიებმაც, რომლებსაც EADaily-ი დაუკავშირდა. “თუკი მსგავსი პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, რადგან მასში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია”, _ განაცხადეს სომხეთის ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც ტვირთების გადაზიდვითაა დაკავებული.

მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა _ რენტაბელური იქნება თუ არა ერევნისთვის საქართველოში პორტის შესაძენად იმ ოდენობით თანხის დაბანდება, რომელიც სომხეთის სამხედრო ბიუჯეტის ტოლია? ან ამ საკითხში არის პოლიტიკური ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია ამ სტრატეგიული ობიექტის აჭარაში დომინირებული თურქული ბიზნესის ხელში გადაცემის შესაძლებლობასთან?

“ერევნისთვის რენტაბელური იქნება არა პორტის შესყიდვა, რაც ძალიან ხარჯიანი საქმეა პორტის შესაძლებლობებიდან და საკუთარი ტვირთების ნაკადების ზომებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ტერმინალის გახსნა, რათა თავიდან აიცილოს გამუდმებით რიგში დგომა, რომელიც დროისა და ფულის დანაკარგებს იწვევს”, _ განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატის თანამშრომელმა.

ქართული დერეფნის მნიშვნელობა სომხური ტვირთებისთვის ძალიან დიდია. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქალაქ გორთან ახლოს ხიდის აფეთქებამ სომხეთის მომარაგების პარალიზება გამოიწვია. იმჟამინდელი ზარალი, რომელიც სომხეთის ეკონომიკას მიადგა, 500 მლნ დოლარად შეფასდა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here