Home სხვადასხვა დაიჯესტი სომეხ ექიმებს ჩაი შარდში აერიათ

სომეხ ექიმებს ჩაი შარდში აერიათ

955
სომეხ ექიმებს ჩაი შარდში აერიათ

სომხეთის ქალაქ მასისის საავადმყოფოს დირექტორმა ნუნე ავანესიანმა თავის ლაბორატორიას ანალიზის გასაკეთებლად შარდის ნაყენი ჩააბარა და მიიღო… “გამოკვლევის შედეგები”(!)

“სხვადასხვა დროს სხვადასხვა გვარით ვაბარებდი ჩემს სისხლს და ყოველთვის სხვადასხვა პასუხს ვიღებდი. ამჯერად ლაბორატორიას ანალიზისთვის შარდის ნაცვლად ჩაის ნაყენი ჩავაბარე და მივიღე პასუხი ყველა უჯრედულ კომპონენტზე _ ერიტროციტების, ლეიკოციტების, ეპიტელიების შემადგენლობაში”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ქალბატონმა დირექტორმა.

მან თქვა, რომ საავადმყოფოს ლაბორატორიის თანამშრომლებს ხშირად აკრიტიკებდნენ. ამიტომ იძულებული გახდა, ჩაეტარებინა აღნიშნული ექსპერიმენტი. შედეგად 15 ლაბორანტმა დაწერა განცხადება და გათავისუფლდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here