Home სხვადასხვა დაიჯესტი სოდომი და გომორა ვატიკანში: რომის პაპმა გეიქორწინების ლეგალიზაციის დაკანონება მოითხოვა

სოდომი და გომორა ვატიკანში: რომის პაპმა გეიქორწინების ლეგალიზაციის დაკანონება მოითხოვა

ფრანგი ფილოსოფოსი: რომის პაპი ევროპის მტერია!

528
სოდომი და გომორა ვატიკანში: რომის პაპმა გეიქორწინების ლეგალიზაციის დაკანონება მოითხოვა

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონების მოწოდებით გამოვიდა. სულ ცოტა ხნის წინათ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ რომის პაპი ასეთ რამეს დაუჭერდა მხარს, მაგრამ ეს მოხდა. როგორ ცდილობენ გაუკუღმართებული კავშირების გამართლებას ქრისტიანული მორალით, რატომ არ ეთანხმება ბევრი ასეთგამართლებასდა რას ელოდება ფრანცისკე, როდესაც სექსუმცირესობის დაცვისკენ მოუწოდებს?

კონსერვატიული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, ჰომოსექსუალიზმი შემოქმედის მიერ არის აკრძალული იმ წიგნში, რომელსაც ქრისტიანები უწოდებენ ბიბლიას, ებრაელები _ თორას, ხოლო მუსლიმები _ ტაურატს: და შექმნა ღმერთმა კაცი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით (ძველი აღთქმა. თავი I. მუხ. 27: მუხ. 28).

ეს იყო პირველი ქორწინება და მისი ურღვევი სტანდარტი უზენაესისგან. მამაკაცი და ქალი ქმნიან კავშირს ბავშვების გასაჩენად. ყველა სხვა ვარიანტი ეშმაკისეულია. მაგრამ ეს, გავიმეორებთ, საკითხისადმი კონსერვატიული მიდგომაა. დასავლურ კულტურაში ჰომოსექსუალიზმის დაგმობის კონტექსტში უფრო ხშირად იხსენებენ სხვა ბიბლიურ სიუჟეტს სოდომისა და გომორას შესახებ. ამ ქალაქების მცხოვრებთა გარყვნილების ცოდვა ისეთი მძიმე იყო, რომ საჭირო შეიქნა ღმერთის ჩარევა _ სასჯელი ზეციდან.

სოდომი და გომორა ვატიკანში: რომის პაპმა გეიქორწინების ლეგალიზაციის დაკანონება მოითხოვა

ჰომოსექსუალიზმი დაგმობილია მოსეს კანონებშიც. შემდეგ ამ კანონებში ბევრი რამ შეცვალა ქრისტემ, მაგრამ მორალის ნაწილში მან უწინდელი მოთხოვნები დატოვა და, გარკვეული თვალსაზრისით, გაამკაცრა კიდეც: ქრისტიანმა თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ ცოდვიან ქმედებას, არამედ მასზე ფიქრსაც კი.

თვითონ იესო თავის ქადაგებებში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სექსუალურ ურთიერთობას არსად ახსენებს, ყოველ შემთხვევაში ასეთი ციტატები სახარებაში არ არის. სამაგიეროდ, ამ თემაზე ლაპარაკობდა მოციქული პავლე, რომელმაც ჰომოსექსუალებს პირდაპირი ტექსტით უთხრა უარი ციურ სასუფეველზე, მოციქულმა ცალ-ცალკე მოიხსენია როგორც პასიური, ისე აქტიური ჰომოსექსუალები, აგრეთვე, მრუშები, ლოთები, ბოროტი ენის მქონენი, კერპთაყვანისმცემლები და სხვ.

რომის იმპერიაში პირველი ქრისტიანების პერიოდში ყველა ცოდვა სიკვდილით არ ისჯებოდა, მაგრამ IV საუკუნის მეორე ნახევარში, კონსტანტინე დიდის სიკვდილის შემდეგ, ჰომოსექსუალისტებს კოცონზე წვავდნენ.

სოდომი და გომორა ვატიკანში: რომის პაპმა გეიქორწინების ლეგალიზაციის დაკანონება მოითხოვა

ცნობილია, რომ ორგიები, მათ შორის ჰომოსექსუალური, ნორმა იყო რომის კერპთაყვანისმცემელ მმართველებს შორის და ე.წ. მაღალი საზოგადოების გართობად ითვლებოდა. რომის მხოლოდ 5 იმპერატორზე შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ ისინი გაურბოდნენ მამაკაცებთან სექსუალურ კონტაქტებს.

ახალი, ქრისტიანული მორალი არა მხოლოდ გმობდა ცოდვილი სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უკვდავი სულის საზარალოდ, არამედ ჰომოსექსუალიზმში ხედავდა ძველი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ ნიშანს _ კერპთაყვანისმცემლობას, რომელთა მმართველობის პერიოდში ქრისტიანებს დევნიდნენ.

სხვა სიტყვებით, ამ ეტაპზესოდომურ ცოდვასთანბრძოლაში პოლიტიკური შემადგენელი უფრო მეტი იყო, ვიდრე რელიგიური. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბევრ ხალხს, რომლებმაც მოგვიანებით გაქრისტიანდნენ, რომაელებისგან მემკვიდრეობით არ მიუღიათ ჰომოსექსუალების დევნის პრაქტიკა

სოდომი და გომორა ვატიკანში: რომის პაპმა გეიქორწინების ლეგალიზაციის დაკანონება მოითხოვა

ჯერ კიდევ 2016 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ჰომოსექსუალებს ბოდიში უნდა მოუხადოს წარსულში დევნის გამო. “და, როდესაც მე ვამბობ “ეკლესიას”, ვგულისხმობ ყველა ჩვენგანს _ ქრისტიანს; იმიტომ, რომ ეკლესია წმინდაა, ხოლო ჩვენ _ ცოდვილები”, _ დასძინა ფრანცისკემ.

ეს წმინდა ტახტისთვის უპრეცედენტო განცხადება იყო, მაგრამ არსობრივად რევოლუციური იმხანად არაფერი მომხდარა.

კათოლიკურ ეკლესიაში ადრეც იყო მიდგომა, რომლის მიხედვით უნდა დაგმობილიყო ცოდვა (ჰომოსექსუალური აქტი), მაგრამ არა ცოდვის ჩამდენი (ჰომოსექსუალები), პირიქით _ უნდა გამოევლინათ მზრუნველობა, რათა გადაერჩინათ მათი სულები. ცოდვილთა სულების გადარჩენის საკითხში კათოლიკები მართლმადიდებლებს ეთანხმებიან, მაგრამ, რაც ახლა ხდება, მართლაც ხმაურიანი ნოვაციაა. ჰომოსექსუალი წყვილების სამოქალაქო კავშირის მხარდაჭერით პონტიფიკმა, უწინარესად, გააკეთა პოლიტიკური მოწოდება, რომლის რეალიზება მხოლოდ სამოქალაქო ხელისუფლებებს შეუძლიათ.

აქ საჭიროა, განიმარტოს, რა არის სამოქალაქო კავშირი. მათთვის რაღაც ერთი სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ ხშირად ეს კავშირები გეიქორწინებებისგან განსხვავდება მხოლოდ სახელწოდებითა და შექმნის იურიდიული პროცედურებით. შედეგად ერთი და იმავე სქესის წყვილი იღებს იმავე ან თითქმის იმავე უფლებებს, რომელსაც ჩვეულებრივი ოჯახი, თუმცა სხვა ფირნიშით.

ეს არის ის, რაც აღელვებდა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს საფრანგეთში, როცა იქ გეიქორწინებები დააკანონეს: კეთილი, გეების უფლებები აღიარეთ, ჯანდაბას, იყოს ოფიციალური სტატუსი არატრადიციული ოჯახებისთვის, მაგრამ გეიქორწინების გათანაბრება ქრისტიანულ ქორწინებასთან? _ ეს მეტისმეტია!

მაგრამ ამჟამად ამ კონცეფციას მიიჩნევენ დასავლეთში პროგრესულად, როგორც თანასწორობას პრინციპის განმამტკიცებელს, რადგან ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სამოქალაქო კავშირი კიარის იგივე”, მაგრამ თითქოს ნახევარზომაა.

ადრინდელი ვატიკანის თვალსაზრისით, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სამოქალაქო კავშირები ისევე მიუღებელი იყო, როგორც გეიქორწინებები, რადგან ე.წ. სამოქალაქო კავშირი ამ პირებს არ აიძულებს, უარი თქვან ცოდვიან საქციელზე, პირიქით _ აქეზებს მათ.

მაგრამ ფრანცისკემ განაცხადა:

ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება, შექმნან ოჯახი. ისინი ღვთის შვილები არიან. ჩვენ გვჭირდება კანონები სამოქალაქო კავშირებზე, რათა ამით დავიცვათ მათი უფლებები”. ეს, დიდი ალბათობით, გააღრმავებს განხეთქილებას ტრადიციონალისტ და ლიბერალ კათოლიკებს შორის, მაგრამ თვითონ პაპი ახლა ოფიციალურად დადგა ლიბერალების მხარეს. ადრე კონსერვატორები ახერხებდნენ თავიანთი ხაზის შენარჩუნებას: სანამ პაპის ტახტზე დაჯდებოდა, ფრანცისკემ მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სამოქალაქო კავშირებს თავის ეპარქიაში _ არგენტინაში, მაგრამ ვატიკანში გადასვლის შემდეგ ამ საკითხზე კარგა ხნის განმავლობაში კრინტი არ დაუძრავს.

ახლა კი თითქოს წერტილი დასვა _ აღიარა ახალი სიოს ქროლვა, თანაც ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში. ეს მნიშვნელოვანი დაზუსტებაა.

არა მხოლოდ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის კავშირების, არამედ სრულფასოვანი გეიქორწინებების ლეგალიზაციის მხარდამჭერები არიან ინგლისის, შვედეთის, დანიის, ნორვეგიის პროტესტანტული ეკლესიები; აშშში კი საეპისკოპოსო ეკლესიები (მოსახლეობის 1-2%), რომლებიც პოპულარულია პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს შორის. ამ ეკლესიების მრევლის წარმომადგენელი იყო აშშ-ის 11 პრეზიდენტი, ე.ი., ყოველი მეოთხე. ისინი (საეპისკოპოსო ეკლესიები) განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ჰომოსექსუალური ქორწინებების მიმართ ერთნაირი თვალსაზრისი აქვთ: დავუშვათ, ჰომოსექსუალური საქციელი ცოდვაა, მაგრამ ერთი პარტნიორისადმი ერთგულება ერთი კავშირის ფარგლებში აშკარად უკეთესია უთავბოლო კავშირებზე. და, რადგან ჰომოსექსუალებს ჰომოსექსუალურ ქცევებზე უარის თქმა არ სურთ, მათ უნდა მივცეთ ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს მონოგამიას, და წავახალისოთ, რათა შექმნან ოჯახები.

ძნელია, ამ ლოგიკას შეეწინააღმდეგო, თუმცა თავის “ისტორიულ” (როგორც ზოგიერთი დასავლური გამოცემა წერს) მოწოდებაში ფრანცისკეს ეს ლოგიკა საერთოდ არ უხსენებია. მისი განმარტებით, ოჯახის შექმნა არის უფლება, რომელიც უნდა დავიცვათ.

ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს საინტერესო პოლიტიკური შედეგები. მაგალითად, საინტერესოა, როგორ გამოძვრება ამ ვითარებიდან პოლონეთი ქვეყნის მმართველი პარტიასამართალი და სამართლიანობისხელმძღვანელობით. იქ ახლა თავს წარმოაჩენენ ევროპული ტრადიციული ფასეულობების ბასტიონად. აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფოს დონეზე ებრძვიანჰომოსექსუალური იდეოლოგიის გამართლებასდა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის კავშირის გაგონებაც კი არ სურთ, მაგრამ ახლა ირკვევა, ისეთ ზნეობრივი ავტორიტეტი, როგორიც რომის პაპია, ამ საკითხზე სხვა აზრისაა.

სხვათა შორის, პოლონეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. კათოლიკური სამყაროს დიდი ნაწილის აზრით კი, ფრანცისკემ, როგორი დამოკიდებულებაც უნდა ჰქონდეთ მისი მოწოდების მიმართ, უბრალოდ, მომხდარი აღიარა. ლგბტის უფლებები ისეთი ბორბალია, რომელსაც, ალბათ, უკვე ვეღარ შეაჩერებენ. სამოქალაქო ხელისუფლების დონიდან მან უკვე გადააბიჯა ტრადიციულ კათოლიკურ ტერიტორიაზე.

ფრანცისკე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოშობით არგენტინიდანაა, სახელდობრ, იქ პირველად კონტინენტზე _ თითქმის მთლიანად კათოლიკური მოსახლეობით _ დააკანონეს ერთი და იმავე პირთა შორის სამოქალაქო კავშირები და გეიქორწინებები. ამჟამად ან ერთი, ან მეორე თითქმის მთელ ლათინურ ამერიკაშია ლეგალიზებული. ანალოგიური ვითარებაა ევროპაშიც. ახლო მომავალში კი ელოდებიან, რომ ჰომოსექსუალურ კავშირებს დააკანონებენ პირველ აზიურ ქვეყანაში _ ფილიპინებზე, რომელიც რეგიონში ყველაზე მეტად კათოლიკურია.

მოკლედ, ცისარტყელას ტალღამ ჯერ პროტესტანტულ ქვეყნებს გადაუარა, შემდეგ მათ კვალს სწრაფად მიჰყვნენ კათოლიკები. სამოქალაქო ხელისუფლებები მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რას მოუწოდებს ვატიკანი, სამწყსომ კი დაასწრო მწყემსს. ევროპაში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის პარტნიორობა ან გეიქორწინებები ლეგალიზებულია კათოლიციზმის ისეთ ბურჯებში, როგორიც არის ირლანდია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი (გეიქორწინებები), ავსტრია, იტალია, ხორვატია (სამოქალაქო კავშირები). რიგში ლიტვაა.

ისე, მთლად გასაგები არ არის, ვის მიმართა რომის პაპმა _ ალბათ, იმავე პოლონეთსა და ლათინური ამერიკის ცალკეულ “ჭირვეულ კუთხეებს”, თუკი ფილიპინებზეც კი ამ მხრივ მოქმედება მანამდე დაიწყეს, სანამ პაპი მოუწოდებდა.

მართლმადიდებელი სამყარო უფრო მონოლითურად გამოიყურება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებების მიუღებლობის შესახებ კონსენსუსი სამოქალაქო და საეკლესიო ხელისუფლებებს შორის ჯერჯერობით უძლებს შეტევებს, მაგრამ არის პირველი “დანაკარგებიც” _ ასეთი კავშირები უკვე ლეგალიზებულია საბერძნეთში, კვიპროსსა და ჩერნოგორიაში.

მაგრამ ამ “კონსტრუქციის” სიმტკიცეს დიდი გამოცდა ელის. თავის დროზე კათოლიკე კონსერვატორებსაც მიაჩნდათ, რომ მათ ძალუძდათ “ცისარტყელის ტალღის” შეჩერება, მაგრამ ვატიკანმა თავისი გაიტანა.

როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ევროპაშიც ანალოგიური პროცესები განვითარდება, თუმცა კათოლიკურ ქვეყნებთან შედარებით ცოტა დაგვიანებით. სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ თითქმის ყველა ქვეყნის 30 წლამდე ახალგაზრდა თაობაში მკვეთრად მოიმატა ტოლერანტულობამ სექსუალური უმცირესობების მიმართ…

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S. ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა, მწერალმა და ჟურნალისტმა, გაზეთლა ფიგაროსმიმომხილველმა ერიკ ზემურმა გამოცემა RMX-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რომის პაპის მოწოდება ასე შეაფასა: “პაპი ფრანცისკე ევროპის მტერია. მან ვატიკანი არასამთავრობო ორგანიზაციად გადააქცია, ევროპის მტრების გვერდით დადგა და უარი თქვა ქრისტიანულ დოგმებზეამჟამინდელი პაპიპოსტკათოლიკური პაპია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here