Home რუბრიკები პოლიტიკა სისხლი და მოგება

სისხლი და მოგება

თუკი ვინმეს შეუძლია, კაცობრიობას მესამე მსოფლიო ომი ააცილოს, ეს არის რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ვინაიდან რუსეთი ომს არ იწყებს, რუსეთი, როგორც წესი, ომს ამთავრებს

1057

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეხუთე გამოშვება

პრეზიდენტყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე, რომელზეც ბიუჯეტის თანხების ქურდობისთვის ასამართლებენ, შარვლიდან (თუ ნიფხვიდან) უკრაინის დროშის ფერებში შეღებილი, ჭუჭყიანი ჭინჭი ამოაძვრინა და ამ ქვეყნის ჰიმნის მოტივებზე შემზარავი სიმღერა წამოიწყო. დიდხანს ზმუოდა დაბმულ ძროხასავით. მისი ამ გულისამრევი “პერფორმანსის” ბოლოს კი უკრაინულ-პატრიოტულად შეჰბღავლა.

_ Слава україні!!

სააკაშვილის მხარდამჭერები, არ ვიცი, უკრაინის ჰიმნის პატივისცემის გამოსახატავად, არ ვიცი, ბელადის მიმართ თაყვანისცემის ნიშნად, გულზე მარჯვენა ხელისმტევანმიდებულნი, სმენაზე იდგნენ.

ეს ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლების საქართველოს რეალობაა. თანამედროვე თაობის ცნობიერება ისეა დაზიანებული, რომ ამ ფაქტის შეფასება მომავალი თაობების საქმე უფრო მგონია…

_ Слава україні!

ორი ათეული წელიწადია, რაც ამ ორ სიტყვას გაჰყვირიან უკრაინაში. და ამ ყვირილის რეალური შედეგი ისაა, რომ ეს ქვეყანა შეიძლება სულ მალე მსოფლიო ომის თეატრად იქცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან არაფერი დარჩება.

აშშ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. ამ მოწოდებას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა: ავსტრალიითა და ახალი ზელანდიით დაწყებული და იაპონიითა და სამხრეთ კორეით დამთავრებული, ყველა სახელმწიფოს მოქალაქეები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ტოვებენ უკრაინას, რადგან ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოში მალე ფართომასშტაბიანი ომი გაჩაღდება.

ეს შეიძლება კოშმარად იქცეს, _ აცხადებენ აშშ-ში. აშშ-ის სამხედრო შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადეს, რომ, თუ ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდება, შედეგები შემაძრწუნებელი იქნება. “რამე ახალი ხდება?” _ სვამს მილი შეკითხვას და თვითონვე პასუხობს: “დიახ, ეს სიახლეა იმ თვალსაზრისითაც, რა მასშტაბებს იღებს წვრთნები, რომლებსაც რუსეთი ატარებს. ეს დიდად აღემატება იმას, რაც ოდესმე გვინახავს. თუკი ყოველივე ეს _ სახმელეთო შენაერთები, არტილერია, ბალისტიკური რაკეტები, სამხედროსაჰაერო დაჯგუფებები, საზღვაო არმადა _ გამოყენებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ, მოხდება რაღაც საშინელი, რაც მოიტანს უზარმაზარ მსხვერპლს”. ამერიკელები ამ შეფასებაში არც ტყუიან და არც ცდებიან, მაგრამ… მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ნააზრევში არ არის ალტერნატიული ხედვა, რომელიც, შესაძლებელია, ასეთი სახით იყოს ჩამოყალიბებული: ჩვენ (ამერიკელები) რომ არ ვქმნიდეთ წინაპირობებს იმ კოშმარისთვის, რომელიც შესაძლებელია უკრაინაში დატრიალდეს; ჩვენ რომ არ მივათრევდეთ ნატოს რაკეტებს რუსეთის საზღვრებისკენ; ჩვენ რომ არ ვეპატიჟებოდეთ უკრაინას ნატოში; ჩვენ რომ არ ვიყოთ პროვოკატორები; ჩვენ რომ არ ვცდილობდეთ ნატოს ალყაში რუსეთის მოქცევას; ჩვენ რომ არ გვწყუროდეს ის დიდი სისხლი, რომელიც ომის შემთხვევაში უკრაინაში აუცილებლად დაიღვრება, ასეთ შემთხვევაში არც ომის წინაპირობები იარსებებდა და არც ომი დაიწყებოდა”. მარტივი მსჯელობაა და მარტივი გამოსავალია, მაგრამ ეს მსჯელობა ამერიკელებისთვის მიუღებელია. მათთვის მისაღებია მხოლოდ ერთი რამ: რუსეთის ისეთი კაპიტულაცია, როგორ კაპიტულაციასაც ოცდაათი წლიის წინათ საბჭოთა ლიდერებმა მოაწერეს ხელი. მათ ამის გარდა არაფრის გაგონება არ სურთ. ისინი დღემდე ვერ ხვდებიან, რომ არც დღევანდელი რუსეთია გასული საუკუნის 80-იანი წლების საბჭოთა კავშირი და არც პრეზიდენტი პუტინი _ გორბაჩოვისა და ელცინის პოლიტიკური კურსის გამგრძელებელი. ამიტომ ჩემ მიერ ციტირებული გენერლები იმ ალტერნატიულ მსჯელობას, რომლის ნიმუშიც მე შემოგთავაზეთ, სრულიად სხვა მიმართულებას ამჯობინებენ. მაგალითად, ასეთს: “ვითარების დეესკალაციისთვის საკმარისია, პრეზიდენტმა პუტინმა გასცეს ბრძანება მისი სამხედროების უკრაინის სიახლოვიდან გაყვანის შესახებ”. როგორ მოგწონთ? პრეზიდენტმა პუტინმა თურმე უკრაინის საზღვრების სიახლოვიდან სამხედროები უნდა გაიყვანოს და ეს იმ ვითარებაში, როდესაც, აშშის თავდაცვის მინისტრის თქმით, “კიევმა უკვე მიიღო სამხედრო დანიშნულების საქონლის ოთხი პარტია. მათ შორის ტყვიაწამალი, ყუმბარმტყორცნი SMAW-D და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს JAVELINის რაკეტები”.

აშშ-ის მაღალჩინოსანთა მსჯელობიდან მხოლოდ ის აზრი გამოდის, რომ დასავლეთმა უკრაინა კბილებამდე უნდა შეაიარაღოს, რუსეთმა კი თითიც არ უნდა გაატოკოს. არა მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც ასე მსჯელობენ, ნორმალური იყვნენ. თუკი ისინი იმ კატასტროფას მოელიან, რომელიც თავიანთ საჯარო გამოსვლებში აქვთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებით ვითარებას კი არ უნდა ძაბავდნენ, რუსეთთან სწორი პოლიტიკის გატარებითა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემით ვითარების განსამუხტავად უნდა იღვწოდნენ. თუმცა, რა ვითარების განმუხტვა უნდა მოსთხოვო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც მოსკოვში ჩამოვიდა, მაგრამ მისი კოლეგა ლავროვისთვის ყური არ დაუგდია, მოსკოვის პოზიცია არც მოუსმენია, ისე მიაყარა მუქარით აღსავსე ტირადები, შემდეგ წითელ მოედანზე რამდენიმე ფოტო გადაიღო და მოსკოვიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ლავროვმა მათი საუბარი ყრუსა და მუნჯის დიალოგს შეადარა, როდესაც ერთს არ ესმის, მეორე კი ვერ ლაპარაკობს. შედარება კარგია, მაგრამ მთლად ზუსტი არ არის. რუსეთის საუბარი კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ყრუსა და მუნჯის დიალოგს კი არა, ყრუმუნჯთან, ანუ იმ ადამიანთან საუბარს დაემსგავსა, რომელსაც არც ესმის და ვერც ლაპარაკობს. დასავლეთმა მოსმენისა და ლაპარაკის უნართან ერთად აზროვნების უნარიც დაკარგა. დასავლეთმა საერთოდ ყველა უნარი დაკარგა, გარდა უკიდეგანო სიცრუისა, პროვოკაციისა, გარყვნილებისა, მოგების მიღებისა და ჩახმახის სასხლეტზე თითის გამოკვრისა. ისინი თავისუფალი არიან სინდისისგან, მორალისგან, ჰუმანიზმისგან, კაცთმოყვარეობისგან. ისინი დაიცალნენ პასუხისმგებლობისგან, რის გამოც დაკარგეს ადამიანის სახე და შინაარსი. დაკარგეს რა ადამიანის სახე და შინაარსი, დაკარგეს ღვთაებრივი საწყისი და სატანის მსახურებად იქცნენ. აი, ეს დაემართა დასავლეთს. ამას ამერიკელებიც ხედავენ. პირველ რიგში კი ისინი, ვის პროფესიულ მოვალეობას საბჭოთა კავშირისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს განსხვავებული კუთხითა და ალტერნატიული ლოგიკით შეხედეს. ასეთი ბევრია.

აი, რას წერდა ერთ-ერთი მათგანი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი ჯო ვაისბერგი გაზეთ The Woshington Post-ის ფურცლებზე გასული წლის 19 დეკემბერს: ნაცვლად იმისა, რომ შევეცადოთ, ჩავწვდეთ პუტინის შეშფოთების მიზეზებს, ჩვენ მას აღვიქვამთ, როგორც ბოროტ ძალას, რომელიც თავს ესხმის ჩვენს ქვეყანას. ამ დროს თვითონ აშშ ბოლო წლების განმავლობაში მიმართავს მაქსიმალურად აგრესიულ ქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ. ამგვარ ქმედებათა რიგს განეკუთვნება: ნატოს წევრობის შეთავაზება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის; რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსება რუსეთის საზღვრებთან; რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღება”. ყველაფერი ზუსტად არის დანახული და შეფასებული, მაგრამ ოფიციალურ ვაშინგტონსა და მასთან ერთად მთელ კოლექტიურ დასავლეთს არაფრის გაგონება არ სურთ.

დასავლეთში ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან, რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავსო, თვითონ კი ამ დროს, ყოველგვარი საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებით უკრაინა იარაღით გაძეძგეს, თანაც რუსეთს უკიჟინებენ, უკრაინის საზღვართან (რუსეთის ტერიტორიაზე) მობილიზებული სამხედრო კონტინგენტი უკან წაიყვანეო. ისე ხომ არ გამოდის, რომ ისინი უფრო აპირებენ რუსეთის ტერიტორიაზე შემოჭრას, ვიდრე პირიქით. ძლიერი შეიარაღებითა და დასავლეთის მხარდაჭერით შეგულიანებული ზელენსკი ისევე რომ შეიჭრას ყირიმის ტერიტორიაზე, როგორც 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილი შეიჭრა ცხინვალში, რა შედეგი მოჰყვება ამას ან უკრაინისთვის, ან რუსეთისთვის, ან ევროპისთვის და, თუ გნებავთ, მსოფლიოსთვის? უფიქრია ვინმეს ამაზე? სხვებს თუ არ უფიქრიათ (უნდა ეფიქრათ!), რუსეთმა იფიქრა და აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებიც მოსთხოვა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო: Принципиальные российские озабоченности оказались проигнорированы, _ განაცხადა პუტინმა აშშ-იდან მიღებული პასუხის კომენტირებისას. Мы не увидели адекватного учета трёх наших ключевых требований, касающихся недопущения расширения НАТО, отказа от размещения ударных систем вооружения вблизи российских границ, а также возврата военной инфраструктуры блока в Европе к состоянию 1997 года, когда был подписан основополагающий акт Россия-НАТО.

რა მოჰყვება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი აშშ-ის ამგვარ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას? _ ეს შეკითხვაც პუტინმა დასვა და თავადვე გასცა პასუხი საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე: Европейские страны, в том числе Франция считают, что Крым является частью Украины, а мы считаем, что это часть России. И, если будут предприняты попытки изменить эту ситуацию военным путем, а в доктринальных документах Украины прописано, что: а) Россия – противник, и б) возможно возвращения Крыма военным путем, представьте ситуацию, что Украина _ член НАТО. Пятая статья не отменена. Наоборот господин Байден недавно сказал, что пятая статья – это абсолютный императив, что в таком случае делать России – воевать с НАТО? Но я хочу и вас спросить… А вы хотите воевать с Россией? Вы спросите своих читателей, зрителей, пользователей интернет-ресурсов. Вы хотите, чтобы Франция воевала с Россией? Но ведь так оно и будет. Вы понимаете или нет, что, если Украина будет в НАТО и военным путем будет возвращать себе Крым, европейские страны будут автоматически втянуты в военный конфликт с Россией?!

საკითხი აბსოლუტურად სწორად, სამართლიანად, ლოგიკურად და პატიოსნადაა დასმული. პოლიტიკაში (საერთოდ, ცხოვრებაში) უმთავრესი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებია. რას რა შედეგი მოჰყვება? _ აი უმთავრესი შეკითხვა, რომელსაც ცხოვრება თითოეული ადამიანისა და თითოეული სახელმწიფოს წინაშე სვამს. საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა მაკრონსაც და სრულიად მსოფლიოსაც სწორედ ეს შეახსენა. თუმცა არამხოლოდ ეს, არამედ ისიც, რომ რუსეთი ის სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოში უმძლავრეს ბირთვულ პოტენციალს ფლობს. ეს დროული და უაღრესად მნიშვნელოვანი შეხსენება იყო: Конечно, потенциал объединенной организации НАТО и России несопоставим. Мы это понимаем, но мы также понимаем и то, что Россия является одной из ведущих ядерных держав. А по некоторым компонентам современности даже многих опережает. Победителей не будет! ეს სერიოზული გაფრთხილებაა. დასავლეთში უნდა შეიგნონ, საით მიაქანებენ მსოფლიოს.

წინა სტატიაში ვწერდი, პეკინის ერთმნიშვნელოვნად უარყოფით დამოკიდებულებაზე ნატოს გაფართოების მიმართ, რის შესახებაც ნათქვამი იყო რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პეკინში პუტინის ვიზიტს მოჰყვა 2022 წლის 4 თებერვალს. პეკინში, როგორც ჩანს, ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ამ განცხადებას იმავე დღეებში მოჰყვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალოგიური განცხადება, ხოლო დაახლოებით ერთი კვირის თავზე ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობის საიტზე კიდევ ერთი განცხადება გამოჩნდა, რომელიც ისევ და ისევ ნატოს გაფართოების წინააღმდეგაა მიმართული: “ცივი ომის დამთავრებიდან ოცდაათი წელიწადის შემდეგ ნატო განაგრძობს მისი გეოგრაფიისა და ოპერაციათა დიაპაზონის გაფართოებას. ეს არ ემსახურება მსოფლიოში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას”.

პეკინის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მთელი მსოფლიო ელოდება ჩინეთის განცხადებას, რომელიც უსაფრთხოებაზე შექმნილ ვითარებასა და ახალი მსოფლიო წესრიგის საკითხებს უნდა მიეძღვნას. პლანეტა ოკეანეში უკომპასოდ მოდრეიფე ხომალდს დაემსგავსა, რომელიც შველას ითხოვს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ხელისუფლებასაც და ხალხის უდიდეს ნაწილსაც წარმოედგინა, რომ აშშთან ურთიერთობა მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული იქნებოდა, ვინაიდან მოხსნილი იყო დაპირისპირების იდეოლოგიური საფუძვლები. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. დაპირისპირებამ არანაკლები სიმწვავით იფეთქა, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო. ამას აქვს ახსნა: ამერიკელთა სწრაფვა პლანეტაზე გაბატონებისკენ თანდათანობით შემზარავ სახეს იღებს. მათი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ლამის მისაღებ წესად იქცა. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის ბუნებრივი აირი, რომელიც გერმანიას ბალტიის ფსკერზე გაყვანილი პირდაპირი გაზსადენით (“ჩრდილოეთის ნაკადი-2”) უნდა მიეწოდოს, ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანია და ამ საკითხში ჩარევის უფლება არავის აქვს. მიუხედავად ამისა, ამერიკელები ყველაფერს აკეთებენ, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2” არ ამუშავდეს, ვინაიდან ეს შესანიშნავი საშუალებაა რუსეთსა და გერმანიაზე ერთდროული წნეხის განსახორციელებლად. ვინ მისცა ამის უფლებამოსილება აშშ-ს? არავინ! საერთაშორისო სამართლის რომელ ნორმას ეფუძნება აშშ, როდესაც ორი სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობებში ასე უცერემონიოდ იჭრება? არც ერთს! მაშ, რა არის ეს ან რასთან გვაქვს საქმე? ამას ერთადერთი სახელი ჰქვია _ საერთაშორისო თვითნებობა და ბოროტი ხულიგნობა. ეს ყველამ იცის, მაგრამ ძალმომრეობა იქამდე მიდის, რომ ევროპის ბევრი სახელმწიფო თვითონ ევროპისთვის დამანგრეველ ამ ბინძურ კამპანიაში მხარს ამერიკელებს უჭერს. თუმცა, ევროპაშიც ჩნდება წინააღმდეგობისა და პროტესტის განცდა. მაგალითად, ავსტრიის ეკონომიკის მინისტრმა მარგარეტე შრამბეკმა 13 თებერვალს განაცხადა: “ვენა არ ივლის სხვა სახელმწიფოთა ნება-სურვილით, რომ უარი თქვას მონაწილეობაზე პროექტში “ჩრდილოეთის ნაკადი-2”. ორი დღით ადრე, 11 თებერვალს, გერმანიის ვიცეკანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა: “გეოპოლიტიკური სიტუაცია ყოველთვის იქონიებს გავლენას “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ექსპლუატაციაზე, მაგრამ მისი სერთიფიკაცია წარიმართება ევროკავშირის კანონმდებლობასთან მკაცრ შესაბამისობაში”. ეს უკვე პირველი ყლორტებია ამერიკული დიქტატისგან თავის დაღწევის მცდელობისა.

ამერიკელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ყველას არ შეუძლია, არც დღევანდელი ევროპაა ამისთვის მზად. მიუხედავად ცალკეული უმწეო გაფართხალებისა, ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, რომ ევროპა თავდადრეკილი დგას ამერიკელთა წინაშე და მორჩილად ელოდება ახალ დირექტივას. მიუხედავად ამისა, იმთავითვე გასაგები იყო, რომ ისეთი უზარმაზარი სახელმწიფოები, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი, ამას არ შეეგუებოდნენ. ასეც მოხდა.

ამერიკელებისთვის შავი ზღვა სტრატეგიული დანიშნულებისაა (ცალკე თემაა კასპიისა და ბალტიის ზღვები). შავი ზღვიდან რუსეთის მთლიანად გაძევება თუ არ მოხერხდება, მისი როლი აქ მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ასეთია ამერიკელთა ჩანაფიქრი, ამას არც მალავენ. აშშ-ის ელჩმა საქართველოში რამდენიმე დღის წინათ ასეთი განცხადება გააკეთა: რუსეთს სურს, რომ შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც ამ ზღვაში შედის და გადის. საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმ საქმეში, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი გემისთვის გახსნილი იქნება”. ხომ მიხვდით, რაშია საქმე? რეგიონის უდიდესმა სახელმწიფო რუსეთმა ვერ უნდა აკონტროლოს შავი ზღვა. რუსეთს (რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ერთად) შავ ზღვაზე კონტროლის უფლება თუ ექნება, ეს, როგორც ქალბატონმა ელჩმა მისცა საკუთარ თავს უფლება, ეთქვა, “შავი ზღვის რუსეთის უკანა ეზოს ზღვად გადაქცევაყოფილა, ხოლო დედამიწის მეორე ნახევარსფეროდან მოსული ამერიკული გემების პარპაში შავ ზღვაში დემოკრატია და სამართლიანობაა, რასაც მანშავი ზღვის საერთაშორისო ზღვად დარჩენაუწოდა.

“ამ საქმეში საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს”, _ ბრძანა ელჩმა. აი, თურმე რა როლი აკისრია საქართველოს. ჩვენ თურმე, როგორც მოვახერხებთ, მონაწილეობა უნდა მივიღოთ შავ ზღვაზე რუსეთის შევიწროებაში. ამასთანავე, ამერიკელებს ფართოდ გავუღოთ ჩვენი საზღვაო პორტები ფოთსა და ბათუმში. რაც მთავარია, უნდა მივცეთ საშუალება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა, რომელიც ამერიკელთა სამხედრო ბაზა იქნება და, აშშის ელჩის ნათქვამის პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, შავი ზღვა არა რუსეთის, არამედ ამერიკელთა უკანა ეზოს ზღვად გადაიქცევა. ეს არის ამერიკელების მიერ ჩვენთვის დაკისრებული პოლიტიკის მთელი ფილოსოფია. უნდა ვაღიარო, არ არის უბრალო ამბავი. უდიდესი ისტორიული მისიაა, ოღონდ ეგ არის, უპატიოსნოა ეს მისია, თანაც განუხორციელებელი. როგორი საქმეა, აიღო და ეს უზარმაზარი რუსეთი საკუთარი სახლის კანონიერი ნაწილიდან (შავი ზღვიდან) გააძევო?! თან სარისკოა, რადგან რა ვიცით, სად და როგორ წავიტეხთ კისერს ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობის გამო. გარდა ამისა, არც ის ვიცით, რას დაგვიტოვებენ ჩვენ მას შემდეგ, რაც შავი ზღვა ამერიკელთა “უკანა ეზოს ზღვად გადაიქცევა”. ასე ბრმად და ხელის ცეცებით ვმონაწილეობთ ამ საბედისწერო საქმეში და აინუშიც არ მოგვდის ის, რომ, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ხვალ შეიძლება საქართველოში განმეორდეს.

P. S. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეც გამოაცხადა _ 16 თებერვალი. ძვირფასო მკითხველო, ახლა, როდესაც თქვენ გაზეთის ამ ნომერს კითხულობთ, აშშის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი უნდა მიმდინარეობდეს. მე კი, როდესაც ამ სტატიას ვწერ, ბუნებრივია, არ ვიცი ის, რაც თქვენ უკვე იცით _ ახდა თუ არა ბაიდენის წინასწარმეტყველება (იმედია, არა), მაგრამ ახლა, ამ წუთს, რუსეთს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაწყებული თუ არ აქვს, ეს იმის საწინდარი არ არის, რომ ომი არ დაიწყება. მეოცე საუკუნეში ორი მსოფლიო ომის გამჩაღებელ ევროპას, ქვეცნობიერად, ოცდამეერთე საუკუნეშიც სისხლი სწყურია, საკონცენტრაციო ბანაკები და გაზის კამერები სწყურია. აშშ კი, “ეს მუდამ ომისა და შფოთის ინიციატორი სახელმწიფო” (კონსტანტინე გამსახურდია), სისხლის ზღვისგან, რომელიც ევროპაში შეიძლება დადგეს, დიდ მოგებას გეგმავს. მოგება ხომ მათი ღმერთია. ერთი სიტყვით, გაბრიყვებულ ევროპას თუ სისხლის წყურვილი სტანჯავს, გაუმაძღარ ამერიკას მოგების წყურვილი ახრჩობს. ასე იკვეთება და ავსებს ერთმანეთს ეს ორი ბოროტი მამოძრავებელი _ სისხლი და მოგება. ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს. თუკი ვინმეს შეუძლია, კაცობრიობას მესამე მსოფლიო ომი ააცილოს, ეს არის რუსეთი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ვინაიდან რუსეთი ომს არ იწყებს, რუსეთი, როგორც წესი, ომს ამთავრებს.

1 COMMENT

  1. zaan koxta da unikaluri naazrewia b,waleri,,,,,,omi ar daicyo amerikuli tv ,,eterebi ra dgeshi iywnen,,,,,,sanaia omi ar daicyo,,,,,,baideni albat exla agoniasia da cnewas uzomawen,,,,putinma ajoba ,,da tanac magrad,,,,,,,,zelenski seni kweynis ,,biznes sektori chamogagdebs isew ,,,sad caigeb im produkcias ,,romelsac arcerti ewropuli saxelmcipo ar yidulobs,,,,,,,ruseti ki gwerdze dagrchebat,,,,rogorc sakartwelos da erteti garibi gataki kweyanaaaaa ,,yofil sabchota kweynebsi ,,,,roca sakartweloze modioda 30 procenti mogrbis sabchota kawsiris dros,,,,,,,,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here