მთავარი საზოგადოება სინდისისგან თავისუფალი მედია

სინდისისგან თავისუფალი მედია

ხათუნა საგინაშვილი: ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის ტელევიზიებში ხდება, კონკრეტული დამკვეთი ჰყავს. უპირველესი დამკვეთია ოდიოზური სოროსის ფონდი

681
გააზიარეთ

უკვე რამდენიმე კვირაა, ქართველი საზოგადოება ეროვნული ცნობიერების ძირგამომთხრელ პასაჟებს ისმენს, რომლებიც თითქმის ყველა ტელეეთერიდან იფრქვევა. ეს არის ბერთუბნისა და ჩიჩხიტურის თემა, რომელიც თურმე საქართველოს ტერიტორია არ არის, და პატრიარქის უკიდურესი შეურაცხყოფა. ამ ყოვლად უმსგავსო გადაცემების გამო საზოგადოების აღშფოთებას საზღვარი არ აქვს, ოღონდ, სოციალურ ქსელშირას დაემსგავსა ჩვენი მედიასივრცე, ვის და რა დაკვეთას ასრულებენ .. ჟურნალისტები, რა აქვს გასაკეთებელი ხელისუფლებას იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ტელეეთერიდან გადმონთხეული სიბინძურე არ მოისმინონ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი:

სინდისისგან თავისუფალი მედია

_ საქართველოში არსებული თითქმის ყველა ტელევიზია, ასე ვთქვათ, ლიბერალურ პლატფორმაზე ზის. ეს არა შემთხვევითი, არამედ კარგად დაფინანსებული პროპაგანდისტული მანქანებია, რომლებიც ცდილობენ, ტვინები გამოურეცხონ საზოგადოებას კონკრეტული მიმართულებით და, როგორც ვხედავთ, აქვთ უამრავი საცეცი.

რატომ ხდება, რომ ყველა ტელევიზია ჰარმონიულად მოქმედებს ანტიგმირების გმირებად წარმოჩენაში, ასევე შემართულნი არიან ეკლესიასთან ბრძოლაში. პირადად ჩემთვის, როგორც მედიამკვლევარისთვის, ესფენომენიინტერესის სფეროა.

ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის ტელევიზიებში ხდება, კონკრეტული დამკვეთი ჰყავს. უპირველესი დამკვეთია ოდიოზური სოროსის ფონდი. ჩვენი ტელევიზიები და მათი ჟურნალისტები მსუყე ულუფებს იღებენ დამკვეთებისგან და არა მხოლოდ სოროსისგან, თუმცა ის უპირველესია.

არსებობს რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაკვეთა, რომ მოხდეს დომინანტი რელიგიური ორგანიზაციების გავლენისგან საზოგადოების დაშორება, მოწყვეტა. საერთაშორისო ორგანიზაციებს ყელში აქვთ გაჩხერილი ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის ძალიან მაღალი რეიტინგი და ნდობა. მათ იციან, რომ ეკლესიას აქვს დიდი გავლენა და ამიტომ ეს პროპაგანდა, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, აშკარად მიმდინარეობს ეკლესიის დაკნინებისა და ეროვნული სულისკვეთების გაბითურებისთვის.

თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ბოლშევიკების მმართველობის პერიოდშიც კი უცხო იყო მსგავსი ანტირელიგიური კამპანია. ათეისტებსაც კი გადააჭარბეს დღევანდელმა ტელევიზიებმა და პროპაგანდამ ეკლესიის წინააღმდეგ. მსგავსი რამ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ისტორიას არ ახსოვს.

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ლიბერასტულ პროგრამას, რომელიც მსოფლიოშია გამოცხადებული, ხორცი შეესხას ჩვენს ქვეყანაშიც; ქვეყანაში, სადაც თეთრს თეთრი ჰქვია და შავს შავი, სადაც იციან, რომ ცოდვის შემწყნარებელი მართლმადიდებელი ვერ გახდება.

ერთ-ერთი ტელევიზიის სტუმარს, ანტიგმირს, მოღალატეს _ ივერი მელაშვილს ფეხზე წამოუდგნენ, გმირი უწოდეს და ლამის დაფნის გვირგვინი დაადგეს თავზე; იმავე ტელევიზიაში, ასევე, პატრიარქის მოწინააღმდეგეებიც მიჰყავთ, ზუსტად იციან, რას იტყვინ პატრიარქზე და შემდეგ ვითომ ცდილობენ, გამოასწორონ რესპონდენტის ნათქვამი, მაგრამ მათ არ და ვერ უშველის პილატესავით ხელის დაბანა…

ინგა გრიგოლია და მისი ტელევიზია არ არის ერთი რიგითი ტელევიზია და ჟურნალისტი _ ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა, რომელიც ემსახურება ქართველი საზოგადოების ტვინის გამორეცხვას და ფასეულობების აღრევას. ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჰყავდა მიწვეული მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი), რომელმაც ისაუბრა, რომ არსებობს დამღუპველი ცოდვები, მან ასევე თქვა, რომ ბუნების საწინააღმდეგო ცოდვები განსაკუთრებულად განარისხებს უფალს. მოკლედ, ეპისკოპოსმა ისაუბრა მამათმავლობის ცოდვაზე, რომლის გამოც მიწისაგან პირისგან აღიგავა სოდომი და გომორა და ამ დროს, გრიგოლია აცხადებს, რომ ეს ჰომოფობიური განცხადებაა…

_ სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმ უმსგავსობის აღსაკვეთად, რომელსაც ტელევიზიები სჩადიან, არადა, თითქოს ერთი ხელისმოსმითაა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება

_ ყველა ტელევიზიას სოროსის ფონდი აფინასებს. ხელისუფლების როლი შეზღუდულია. მას არ აქვს უფლება, ჩაერიოს კერძო ტელევიზიების საქმიანობაში. საიდანაც შეძლეს, გაეშვათ ინგა გრიგოლია, გაუშვეს. ვგულისხმობ “იმედს”, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ “იმედი” სულ სხვა ფენომენია, ის, ხელისუფლების რუპორად იქცა და განსხვავებული აზრის მოსმენა შეუძლებელი შეიქნა. ობიექტური ჟურნალისტიკისაგან “იმედიც” ისევე შორსაა, როგორც სხვა დანარჩენი ტელევიზიები.

ხელისუფლება, შესაძლოა, ვერ ჩაერიოს ტელევიზიების საქმიანობაში, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები დადემოკრატიის საფუძვლებიუკრძალავს, მაგრამ მას შეუძლია, თუკი ეროვნული ხედვა აქვს, საზოგადოებაში მაინც შექმნას საღი აზრი, შექმნას ფონდი, ბაზა საიმისოდ, რომ მოხდეს მეორე მიმართულების რეალიზება; მიმართულების, რომელიც მოახდენს იმ წამლეკავი ინფორმაციების იგნორირებას ან დაბალანსებას, რომლებიც ტელევიზიებიდან მოედინება, და წინ წამოწევს პატრიოტული ინფორმაციის მიწოდებას, ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რაც ან გულგრილობაა, ან სულისკვეთება არ ჰყოფნით, ან პროფესიონალიზმი, ან პატრიოტიზმი არ აქვთ ან კიდევ უარესი _ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ისევე არიან ანტიეროვნული ტენდენციების ტყვეობაში, როგორც ჩვენი ტელევიზიები და მათი ჟურნალისტები. ამ მიმართულებით სრული ვაკუუმია. ისინი ვერ ერევიან კერძო მაუწყებლების პოლიტიკაში, ვერც პირდაპირ, ვერც ირიბად, რაც უკვე ნიშნავს, რომ ისინი ინდეფერენტულები არიან ამ პროცესების მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არც პროფესიონალიზმი ჰყოფნით და არც ხედვა…

_ ქვეყანაში არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება

_ კი, არსებობს საზოგადოებრივი არხი, რომელიც ბიუჯეტის ფულით ფინანსდება. 2012 წელს შევეცადე, გავმხდარიყავი საზოგადოებრივი არხის ბორდის წევრი და მათთან მივიტანე არა ამორფული კონცეფცია, არამედ სწორედ ის, რაც სახელმწიფოებრივი ტელევიზიის ნიშა და კონცეფცია იქნებოდა; კონცეფცია, რომელიც აუცილებლად წინ უნდა წამოწეულიყო, რათა ჩვენს საზოგადოებას გამოეღვიძა, პატრიოტიზმი ექადაგა. მოკლედ, სახელმწიფოებრივად მოზროვნე ტელევიზიის კონცეფციის შექმნას ვცდილობდი, ხაზს ვუსვამ, რომ ვცდილობდი, მაგრამ კონკურსში პირველი ეტაპიც არ გადამალახვინეს, რაც უკვე ნიშნავდა იმას და დღეს უკვე ფაქტია, თუ საით მიდიოდა 2012 წელს სახელმწიფო და საით მიდის დღესაც. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ის არხი, რომლის ყურებაც სურს ჩვენს საზოგადოებას. ის გახლავთ უგვანი წარმონაქმნი და აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რასთან გვაქვს საქმე და როგორ მმართველებთან.

არ არსებობს პლატფორმა დღევანდელ ქართულ მედიასივრცეში, რომელიც ქართველ საზოგადოებას გლობალიზაციის ეპოქაში დაეხმარებოდა სწორად ორიენტაციაში და ყავლგაუსვლელ მარადიულ ფასეულობებს შეუნარჩუნებდა.

მომავალ თაობებზე ძნელია ოჯახების გავლენის გატარება, რადგან ტელევიზიებიდან და ყველა სხვა საინფორმაციო საშუალებებიდან ისე ძლიერია პროპაგანდა და ახალგაზრდებიც ისე მიჯაჭვულნი არიან საინფორმაციო ველს, რომ ვერც მოსწყვეტ. ისინი ახლა ცდილობენ, გაერკვნენ ცხოვრების არსში და სწორედ ეს არის იმ ტელევიზიებისა და პროპაგანდის მთავარი სამიზნე, სწორედ ეს აგრესიული პროპაგანდაა ახალგაზრდების ცნობიერების დეგრადაციისკენ მიმართული და მესმის, რაზეც წუხს ეს საზოგადოება და რის გამოც დამიკავშირდით, რის თქმასაც აპირებს “საქართველო და მსოფლიო”. მე ვიზიარებ თქვენს გულისტკივილს.

_ სად არის გამოსავალი და რა ვქნათ?

_ გამოსავალია ის, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს ძალიან მყარი, საღი საზოგადებრივი პოზიცია, რადგან ჩვენი თავისუფალი ნებაა უზენაესი. ვიქნებით ღირსეულნი? აღმოჩნდება ჩვენს საზოგადოებაში თუნდაც ხუთი ღირსეული ადამიანი, რომელიც შეძლებს ერის პრობლების მთელი სიმძიმე იტვირთოს? _ თუ არ იქნება ასეთი ხუთი ადამიანი, თუკი ვერ ვიქნებით ღირსეულნი, ვერ გადავრჩებით. ღმერთი დაუშვებს გარდაუვალ, შეუქცევად პროცესებს, რადგან აპოკალიფსის ეპოქაში ვართჩვენი ქვეყნის გამოსავალი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაშია. ყველამ ჩვენს სარბიელზე უნდა ვიბრძოლოთ, ყველამ ჩვენი დიდგორი უნდა მოვიგოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

ჟურნალისტიკა ჩვენი საზოგადოების პრობლემად იქცა _ აუცილებელია, ჟურნალისტების ლიცენზირების პრაქტიკის შემოღება, თუკი ექიმების ლიცენზირების პრაქტიკა არსებობს, ადამიანების, რომლებიც ზრუნავენ ხორციელ ჯანმრთელობაზე, ასევე, აუცილებელი უნდა იყოს, ჟურნალისტის ლიცენზირების პრაქტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის სულიერ ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, დღეს ჟურნალისტები სულიერი ავადობისკენ არიან მიმართულნი და ამისთვის მათ ფულსაც უხდიან. თუკი სავალდებულო გახდება ჟურნალისტების ლიცენზირება, ეს რესპექტაბელობის გარანტი იქნება და იქნება სტიმულატორი იმისა, რომ როგორმე ეს სფერო გაჯანსაღდეს, სატელევიზიო სივრცე გამოსწორდეს. ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

წლების განმავლობაში ვხედავდით ჟურნალიტებს, რომლებმაც ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრა და საზოგადოების აზრის არასწორი ჩამოყალიბება მოახერხეს, ამიტომ აუცილებელია, ხელისუფლება ჩაერიოს ჟურნალისტების ლიცენზირების საკითხში და ეს პრეროგატივად აქციოს.

სამწუხაროდ, პრაქტიკულად, არ არსებობს თავისუფალი მედია, არის მხოლოდ სინდისისგან თავისუფალი მედია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here