Home ახალი ამბები საქართველო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” დაბრუნდება

სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” დაბრუნდება

2010
სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” დაბრუნდება

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილისდედა ენა”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, პირველკლასელები სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ქართულ სკოლაში “დედა ენა” დაგვებრუნებინა. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ “დედა ენას”, როგორც უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და გვიყვარს ჩვენ”, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელიც სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here