მთავარი საქართველო “სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლებას მივესალმები”

“სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლებას მივესალმები”

1037
გააზიარეთ
მარიამ ჯაში

სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლებას მივესალმები”, _ განუცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს. აღნიშნა, რომ მზად არის, ამ საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის წინადადება განიხილოს.

“რელიგიების ისტორის სწავლებას სკოლებში მივესალმები, რადგან თანამედროვე სამყაროში რელიგიების სახელით წარმოებული კონფლიქტების პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს თეოლოგიის საწყისებში ჰქონდეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, ცოდნის თვალსაზრისით. სამუშაო პროცესში უშუალოდ ჩართული არ ვიქნები, თუმცა არაერთხელ დამიდასტურებია ჩემი მზადყოფნა, განვიხილო ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი და ხელი შევუწყო, როგორც განათლების სისტემას, ასევე სხვადასხვა კონფესიებს და ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ სწორი ინფორმაცია პედაგოგების მეშვეობით მივაწოდოთ ბავშვებს სკოლებში განათლების სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ფარგლებში”, _ განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა, რომ რელიგიების ისტორიები სკოლებში, შესაძლოა, ჰუმანიტარული მიმართულების პედაგოგებმა ასწავლონ, თუმცა აღნიშნა, რომ მათ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული გადამზადების სპეციალური კურსი უნდა გაიარონ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here