მთავარი პოლიტიკა სიმახინჯის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით საზოგადოებას სხვა, უკიდურესი სიმახინჯე არ უნდა შევთავაზოთ

სიმახინჯის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით საზოგადოებას სხვა, უკიდურესი სიმახინჯე არ უნდა შევთავაზოთ

1447
გააზიარეთ
ინგა გრიგოლია

ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში მთავარი სალაპარაკო თემა ქალთა პირადი ცხოვრება იყო. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები თუ რიგითი მოქალაქეები განიხილავდნენ, როგორც ცნობილი ქალების, ასევე სრულიად ჩვეულებრივი უბედური ქართველი დედის ამბავსაც, რომელსაც შვილები ვინმე ერაყის მოქალაქე მამაკაცმა წაჰგვარა და დედამ ამჟამად ისიც კი არ იცის, მისი შვილები ცოცხლები არიან თუ არა.

თითქოს ამ ორ ფაქტს შორის არავითარი კავშირი არ უნდა იყოს, ანუ სხვაა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი მდედრობითი სქესის პერსონას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უვრცელებენ და სულ სხვა, როდესაც ვინმე “უჩინო” ქალბატონი საკუთარი სისულელის მსხვერპლი ხდება და “წარუმატებელ” მეორედ გათხოვებას შვილების სიცოცხლით რისკავს.

დიახ, შინაარსობრივად ამ ორ ფაქტს შორის საერთო არაფერია, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ერთი მათგანის არასწორმა და, პირდაპირ ვთქვათ, უსირცხვილო ინტერპრეტაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მეორე.

დავაზუსტოთ _ როდესაც რაიმე ამბავს, საქციელს, ფაქტს საჯაროდ უკეთდება არასწორი შეფასება, ამან თავისუფლად შეიძლება გააჩინოს ხალხში, მასაში არასწორი თვალსაზრისი, ჩამოაყალიბოს მახინჯი მსოფლმხედველობა და კონკრეტული ინდივიდებისთვის ეს შეიძლება ტრაგედიამდეც მივიდეს.

აბა, დავფიქრდეთ _ რატომ გადადგა ქართველმა ქალმა ასე იოლად ასეთითამამინაბიჯი და პარტნიორად გაიხადა ვიღაც ერაყელი მამაკაცი, რომელსაც, როგორც ირკვევა, არც კი იცნობდა ნორმალურად? საზოგადოდაც, რატომ დაიწყეს საქართველოში ქალებმა ასე დაუფიქრებლად საბედისწერო და არასწორი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით? რატომ ეიოლებათ მათ ოჯახის დანგრევა და მით უმეტეს, ახალგაცნობილ უცხოელ, გინდაც ევროპელ და გინდაც აზიელ მამაკაცთანთანაცხოვრებისდაწყება?

რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ მიპასუხეთ _ როდესაც ქალს ტელეეთერიდან ასეთი სიხშირით ესმის ფრაზები: “სექსი არ არის სირცხვილი!”, “მოგიწოდებთ, გქონდეთ პერიოდული და ჯანსაღი სექსი!”, “ქალებო! ნუ დაემორჩილებით ასეთ ფსიქოლოგიურ ტერორს, თქვენ გაქვთ უფლება, გქონდეთ სექსი, ვისთანაც გსურთ!” _ განა მოსალოდნელი არ არის, რომ გარკვეულ გარემოებებში, ერთგვარ სტრესსა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომაროებაში მყოფმა ქალმა არასწორი და, შესაძლოა, სარისკო ნაბიჯიც კი გადადგას?

არავის რომ არ ეგონოს, თითქოს პირადი ცხოვრების ამსახველი რაღაც ვიდეოების ან გადაღებას, ან მათ მოპოვებასა და გავრცელებას ვამართლებდე, აქვე ვიტყვი, რომ კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ ასეთ ფაქტს და ვაცხადებ, რომ არავის აქვს უფლება ადამიანების პირად ცხოვრებაში ასეთი მახინჯი ფორმით ჩარევისა და მსგავსი ქმედებების ყველა ჩამდენი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი სიმახინჯის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით საზოგადოებას სხვა, უკიდურესი სიმახინჯე არ უნდა შევთავაზოთ. სწორედ ამას აკეთებს ჟურნალისტი ინგა გრიგიოლია უკვე წლებია, და რამდენჯერაც ამ რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თემა აქტუალური ხდება, ეს ქალბატონი მას ყოველთვის თავისი ტუტუცური მსოფლმხედველობის საზოგადოებისთვის თავს მოსახვევად იყენებს.

ქალბატონებო, სექსი არ არის სირცხვილი!” _ დაჟინებით იმეორებს ქართული ჟურნალისტიკისდედაყოველთვის, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. გამოთქმაშეაყარე კედელს ცერცვიაქ ყველაზე უპრიანია, რადგან ინგას არაერთხელ ვუპასუხე სოციალური ქსელებიდანაც და გაზეთიდანაც, სხვებმაც გასცეს პასუხი ტელევიზიით, რომ სექსი არ არის სირცხვილი, მაგრამ გააჩნია ვისთან, როდის და როგორ.

მასე, პატივცემულო “თავისუფალო მოსექსავევ”, არც ჭამა არ არის სირცხვილი, მაგრამ, თუკი ახვალ ხალხით გადაჭედილ ავტობუსში კეტჩუპითა და მაიონეზით გატენილი ჰამბურგერით, დაიწყებ ღმურძვლას და გარშემომყოფებს შენი ყბებიდან გამოსროლილი კეტჩუპ-მაონეზით “გაწუწავ”, ეს უკვე სირცხვილია. ასე რომ, ჭამა კი არ არის სირცხვილი, ასე ჭამაა სირცხვილი!

არც დეფეკაციაა სირცხვილი, ანუ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაგრამ, თუ ჩვენ ამას ჩავიდენთ არა საპირფარეშოში, არამედ ქუჩაში ან ხალხით სავსე მოედანზე, მაშინ ეს უკვე სირცხვილია.

ასევეა სექსიც. სექსი რომ სირცხვილი იყოს, კაცობრიობა არ გამრავლდებოდა და ღმერთიც ამ გზას არ დააწესებდა ადამიანთა გასამრავლებლად. შესაბამისად, სრული იდიოტობაა, ვინმემ თქვას: სექსი სირცხვილიაო.

უბრალოდ, როგორც ადამიანური ნებისმიერი სხვა საქციელით, სექსითაც თავის ადგილზე, თავის დროსა და შესაბამის სიტუაციაში უნდა დაკავდეს ადამიანი.

უკაცრავად და, მიპასუხეთ ერთი: ამ “ფარული სექსების” გამავრცელებლებმა ქმართან სექსის ამსახველი კადრები რატომ არ გაუვრცელეს ვინმეს? სწორედ იმიტომ, რომ ასეთი სექსი არ არის სირცხვილი და მის გავრცელებას შავბნელი მიზნების მისაღწევად აზრი არ აქვს.

თუ ვინმე რამეს ავრცელებს, ეს სწორედ ისაა, რომ გარკვეულ პერსონებს, მეტწილად კი ქალბატონებს, სექსი აქვთ იქ, იმასთან და ისე, რომ საზოგადოებრივ ზნეობრივ ნორმებსა და მორალს ეწინააღმდეგება!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ასეთი სექსის გადაღება და გავრცელებაც ღორობაა და მკაცრად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ ამით ბოროტად სარგებლობა და ამ სიტუაციის საიმისოდ გამოყენება, რომ ვინმე ტუტუცი გამოვარდეს ტელეეთერში და სრულიად საქალეთს მოუწოდოს _ სექსი სირცხვილი არ არის და, არიქა, ასექსავდით ყველაო, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უარესი ღორობაა!

იმას, რომ ვინმემ ცუდი საქციელი ჩაიდინა და ვიღაცის პირადი, თუნდაც უზნეო ცხოვრების კადრები გაავრცელა, არ შეიძლება ქალთა გარკვეული კატეგორია იყენებდეს თავისი, უკვე სულ სხვა მიზნების განსახორციელებლად და საზოგადოებისთვის თავს მოსახვევად.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

ჩვენ უნდა დავგმოთ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამავრცელებლები, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ, მეორე მხრივ, შევაქოთ და წავაქეზოთ ისინი, ვინც ამ ფარულ ჩანაწერებში არიან ასახულნი.

თორემ კიდევ ვიმეორებ _ აი შედეგიც! “თავისუფალი სექსით” წაქეზებული, ძალადობის მსხვერპლი ქართველი ქალი ერაყში მიგდებულ საკუთარ შვილებს მისტირის და არც კი იცის, როგორ ეპყრობა მათ ერაყელი “მამობილი”. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ტრაგედიები კიდევ ბევრი გვექნება, თუ ასე უსირცხვილოდ და სრულიად არაადეკვატურად ვიძახებთ ტელეეთერში _ სექსი სირცხვილი არ არის და მიდით, ქალებო, ვისთანაც გინდათ, როცა გინდათ, სადაც გინდათ და როგორც გინდათ, ისე ისექსავეთო.

დანაშაულია იმ აზრის გავრცელებაც, რომ თითქოს ქალებიც ამ მიმართულებით ზუსტად იმ დონეზე თავისუფლები უნდა იყვნენ, როგორც მამაკაცები. ფაქტია და ამ ფაქტს ვერავინ ვერასოდეს შეცვლის, რომ დაუფიქრებელი და იდიოტური ნაბიჯები ქალებს გაცილებით მეტ პრობლემებს უქმნის, ვიდრე მამაკაცებს. ხაზს ვუსვამ _ “თავაშვებული სექსაობა” მამაკაცისგან კარგი და მისაღები საქციელიაო, არავინ ამბობს. ასეთი მამაკაციც დასაგმობია, მაგრამ ქალისთვის ეს გაცილებით მეტი და სერიოზული პრობლემების მომტანია, ვიდრე მამაკაცისთვის და ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, ყველაზე განვითარებულ და “თავისუფალ” ევროპაშიც. ფაქტია და ეს ასეც იქნება მუდამ, რომ დედის სტატუსი გაცილებით მეტს ავალდებულებს ამ მხრივ ქალს, ვიდრე თუნდაც მამის სტატუსი მამაკაცს.

მთელი ამ “ფილოსოფიის” გაშლა აქ უაზრობაა და ამას, ერთი კი არა, ცხრა გაზეთი არ ეყოფა მათთვის ასახსნელად, ვისაც არ ესმის. ამიტომ, უბრალოდ, მოკლედ ვიტყვით: პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება დიდი დანაშაულია, მაგრამ არანაკლები დანაშაულია შექმნილი სიტუაციის გამოყენება მახინჯი პროპაგანდისთვის.

ამ მხრივ ინგა გრიგოლიასთან ერთად თინა ხიდაშელმაც გამოიჩინა თავი. “ფარულ ჩანაწერებს ქალებს იმიტომ უვრცელებენ, რომ საქართველოში მამაკაცებს ეშინიათ აქტიური, ძლიერი და წარმატებული ქალების”, _ განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რაზეც თვითკმაყოფილმა “ჟურნალისტიკის დედამ” “წარმატებულად” დაუქნია თავი. აი, კიდევ ერთი მახინჯი პროპაგანდა; თურმე საქართველოში მამაკაცებს ძლიერი, აქტიური და წარმატებული ქალებისა გვეშინია.

აქამდე არ ვიცოდი, რომ უპრაგონო სექსაობა აქტიურ ქალს ნიშნავს, უტვინობა და სიჯიუტე _ ძლიერებას, ხოლო უტიფრობა _ წარმატებულობას. ამ ქვეყნის პრობლემა, აკი, სწორედ ეგაა, რომ ასეთი ქალები მართლაც ყელყელაობენ და საკუთარ თავს აქტიურ, ძლიერ, წარმატებულ ქალებად წარმოაჩენენ. სინამდვილეში კი, თუნდაც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის მშობელ ქვეყანაში რომ მამაკაცებს თურმე ძლიერი და ჭკვიანი ქალებისა გვეშინია, მეტი რომ აღარ ვთქვათ, უბრალოდ, სასაცილოა.

სხვათა შორის, ქალებამდე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები ჰომოსექსუალ მამაკაცს გაუვრცელეს და ნეტავ, რას ფიქრობს ამაზე ქალბატონი ყოფილი მინისტრი? ნუთუ ეს იმიტომ ჩაიდინა მან, ვინც ჩაიდინა, რომ საქართველოში ძლიერი და წარმატებული პედერასტებისაც გვეშინია?

მოკლედ, აღარ დავიწყებ წიაღსვლებს, აღარ გადავხედავ ძველ საუკუნეებს, თამარ მეფის სულსაც აღარ შევაწუხებ და, უბრალოდ, ერთ შეკითხვას დავსვამ: მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკოსობით აღფრთოვანებული არასოდეს ვყოფილვარ, მაინტერესებს, რატომ არასდროს გაუვრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ქალბატონ ნინო ბუჯანაძეს ან თუნდაც ქალბატონ ირმა ინაშვილს?

რა, ისინი ძლიერები არ არიან, აქტიურები არ არიან თუ წარმატებულები?

კითხვა, მგონი, ძალიან რიტორიკულია და კონკრეტულ პასუხს არც საჭიროებს…

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. gaixare bakur! es kidev meore statia cavikitxe zedized, da isev agvprtovandi tkveni mchemetkvelebit da zustad 10-shi “gartkmit”(jargonulad rom vtkvat:-))
    martali xart shepasebebshi. bolos ki daagvirgvinet nonas gaprindashvilis, irma inashvilis da nino burjanadzis magalitebis mokvanit dzlieri kalebis shesaxeb! kargi shedarebebi moikvanet, kochag kidev ertxel, magram shekitxva–rodemde bakur, rodemde unda vimsjelot, davetanxmot ertmanets rom simartles vambobt, da amis iket ar mivdivart, martlacda creze vtrilaebt cikvebivit. rodemde? vidre chaobis pskerze ar agmovchndebit da mere sashvelic ki agar ikneba???

  2. ბ–ნო ბაკურ, გილოცავთ, ნამდვილი სვანური შემართებით, პირდაპირობითა და ვაჟკაცურად დაწერილი, ჭკუის სასწავლებელი სტატია გამოგივიდათ. გახსოვთ? თავის დროზე ოტია იოსელიანმა რომ მოსწრებულად თქვა ეთერში – ამაღამ ინგა გრიგოლიას შოუაო.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here