მთავარი საზოგადოება სოდომიის პროპაგანდა _ საფრთხე, რომელიც კაცობრიობას ეროვნული ფასეულობების განადგურებით ემუქრება

სოდომიის პროპაგანდა _ საფრთხე, რომელიც კაცობრიობას ეროვნული ფასეულობების განადგურებით ემუქრება

როგორ აღკვეთა სტალინმა ტროცკის მიერ გალაღებული მამათმავლების “მოღვაწეობა” საბჭოთა კავშირში

2130
გააზიარეთ
აქცია

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 1992 წელს დაავადებების სიიდანჰომოსექსუალიზმისამოღების შემდეგ განსაკუთრებულად გამძაფრდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ამჟამად კი სოდომიტური იდეოლოგია უმთავრესი მიმართულებაა დასავლეთში _ აშშსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

ამ იდეოლოგიამ მოიცვა ადამიანის ცხოვრების, პრაქტიკულად, ყველა სფერო: პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, ხელოვნება, მედიცინა, მეცნიერება, სპორტი. სხვაგვარად მოაზროვნეებს კი _ განსაკუთრებით ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებს _ სოდომიტები თავიანთთვის სასარგებლო კანონების შემოღებით ავიწროებენ. სოდომიას აქვს აგრესიული იდეოლოგიის ყველა ნიშანი: გეიხატებები, სოდომიის მქადაგებლები, რიტუალური მსვლელობები გეიაღლუმის ფორმით, ბრძოლა სხვა იდეოლოგიებსა და რელიგიებთან და ..

სოდომიტურმა იდეოლოგიამ, მიუხედავად ნორმალური მოქალაქეების საპროტესტო აქციებისა, რომლებშიც ასიათასობით ადამიანი მონაწილეობდა, ფეხი მოიკიდა დასავლეთის მმართველ წრეებში. ხელისუფლებაში ჰომოსექსუალების მომრავლება გასაკვირი არ არის. ჰომოსექსუალთა “ოჯახის” წევრს უფრო უადვილდება წარმატების მიღწევა ბიზნესში, პოლიტიკაში, ფინანსებში _ მას ავტომატურად ეძლევა კოზირი “ზემოდან”. სოდომიის იდეოლოგიის მხარდაჭერა ზოგჯერ მომგებიანია ჰეტეროსექსუალებისთვისაც, რომლებიც ხელისუფლებისკენ მიისწრაფვიან.

ევროპის ბევრი ქალაქის მერი იყო და არის ჰომოსექსუალი, მაგალითად, ბერლინის _ კლაუს ვოვერაიტი, პარიზის _ ბერტრან დელანოე, ვინიპეგის (კანადა) _ გლენ მიურეი, ჰამბურგის _ ოლე ფონ ბოისტი, პროვიდენსის (როდ აილენდის შტატი, აშშ) _ დევიდ სისელინი, კასპერის (ვაიომანგი, აშშ) _ გაი პაჯეტი, სან-დიეგოს (კალიფორნია, აშშ) ტონი ატკინსი, კარტერტონის (ახალი ზელანდია) _ ჯორჯინა ბაიერი. ჰომოსექსუალია ირლანდიის ამჟამინდელი პრემიერმინისტრი ლეო ვარადკარი, ლუქსემბურგის პრემიერი ქსავიე ბეტელი, სერბეთის _ ანა ბრნაბიჩი, გეია გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გიდო ვესტერველე, ლატვიის საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი ედგარ რინკევიჩი, ამერიკელი კონგრესმენი შონ მელოუნი, კალიფორნიელი სენატორი როი ეშბერნი, აშშ-ის არმიის მდივანი ერიკ ფენინგი და სხვ. ისინი აქტიურად ეწევიან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. ჰომოსექუალები დასავლეთში პრივილეგიურ კლასად იქცნენ. შეაღწიეს რა მმართველ წრეებში, დაიწყეს კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება. შედეგად იღებენ შეღავათებს. მაგალითად, პენტაგონმა ჰომოსექსუალებისთვის გააფართოვა შეღავათების სია. გერმანიაში შეღავათებით სარგებლობენ სოდომიტი წყვილები. დასავლური კომპანიების დიდი ნაწილი შინაგანაწესით მოითხოვს ჰომოსექსუალების მიმართ ფრთხილ მოპყრობას, ამასთანავე, ცდილობენ, სამსახურიდან არ დაითხოვონ, რადგან ამის გამო შეიძლება მილიონობით დოლარით დააჯარიმონ. ზოგიერთ ქვეყანაში ცდილობენ, ლექსიკონიდან ამოიღონ ცნებები დედა და მამა და შეცვალონ ტერმინებით მშობელი #1 და მშობელი #2, სკოლებში აკრძალეს სამლოცველოს მოწყობა. ნორმალურ ადამიანებს კი, რომლებიც ამ ყველაფერს აპროტესტებენ, დევნიან _ ითხოვენ სამსახურებიდან და მათ მიმართ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრან, როგორც ეს მოხადა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ქრისტიანმა კულინარებმა სასამართლო დავა წააგეს გეიწყვილთან, რომელსაც უარი უთხრეს საქორწინო ტორტის გამოცხობაზე. აშშ-ში კი ფლორისტი 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არჩევდა საქმეს გეიწყვილისთვის ქორწილის გაფორმებაზე უარის თქმის გამო…

სოდომიის იდეოლოგიის მხარდაჭერა ზოგჯერ მომგებიანია. ჰეტეროსექსუალებისთვისაც, რომლებიც ხელისუფლებისკენ მიისწრაფვიან.

სოდომიის პროპაგანდაში აქტიურად არის ჩართული მასმედია და ე.წ. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ბოლო პერიოდში ასე მომძლავრებული ე.წ. ანტიჰომოფობიური პროპაგანდის მიზანი სინამდვილეში ადამიანის უფლებების დაცვას ამოფარებული ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში, განსაკუთრებით _ მოზარდებში, ჰომოსექსუალური ურთიერთობის პოპულარიზაციისკენ.

რუსი მატროსები ქალის კაბაში გამოწყობილ ახალგაზრდებთან
რუსი მატროსები ქალის კაბაში გამოწყობილ ახალგაზრდებთან

ამ პროპაგანდის ერთ-ერთი გამოხატულებაა სახელგანთქმული ისტორიული პიროვნებებისთვის ჰომოსექსუალის იარლიყის მიწებება, მაგალითად, ისეთებისთვის, როგორებიც არიან პეტრე პირველი, ივანე მრისხანე, პუშკინი, ტოლსტოი, აბრაამ ლინკოლნი, ჩაიკოვსკი, სტალინიც კი. ამასთანავე, ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალების რაოდენობა მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს შეადგენს (სინამდვილეში _ 1-2%-ია) და პროგრესისკენ კაცობრიობის წარმმართველი ძალა სწორედ ჰომოსექსუალები არიან, რომლებიც მხოლოდ თავიანთი უფლებების დასაცავად იბრძვიან და რომლებსაც, მაგალითად, რუსეთში სასტიკად დევნიდნენ.

ასე რომ არ იყო და რუსეთში, განსაკუთრებით _ ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, ჰომოსექსუალებს რომ არავინ დევნიდა, მოწმობს ახლახან, 2017 წლის 13 ოქტომბერს, ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია “ბი-ბი-სის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა “როგორ აჩუქა რევოლუციამ პეტროგრადელ გეებს თავისუფლება 15 წლით”, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

“XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში აქტიურად განიხილავდნენ მამათმავლობისთვის სისხლის სამართლის მუხლის გაუქმების საკითხს. სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლის გაუქმებისა და ცვლილებების შეტანის ინიციატორი იყო ვლადიმერ ნაბოკოვი _ ამერიკაში ემიგრირებული ცნობილი მწერლის _ ვლადიმერ ნაბოკოვის მამა, მაგრამ საკითხის განხილვას შედეგი არ მოჰყოლია _ მუხლი არ შეუცვლიათ.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებს სჭირდებოდათ, სასწრაფოდ შეექმნათ ახალი კანონმდებლობა, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსი, და გადაეწყვიტათ, გაეუქმებინათ თუ დაეტოვებინათ მუხლი მამათმავლობის შესახებ. პოლიტიკოსებსა და ექიმებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ, სხვადასხვა თვალსაზრისი ჰქონდათ. მუხლი არც 1922 წლის სისხლისსამართლებრივ კოდექსში შეიტანეს და არც ახალი რედაქციით გამოცემულ 1926 წლის ვერსიაში. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია გერმანელმა მეცნიერმა, ბერლინის სექსოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა მაგნუს ჰირშფელდმა, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ საბჭოთა ექიმებს. ჰირშფელდი ხშირად გამოდიოდა სიტყვით და ცდილობდა, ყველა დაერწმუნებინა, რომ ჰომოსექსუალიზმი, დაავადება კი არა, ადამიანის სექსუალურობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სწორედ 1926 წელს, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსი ახალი რედაქციით უნდა მიეღოთ, ჰირშფელდი ლექციების წასაკითხავად ეწვია მოსკოვსა და ლენინგრადს (სანკტ-პეტერბურგს 1924 წელს დაარქვეს ლენინგრადი. ასე უწოდებდნენ მას 1991 წლის 6 სექტემბრამდე _ ნ.კ). და, როგორც ამბობენ, კმაყოფილი დარჩა იმით, რომ საბჭოთა რუსეთში ჰომოსექსუალებს არავინ დევნიდა.

რუსი ტრავესტები
რუსი ტრავესტები

როგორ ამოიცნობდნენთავისიანებს

“პეტერბურგში ჰომოსექსუალების ენა, რომელიც კოსტიუმებში აისახებოდა, XIX საუკუნის შუა წლებიდან არსებობდა. მაგალითად, პანტალონზე მიკერებული წითელი პოშეტი (საიდუმლო ჯიბე _ ნ.კ.) ან წითელი ჰალსტუხი იყო ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ჰომოსექსუალების წრეს მიეკუთვნებოდა. კონსტანტინე სომოვის მიერ შექმნილ რუსული პოეზიის ე.წ. ვერცხლის საუკუნის პოეტის, მიხეილ კუზმინის პორტრეტზე წითელი ჰალსტუხი არა მხოლოდ ეფექტური აქცენტია ფერზე, არამედ ჰომოსექსუალური სუბკულტურისადმი პოეტის კუთვნილების სიმბოლოც. XX საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი ახალგაზრდა მყვირალა მაკიაჟს იკეთებდა, წარბებს იქნიდა, რაც ჰომოსექსუალობის ნიშნად მიიჩნეოდა, მაგრამ 1920-იან წლებში ინტენსიური მაკიაჟი უკვე აღარ ითვლებოდა ჰომოსექსუალობის ნიშნად.

იმხანად ბევრი ახალგაზრდა იყო გატაცებული კინემატოგრაფით და ცდილობდა, გარეგნობით დამსგავსებოდა მუნჯი კინოს მსახიობებს _ პუდრით ითეთრებდა სახეს და იქნიდა წარბებს. ასე ამოიცნობდნენ ხოლმე ერთმანეთს ქუჩაში, სამიკიტნოებში. ჰომოსექსუალები ბაძავდნენ მსახიობებს, მომღერლებს, მწერლებს, განსაკუთრებით _ ოსკარ უაილდს. 1920-იან წლებში საბჭოთა ჰომოსექსუალთა შორის პოპულარული იყვნენ ტრავესტები (ამპლუა მსახიობისა, როცა სცენაზე ასრულებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის როლს _ ნ.კ.), განსაკუთრებით _ ჰანზი შტურმი, ბერლინური კლუბის _ “ელდორადოს” ვარსკვლავი, რომელსაც კარგად იცნობდნენ იმჟამინდელ ლენინგრადში, თუმცა გეიკერპები, თანამედროვე გაგებით, იმხანად არ არსებობდნენ. ეს ცნება დამკვიდრდა გაცილებით გვიან _ 1980-იან წლებში, როცა გეებმა ე.წ. ქამინგ აუტი განახორციელეს და ამერიკული და ევროპული კულტურის, შემადგენელ ნაწილად იქცნენ.

ჰანზი შტურმი
ჰანზი შტურმი

რატომ არ ჰქონდათ პეტროგრადელ გეებს თავიანთი ენა

პეტროგრადელ გეებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც კაბითა და კორსეტით დადიოდნენ, ჰქონდათ გრძელი თმა და, საერთოდ, ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ნამდვილი ქალები. ევროპაში, რუსეთისგან განსხვავებით, ჰომოსექსუალური კულტურის ენა სწრაფად განვითარდა. 1920-30-იან წლებში ევროპელი გეები შესანიშნავად იმოსებოდნენ _ იცვამდნენ ძვირფას კოსტიუმებს, იკეთებდნენ ძვირად ღირებულ აქსესუარებსა და სამკაულებს. სიგარეტსაც კი განსხვავებულად იჭერდნენ _ შუა და არათითებით.

არისტოკრატებიდაუბრალოები

პეტროგრადელი ჰომოსექსუალების თემი არაერთგვაროვანი იყო. ლესბოსელები წყნარად ცხოვრობდნენ _ პირად ცხოვრებას არ ამზეურებდნენ. და არანაირი “ვარდისფერი” კულტურა 1920-იანი წლების პეტროგრად-ლენინგრადში არ არსებობდა. გეები, პირიქით, აქტიურად ავლენდნენ თავს _ აწყობდნენ მხატვრულ და ლიტერატურულ საღამოებს, ქორწილებს, წერდნენ წერილებსა და დღიურებს, იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს. რევოლუციის შემდეგ, როგორი კომიკურიც უნდა იყოს, გეები ფენებად იყოფობდნენ. რევოლუციამდე და მის შემდეგაც, ფაქტობრივად, არსებობდა ორი თემი და მათ წარმომადგენლებს ერთმანეთთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ.

არსებობდნენ ე.წ. არისტოკრატები _ შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, დიდგვაროვნები, მოხელეები, მეფის არმიისა და ფლოტის ყოფილი ოფიცრები. მათ ჰქონდათ სალონები, აწყობდნენ კონცერტებს, იწვევდნენ არტისტებს.

მეორე იყო “უბრალოების” (ეს სახელი მათ “არისტოკრატებმა” შეარქვეს) თემი. ამ თემში იყვნენ ჯარისკაცები, მეზღვაურები, სხავადახვა კანტორის თანამშრომლები _ ადამიანები, რომლებსაც რევოლუციამდელ პეტერბურგში არ იღებდნენ “მაღალი საზოგადოების” სალონებში და არც 1917 წლის შემდეგ იყვნენ “არისტოკრატების” სასურველი სტუმრები.

რევოლუციამ გააუქმა ფენობრივი დაყოფა, მაგრამ ჰომოსექსუალები მაინც ძველ ჩარჩოებში ცხოვრობდნენ, თუმცა ხანდახან არისტოკრატები, იშვიათად, მაგრამ მაინც, “უბრალოთა” ლამაზ წარმომადგენლებსაც იწვევდნენ _ მათი მეშვეობით საღამოებს ალამაზებდნენ.

ამასთანავე, ფენობრივი შეზღუდვები არ ვრცელდებოდა ქალების იმპერსონატორებზე, ანუ მამაკაც მსახიობებზე, რომლებიც ქალებს განასახიერებდნენ. ამ პირებთან ურთიერთობა “არისტოკრატებსაც” მოსწონდათ და “უბრალოებსაც”.

ქალების იმპერსონატორები იყვნენ არტისტები განსაკუთრებული ჟანრისა, რომელიც უფრო მეტად იყო დაკავშირებული ჰომოსექსუალურ კულტურასთან, ვიდრე რუსეთის თეატრებისთვის ტრადიციული ტრავესტის ჟანრი. არტისტებს შორის იყვნენ ნამდვილი ვარსკვლავები, რომლებიც განასახიერებდნენ, მაგალითად, მართლმადიდებელ ბალერინა მატილდა კშესინსკაიას. ეს მსახიობები იმოსებოდნენ პროფესიონალი მკერავების შესანიშნავი კოსტიუმებით. იმპერსონატორები აქტიურად მონაწილეობდნენ ქორწილებში, როგორც პატარძალი ან როგორც მისი დედა ან კიდევ, როგორც საღამოს მხიარული სტუმარი.

აფანასი შაურის მიერ 1921 წელს ორგანიზებული ქორწილის მონაწილენი
აფანასი შაურის მიერ 1921 წელს ორგანიზებული ქორწილის მონაწილენი

პეტროგრადის ყველაზე ხმაურიანი ქორწილი

პირველი ასეთი ქორწილი გაიმართა 1920 წელს პეტროგრადის ცენტრში, ოფიცერთა ქუჩაზე. სახელმწიფო მოხელე გიორგი ანდრეევი დაქორწინდა მანუფაქტურის ახალგაზრდა თანამშრომელ დენის ნესტერენკოზე, მეტსახელად დინაზე.

ყველაზე გახმაურებული დადგმული ქორწილი კი გაიმართა 1921 წელს. ბალტიის ზღვის ფლოტის მეზღვაურმა, “ჩე-კას” აგენტმა აფანასი შაურმა, რომელიც პარტიულ კარიერაზე ოცნებობდა და ცდილობდა, თავი გამოეჩინა, მოიფიქრა, როგორ გამოეაშკარავებინა ჰომოსექსუალთა შეთქმულება. მის ნაცნობებს შორის იყვნენ არმიისა და ფლოტის ყოფილი ოფიცრები, ჰომოსექსუალები, რომლებიც, შაურის აზრით, იყვნენ კონტრევოლუციონერები, სურდათ, ახალგაზრდები უზნეობისთვის მიეჩვიათ და შიგნიდან გაეხრწნათ წითელი არმია. მამაკაცთა ქორწილის მომიზეზებით, შაურმა გადაწყვიტა, თავი მოეყარა კონტრრევოლუციონერების ძირითადი ნაწილისთვის, ანუ პეტროგრადის გეიკულტურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებისთვის და ისინი მილიციის დახმარებით ერთი ხელის მოსმით დაეპატიმრებინა. მან ყველაფერი ზუსტად გათვალა. სტუმრები (“არისტოკრატები” და “უბრალოები”), საეჭვო იყო, უბრალო საღამოზე მისულიყვნენ, მაგრამ მამაკაცების ქორწილმა _ “მშობლების კურთხევით”, პურმარილითა და კონცერტით _ ბევრი დააინტერესა.

ქორწილზე 95 კაცი შეიკრიბა, მათ შორის იყო მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალიც. ყველა დააპატიმრეს, თუმცა საბოლოოდ საქმე დახურეს, ფიგურანტებს კი მხოლოდ შიშის ჭამა აკმარეს.

შაურის მიერ მოწყობილი დაჭერების შემდეგ მსგავსი ხმაურიანი ქორწილი და სასამართლო გარჩევა 1920-იან წლებში აღარ ყოფილა. მამათმავლობის მუხლი კვლავინდებურად არ იყო სისხლის სამართლის კოდექსში, მაგრამ 1930-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა. 1933 წლის ივლისში დაიწყო დაკავებები. “ლენინგრადელი ჰომოსექსუალების საქმეზე” სულ 175 პირი დააპატიმრეს. მათ ციხეში სვამდნენ პოლიტიკური მუხლით, ზოგს ადანაშაულებდნენ ფაშიზმში, ზოგს _ ინგლისის დაზვერვასთან თანამშრომლობაში, ზოგს კიდევ _ კონტრრევოლუციონერობასა და წითელი არმიის ზნეობრივად გარყვნაში.

შედეგად “ჰომოსექსუალების საქმე” საფუძველი შეიქნა იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი მამათმავლებზე”.

ნიკოლოზ პირველის მეფობის პერიოდში, 1832 წელს, შეიქმნა რუსეთის იმპერიის სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 995-ე პარაგრაფით მამათმავლობა მკაცრად ისჯებოდა _ ქონების კონფისკაციითა და ციმბირში 4-5 წლით გადასახლებით. ეს პარაგრაფი 1917 წლამდე მოქმედებდა, რევოლუციის შემდეგ კი ბოლშევიკებმა გააუქმეს, თუმცა 1934 წლამდე.

1933 წლის 3 დეკემბერს გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (“გეპე”) ხელმძღვანელი იაგოდა სტალინისთვის გაგზავნილ წერილში ქვეყანაშიპედერასტების ორგანიზებულ გაერთიანებაზეწერდა და ამ გაერთიანებას კონტრრევოლუციაში მონაწილეობასა და და ჯაშუშებთან კავშირში სდებდა ბრალს. იაგოდა, აგრეთვე, ამტკიცებდა, რომპედერასტების გაერთიანებებიცდილობდნენ, გადაებირებინათ და გაეხრწნათ ჯანმრთელი ახალგაზრდები _ წითელარმიელები, წითელფლოტელები და სტუდენტები, რათა შემდეგ ჯაშუშურ ორგანიზაციებთან ემუშავათ.

1934 წლის მარტში კი რუსეთის სოციალისტურფედერაცული საბჭოთა რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს მამათმავლობაზე.

ანუ მამათმავლები, სანამ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში ჩაებმებოდნენ, სოდომიტების საწინააღმდეგო მტკიცების მიუხედავად, საბჭოთა კავშირში თავისუფლად ცხოვრობდნენ და მათ არავინ დევნიდა. მას შემდეგ კი, რაც შეეცადნენ, გავლენა მოეპოვებინათ ახალგაზრდებზე, საბჭოეთის ლიდერმა _ სტალინმა _ დაუყოვნებლივ მიმართა ზომებს და ჰომოსექსუალების “მოღვაწეობა” აღკვეთა.

თუმცა სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როცა მართლმადიდებლური ფასეულობების დამცველი რუსეთი კვლავ დადგა ჰომოსექსუალიზმის ფართოდ გავრცელების, მართლმადიდებლური ფასეულობების განადგურების წინაშე, ამ ქვეყნის პარლამენტმა ბავშვების დასაცავად ინფორმაციისგან, რომელიც “ოჯახური ფასეულობების უარყოფის პროპაგანდას ეწევა”, 2013 წელს მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ქართველი ხალხის ნაწილმა სიხარულით მიიღო დასავლეთის მიერ პრეზიდენტის პოსტზე ხელდასხმული მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, რომელთა ძალისხმევით გააქტიურდნენ ე.წ. უმცირესობების (ჰომოსექსუალების) უფლებების დამცველი არასამთავრობოები, ხოლო 2015 წელს აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებით დაემუქრა, დასავლეთმა მაინც ვერ აიძულა საქართველოს მოსახლეობა, მართლმადიდებლობა გაეცვალა ჰომოსექსუალიზმზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან რამდენიმე დღეშინაციონალურმა მოძრაობამსატვირთო ავტომობილით შელეწა გლდანის ეკლესიის კარი და სასტიკად დაარბია მრევლი. ამას მოჰყვა ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური ძალების გააქტიურება და 2013 წლის 17 მაისს თბილისში გეიაღლუმის ჩატარების მცდელობა, რომლის წინააღმდეგაც დედაქალაქის ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა (ერთხმად) ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების დაკანონებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ახლახან კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, სამოქმედო გეგმაში ჩაწერა, რომ 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ოფიციალურად აღნიშნავს.

როგორც ხედავთ, დასავლეთის მხარდაჭერით აღფრთოვანებული სოდომიტები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ ქართველ საზოგადოებაზე გავლენის მოპოვებისა და ქართული ფასეულობების განადგურებისკენ, რაც ნათლად ჩანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციებში. ეკლესია კი საქართველოში ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ებრძვის დასავლეთისგან თავსმოხვეულ ჰომოსექსუალიზმის საფრთხეს. ამ საფრთხეზე წლების წინათ გვაფრთხილებდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია:

ერები, რომლებიც ამდასავლური ღირებულებებისკულტივირებას მიჰყოფენ ხელს, დეგრადირდებიან და დაიღუპებიან. ამერიკასა და ევროპაში უკვე აღარ არის საყოველთაოდ აღიარებული ინსტიტუტები, რომლებსაც ძალუძთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ამ დეგრადაციას. პროტესტანტიზმის თითქმის ყველა შტო მხარს უჭერს ამთავისუფლებებსდა ისინი სინამდვილეში გადაიქცნენ ფსევდორელიგიურ სექტებად. ისინი ჯვარს სწერენ ჰომოსექსუალებს, ანუ მათ ქორწინებას ღვთის სახელით აკურთხებენ! მათვე დაიწყეს ბიბლიის რედაქტირება _ იმ ადგილების ამოღება, რომლებიც ჰომოსექსუალების იდეოლოგიისთვის მიუღებელია. აშშში უკვე შეიქმნა ასეთი ბიბლია. კათოლიკურმა ეკლესიამაც ვერ შეძლო სახელმწიფო პროპაგანდისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობისთვის წინააღმდეგობის გაწევა და, იმის შიშით, რომ არ დაეკარგა მრევლი, ასევე მიდის გარკვეულ დათმობებზე. ევროპელი ერები, ფაქტობრივად, მთავარი ზნეობრივი ორიენტირის _ ქრისტიანული მორალის გარეშე დარჩნენ. სურთ რა, არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გადაიქცნენ პირუტყვებად, ბევრი იღებს დღეს ისლამს. მასობრივად გადადიან ისლამზე ეთნიკური ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები. მათ ამ რელიგიაში იზიდავს სექსუალური გარყვნილებების კატეგორიული უარყოფა, ოჯახის კულტი, ტრადიციების პატივისცემა, ბავშვების მაღალზნეობრივი აღზრდა. ნორმალური ხალხი ხვდება, რომ მხოლოდ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ადამიანის, ოჯახის, ერის შენარჩუნებაპატარა, ღარიბ ქვეყანაში ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა წარმომადგენლებიც არ ჩამოდიან ტელეეკრანებიდან და გამუდმებით გვასწავლიან სწორად ცხოვრებას. ისინი მოვლილი და მაძღრები ჩანან, ქირაობენ ოფისებს, მოძრაობენ მანქანებით. რა ფულით არსებობენ და, შესაბამისად, როგორფასეულობებსუწევენ პროპაგანდას და როგორისწორიცხოვრების დანერგვა უნდათ მათ საქართველოში?…რაც შეეხება ევროპული სტრუქტურების ზეწოლას, ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მათ წინაშე მონური თაყვანისცემისგან. სასაცილო და ამაზრზენი სანახავია, როგორ ჩამოდის თბილისში თაღლითების ჯგუფი ევროპარლამენტიდან და გვასწავლის მათი კანონებით ცხოვრებას. მცოდნე ხალხმა იცის, რომ ევროპარლამენტის ნახევარი მაინც დაკომპლექტებულია ავანტიურისტებით, მექრთამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, რომლებმაც თავიანთ სახელმწიფოებში პოზიტიური საქმიანობით თავი ვერ წარმოაჩინეს (“საქართველო და მსოფლიო” # 21 (208), 2013 წ.).

ჰომოსექსუალიზმი არა მხოლოდ ქართველებს, არამედ კაცობრიობას ემუქრება ეროვნული ფასეულობების განადგურებითა და გარყვნილების დაკანონებით _ ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და, თუ დემოგრაფიული კატასტროფის პირას მყოფი ერი საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამს, აღიგვება პირისაგან მიწისა…

მოამზადა ნიკა კორინთელმა

ცნობისთვის: 2017 წლის მონაცემებით, ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა შორის ქორწინება დაკანონებულია მსოფლიოს 26 ქვეყანაში, 18-ში დასაშვებია ჰომოსექსუალი წყვილების კავშირი სხვადასხვა ფორმით. 5 ქვეყანაში კი ჰომოსექსუალიზმისთვის სიკვდილით სჯიან.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here