მთავარი პოლიტიკა სიმართლის თქმა რუსული ნარატივია?

სიმართლის თქმა რუსული ნარატივია?

519
გააზიარეთ
სიმართლის თქმა რუსული ნარატივია?

მკითხველ საზოგადოებას, ალბათ, კარგად მოეხსენება, რომ მწერლობაპუბლიცისტიკაში არსებობს .. სუფთა ფურცლის წინაშე შიშის სინდრომი, განცდა, რომელიც მწერლობაზე ან პუბლიცისტობაზე მეტნაკლები პრეტენზიის მქონეთა ხვედრია. არ ვიცი, მაქვს თუ არა თქვენს მონამორჩილს პუბლიცისტობაზე და მით უმეტეს მწერლობაზე პრეტენზიის უფლება, მაგრამ, რადგან ჩვენში ისეთებიც არსებობენ, რომელთა გამოქვეყნებულ სტატიებსაც, მათი გაზეთის გარდა, ვერსად იპოვით, მაგრამ მაინც პუბლიცისტობენ, გავკადნიერდები და პუბლიცისტობას დავიჩემებ

ნებისმიერ ფაქიზ თემაზე წერისას სუფთა ფურცლის პირველი სიტყვით “დასვრაა” ძნელი, თორემ გაგრძელება უკვე მეტ-ნაკლებად იოლი საქმეა. წინამდებარე წერილზე მუშაობისას (ისე, როგორც არასდროს) სწორედ პირველი ასოების დაწერა გამიჭირდა.

ძნელია საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბოლო პერიოდიდან უფრო ფაქიზი, მტკივნეული თემის გახსენება, ვიდრე დავითგარეჯაა, მაგრამ, სანამ უმთავრესს ვიტყოდე, მცირე ისტორიული ექსკურსს გავაკეთებ.

დავითგარეჯა საჯილდაო ქვად გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს იქცა, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ დავითგარეჯის უდაბნოში საბჭოთა კავშირის წითელი არმიის წვრთნების შეჩერება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საარტილერიო სროლების გრუხუნში ლავრის ფრესკები ზიანდებოდა.

ქართველი საზოგადოების ეს თხოვნა თუ მოთხოვნა დაშლის პირას მდგომმა წითელმა იმპერიამ, ბოლოს და ბოლოს, დააკმაყოფილა. სროლა შეწყდა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ე.წ. ეროვნული მოძრაობა სწორედ დავითგარეჯის გამო აგორებული მიტინგებით დაიწყო; მოძრაობით, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების გამარჯვებით დაგვირგვინდა.

საბოლოოდ რითაც დაგვირგვინდა ეს “დაგვირგვინება”, ყველამ ვიცით და ამიტომ მკითხველს თავს არ შევაწყენ და რეზიუმეს სახით დავძენ _ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების სამხედრო პუტჩით დამხობის შემდეგდემოკრატიულისაქართველო, ლამის 30 წელიწადია, “დამოუკიდებლობანასთამაშით ერთობა და ამ თამაშთამაშში დავკარგეთ ტერიტორიები, ქართველი ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა (თუ უკვე ვართ ამ კატასტოფაში) და, თუ ასე გაგრძელდება, ეროვნულ მენტალობას, დიდი ილიას ენით თუ ვიტყვით, ეროვნულ ვინაობასაც დავკარგავთ.

სიმართლის თქმა რუსული ნარატივია?

თუ აქამდე ეროვნული ვინაობის დაკარგვაში, უწინარესად, საქართველოში ლგბტ-სექტის აღლუმის ჩატარების საფრთხეს ვგულისხმობდი, ახლა ამ თემას დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაკარგვის რეალური საფრთხეც დაემატა. მართლაც, აბა, რაღა ქართველები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ საიქიოს ჩვენს გმირ წინაპრებს, თუ მეორე იერუსალიმად წოდებულ დავითგარეჯის წმინდა ლავრას, სრულიად მართლმადიდებლური და კონკრეტულად ქართული სულიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას, დავკარგავთ 21-ე საუკუნეში?! დავითგარეჯას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ალაჰის სახელით მრავალგზის აგვიოხრეს, მაგრამ წართმევით მაინც ვერ წაგვართვეს.

ქოც-ნაცების ფარჩაკი ხელისუფლების ხელში საფრთხე მართლაც რეალურია, რადგან აზერბაიჯანის არამეგობრული ქმედებების პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი ქვეყნის სტრატეგიულ კავშირზე, ქართველთა და აზერბაიჯანელთა საუკუნოვან ძმობა-მეგობრობაზე საუბრობს და დავითგარეჯის გარშემო დავის საქართველოსთვის სასარგებლოდ მოგვარების პირობას დებს. ასეთივე ტონალობაში საუბრობს ქართული ლიბერასტული მედია და, თუ ვინმე სიმართლის თქმას გაბედავს, კრემლის ნარატივის, საქართველოში პუტინის აგენტისა და, შესაბამისად, რუსეთის ინტერესების გამტარებლის იარლიყი განაღდებული აქვს.

სიმართლე კი მარტივია: მეგობრობა, კეთილმეზობლობა, ძმობა და ა.შ. ორმხრივი პროცესია და არა ის, რომ ამ კეთილშობილური ტერმინების კამუფლაჟით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობდნენ. დიახ, არ შემშლია, ოკუპაციას, რადგან ვერავითარ სხვაობას ვერ ვხედავ ყბადაღებულ რუსულ მავთულხლართებსა და აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბლოკირებას შორის.

“ობოლი ერი” _ სწორედ ეს ტერმინი გამოიყენა დიდმა მწერალმა და მოაზროვნე ჭაბუა ამირეჯიბმა ქართველი ერის მიმართ, როდესაც 9 აპრილს თბილისში საბჭოთა არმიის ტანკები იდგნენ და იქვე დასძინა: ჭკუით, ქართველებო!”

ამქვეყნად მართლაც ყველა ერს ჰყავს მეტ-ნაკლებად მონათესავე ერი. მაგალითად, სლავებს _ რუსები, ამერიკელებს _ ანგლოსაქსები და ა.შ.

მხოლოდ ქართველ ერს არ ჰყავს სისხლისმიერი ნათესავი და, აქედან გამომდინარე, გულშემატკივარი, შემწე და მეტ-ნაკლებად ქომაგი ხალხი ამ ცის ქვეშეთში.

ასეთი უნიკალურობა იქნებ ჯანსაღი სიამაყის საფუძველიც არის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ სუფრაზეა უხიფათო სიმღერა “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”…

გასულ 17 მაისს თქვენი მონა-მორჩილიც მივაბიჯებდი რუსთაველის პროსპექტზე ქართული ოჯახის სიწმინდის დაცვის აღსანიშნავ მსვლელობაში და დიდი ჭაბუას “ობოლი ერი” ამეკვიატა… მავანს შეიძლება, ერთი შეხედვით, არაკორექტულად მოეჩვენოს ბოლო აბზაცი _ სად ჭაბუას ფილოსოფიურ-ამაღლებული ნააზრევი “ობოლი ერი” და სად 17 მაისი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით _ ქართველებს ქომაგი რომ გვყავდეს, მივიდოდით კი იმ აბსურდამდე, ვამტკიცებდეთ, ქალს ქალი უნდა ერქვას და კაცს _ კაცი?

ანალოგიური განცდა დამეუფლა, როდესაც 1 ივნისს დავითგარეჯისკენ მიმავალ მრავალათასიან მსვლელობაში აღმოვჩნდი _ რას ვიცავთ, რას ვამტკიცებთ, დავითგარეჯა რომ საქართველოა, ამას რა რუკები და საზღვრების დემარკაცია უნდა?! შაჰ აბასის ბრძანებით, 400 წლის წინათ დავითგარეჯაში აღდგომის ღამეს 6 ათას ბერ-მონაზონს თავი მოჰკვეთეს, ნაწილ-ნაწილ აკუწეს; იმ ღამეს დაღვრილი წმინდანთა “სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და მიწაზე სამართალს ითხოვს” ჩვენგან და თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტი არ კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ დავითგარეჯა საქართველოა? ჩვენ რომ “ობოლი ერი” არ ვიყოთ, ამ აბსურდის თეატრში აღმოვჩნდებოდით?

აზერბაიჯანელებთან კი არა, საერთოდ, მეგობრობა, კეთილმეზობლობა არავისგან გვესწავლება, მაგრამ რატომ არის ეს ყველაფერი, რომ იტყვიან, ცალ კარში თამაში? რატომ არის ფაქიზი თემა მხოლოდ ჩვენთვის, როდესაც ჩვენი სიფაქიზე სხვას ყველას, უკაცრაცად და, ფეხებზე ჰკიდია? მხოლოდ დღეს ხდება ეს? დიდი ილიას “ქვათა ღაღადი” 100 წლის წინათ იმავეს არ ქადაგებდა?

და რა, ხვალ იგივე არ გველის? ჩვენს “კეთილ მეზობლებს” რომ დავუჯეროთ, ყველას ვალი ჩვენ გვაქვს და ხომ არ შევახსენოთ მათაც და ჩვენს დასავლელ “მეგობრებსაც”, რომ დავითგარეჯა კი არა, საინგილო, იგივე ჰერეთი, გნებავთ ლორე და ტაშირი საქართველოს ძირძველი ტერიტორიებია?

მაგრამ რა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიმართლის თქმა რუსული ნარატივია და არა მხოლოდ ამ მიმართულებით…

ამას წინათ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ლგბტ სექტის წარმომადგენლები გააფრთხილა: გეიაღლუმის ჩატარების შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მოგცემთო და ატყდა, მაგრამ რა ატყდა. სრულიად არასამთავრობო სექტორი ერთხმად აღნავლდა: გიორგი გახარიას ნათქვამიც რუსული ნარატივიაო. მისი არ მჯერა, მაგრამ, თუ ასეა, გაუმარჯოს გიორგი გახარიასა და რუსულ ნარატივს!

დასასრულ, ისევ “ობოლი ერი” _ რაც დიდმა ჭაბუამ ახლახან თქვა, ის 200 წლის წინათ იცოდა მეფე ერეკლემ და, რადგან ქართველი ერის სისხლისმიერი ნათესავი ვერსად იპოვა, სულიერ ნათესავს დაუწყო ძებნა და ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთის სახით იპოვა კიდეც.

არაერთხელ გვისაუბრია ერეკლეს შემდეგ რუს-ქართველთა ორსაუკუნოვანი ტკბილ-მწარე თანაცხოვრების შესახებ დიდი ილიას, აკაკისა და სხვა ქართველ მამულიშვილთა ციტატების თანხლებით და ამიტომ მათ სიტყვებს აღარ გავიმეორებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რუსეთთან არათუ სტრატეგიული მოკავშირეობა, არამედ თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობა მაინც რომ გვქონოდა, დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანი დავითგარეჯაში ვერაფერს გაგვიბედავდა და, თუ გაბედავდა, მაშინ ერთმორწმუნე რუსეთი დაგვეხმარებოდა ქრისტიანული სიწმინდის გამოხსნის საქმეში.

ნათქვამია, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, მაგრამ ამ საქმეში “ქართული ოცნების” იმედად ჩვენი მტერი იყოს, რადგან მათთვის, ქართველი საზოგადოებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, წითელი ხაზები არ არსებობს. დიახ, ქართველი საზოგადოებისგან განსხვავებით, რომელიც 1 ივნისს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თაოსნობით დავითგარეჯისკენ დაიძრა მრავალათასიანი მსვლელობითა და დევიზით “აზერბაიჯანი ჩემი მეზობელია, მაგრამ დავითგარეჯა საქართველოა!”.

დავით მხეიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here