Home ახალი ამბები მსოფლიო სირიის არმიამ გაათავისუფლა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაპყრობილი ბოლო ქალაქიც

სირიის არმიამ გაათავისუფლა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაპყრობილი ბოლო ქალაქიც

1026
სირია

სააგენტო SANA იუწყება, რომ წარმატებით დამთავრდა ქალაქ აბუ-ქემალის გათავისუფლების ოპერაცია.

განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ “დეირ-ეზ-ზორის პროვინციის გათავისუფლება ნიშნავს “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული პროექტის კრახს  რეგიონში და იმ ძალების ჩანაფიქრის ჩაფუშვას, რომლებიც მას მფარველობდნენ.

სააგენტო “ფრანს-პრესი” აზუსტებს, რომ ქალაქს უტევდნენ როგორც სირიის რეგულარული არმია, ასევე ბაშარ ასადის მოკავშირეები _ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები, ირანისა და ლიბიის გასამხედროებული რაზმები, მათ შორის ჰეზბოლას რაზმებიც.

ამჟამად ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ხელშია მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დასახლებული პუნქტი დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში და  ნავთობის ერთ საბადოს აკონტროლებს. ამას გარდა, ტერორისტები აკონტროლებენ დამასკოს ორ შემოგარენს ჰომსის პროვინციაში. ერაყის ტერიტორიაზე “ისლამური სახელმწიფოს” ხელში რჩება ქალაქი, რომელიც რავა სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here