Home ახალი ამბები მსოფლიო სკანდალი ამერიკაში

სკანდალი ამერიკაში

რატომ მალავდნენ მოხუცთა თავშესაფრებში გარდაცვლილთა რაოდენობას

311
სკანდალი ამერიკაში

ნიუიორკის მოხუცთა თავშესაფრებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობის დამალვის გამო სკანდალი აგორდა. შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომისთან დაახლოებული პირები ახლა საჯაროდ აღიარებენ _ ეს კეთდებოდა იმის გამო, რომ აშშის იუსტიციის სამინისტრო დაებნიათ.

ნიუ-იორკის პროკურატურამ რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა ანგარიში მოხუცთა თავშესაფრებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების, სულ ცოტა, 50%-ს მალავდნენ. ნიუ-იორკის მოხუცთა თავშესაფრებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 13 ათასს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით შტატი ლიდერია ამერიკაში.

ჯერ კიდევ 2020 წელს კუომომ ბრძანება გასცა, კორონავირუსით ინფიცირებულები მოხუცთა თავშესაფრებში გადაეყვანათ და იქ “ჭირიანთა ბარაკები” მოეწყოთ. ეს საშინელი პრაქტიკა მხოლოდ 3 თვის შემდეგ გააუქმეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სიცოცხლეს გამოესალმა ათასობით ნიუ-იორკელი მოხუცი.

აგვისტოში კი AP-ს ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ნიუ-იორკელი მაღალჩინოსნები შეგნებულად მალავდნენ მოხუცთა თავშესაფრებში დაღუპულთა მონაცემებს. გუბერნატორმა კუომომ კი ამ თავშესაფრების მფლობელებს იურიდიული ხელშეუხებლობა მიანიჭა _ ეს მას შემდეგ, რაც მათგან გულუხვი შემოწირულობები მიიღო.

ახლა კოუმო თავს ისულელებს და ამბობს, რომ ეს სტატისტიკა არავის აინტერესებს, მაგრამ, მისმა ქვეშევრდომებმა როცა დაინახეს, რომ საქმე კარგად არ მიდიოდა, თავიანთი უფროსის ჩაშვება დაიწყეს.

კუომოს თანაშემწე ქალმა აღიარა, რომ გუბერნატორის თანამშრომლებს ძალიან ეშინოდათ ფედერალური გამოძიების დაწყების და სიმართლე დამალეს, ახლა კი გადაწყვიტეს, სიმართლე უთხრან მოსახლეობას, რადგან იუსტიციის სამინისტროს მიმართ მეგობრულად განწყობილი ბაიდენი აკონტროლებს.

2020 წლის ზაფხულში ლიბერალური პრესა ერთხმად გამოუტყდა კუომოს სიყვარულში და მას პანდემიის ეპოქაში “ეტალონური ლიდერი” უწოდა. ჩატარებული პრესკონფერენციისთვის მას “ემიც” კი გადასცეს.

კუომოს თავისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ უნდა ადარდებდეს _ ბაიდენის პროკურორები მას ციხეში არ ჩასვამენ. უკმაყოფილო ნიუ-იორკელებს კი ურჩევენ, ხმა ფეხებით მისცენ _ დატოვონ ეს ლიბერალური სამოთხე.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here