მთავარი პოლიტიკა სიმართლე Intergrity Initiative-ის შესახებ

სიმართლე Intergrity Initiative-ის შესახებ

555
გააზიარეთ
ჯერემი კორბინი

ჰაკერებმა შეაღწიეს ბრიტანული ორგანიზაცია The Intergrity Initiativeის ფაილების ქსელში და გამოამზეურეს უაღრესად საინტერესო დეტალები. ეს ორგანიზაცია გამოირჩეოდა ევროპაში ანტირუსული პროპაგანდის გავრცელებით. ამ ფაილების ნამდვილობა ორგანიზაციამ აღიარა.

რაც პირადად მე შემეხება, გახსნილი ფაილების ესპანურ ნაწილში აღმოვაჩინე ამ ქვეყანაში ჩემი მოგზაურობისა და გამოსვლების დაწვრილებითი მონიტორინგი, ცნობები ესპანურად თარგმნილი ჩემი წიგნების (რაც ცოტა არ არის) პრეზენტაციების შესახებ, ესპანეთის პრესაში და ტელევიზიით ჩემი იდეებისა და ჩემზე გამოთქმული დადებითი შეფასებების შესახებაც კი. ეს ყველაფერი ილუსტრირებული იყო ფოტოსურათებით და საქმის არსის საკმაოდ დაწვრილებითი ანალიზით.

ყურადღებით შევისწავლე გამოქვეყნებული მასალების მასივი, შევუფარდე ჩემ შესახებ გამოთქმულ პუბლიკაციებს და არაერთი დასკვნა გავაკეთე, რომელთა შესახებ ჩემს აზრს მკითხველებს გავუზიარებ.

The Intergrity Initiative -ის (იი) არის ორგანიზაცია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ ფინანსდება, მაგრამ ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებს სრულად ვერ გამოხატავს. ამას ადასტურებს კარგად ორგანიზებული კამპანია, რომელიც ბრიტანეთის ლეიბორისტების ლიდერის ჯერემი კორბინის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ მოღვაწის დისკრედიტაციის მეთოდებსა და ალგორითმებს იი ღიად განიხილავს. პოპულარული პოლიტიკოსის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება აბსოლუტურად არ ეფარდება ბრიტანული დემოკრატიის ნორმებს.

ამასთანავე, იი-ს დაქირავება შეუძლია ნებისმიერს, მაგალითად, კონკურენტის დისკრედიტაციისთვის. ეს სტრუქტურა სულ სხვა დონისაა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ევროპის პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან ნაწილზე და, შესაძლოა, მის მიღმაც. კორბინთან დაკავშირებული ეპიზოდი მიგვითითებს, რომ იი-ის ზურგს უკან თუკი MI-6 დგას, არა როგორც მთავარი დამკვეთი, არამედ, როგორც მხოლოდ იარაღი, რომელიც უფრო ზემდგომი დონის ინსტანციას ემორჩილება. თუ რომელს, ამის გარკვევაში დაგვეხმარება მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება.

იი აღიარებს, რომ მისი მიზანია რუსეთთან იდეოლოგიური ომის წარმოება და, განსაკუთრებით, ევროპის მიმართ რუსეთის პოლიტიკისთვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევა. ამ მიმართულების მთავარი “აქსიომა” ასეთია: პუტინის რუსეთი არის აბსოლუტური და უეჭველი მტერი, რომელიც მსოფლიო ბოროტების განსახიერებაა. “ბოროტი რუსების” ყველგან არსებობასა და რუსეთის უძლეველობის მითში ყველას დარწმუნება ამ ქსელის ერთ-ერთი მიზანია. საამისოდ გამოიყენებს მის კონტროლს დამორჩილებულ ყველა საშუალებას _ მართულ პოლიტიკოსებს, სპეცსამსახურების თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ მოღვაწეებს, ბლოგერებს, ასევე შოუბიზნესის მოდურ ფიგურებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს.

შესაძლებლობებიდან გამომდინარე, The Intergrity Initiative -ს შეუძლია ანტირუსული კამპანიების მოწყობა ეროვნული მასშტაბით მრავალ ევროპულ ქვეყანაში, ამ ღონისძიებაში საკუთარი მიზნის მისაღწევად მასმედიის მთავარი ორგანოების, მთავრობების წევრებისა და მეთაურებისაც კი, დეპუტატების, საზოგადოებრივი აზრის ლიდერების, ექსპერტებისა და ა.შ. ჩართვის გზით.

ჩვენ წინაშეა ქსელური ომის უმძლავრესი, გეოპოლიტიკური მასშტაბის აპარატი. ეს მასშტაბი მრავალჯერ აჭარბებს თანამედროვე ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების დონეს, ამ ქვეყნისთვის რუსეთის ფედერაცია არც სერიოზული საფრთხეა, არც კონკურენტი. მეორე, რაც მთავარია, არც ერთ სახელმწიფოს არ შეიძლება გააჩნდეს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ლეგიტიმური უფლებამოსილება მთავრობის წევრების დანიშვნისა და საგარეო-პოლიტიკურ კურსზე გავლენის მოხდენის ჩათვლით.

აქედან გამომდინარეობს უმნიშვნელოვანესი დასკვნა: ის, ვინც ისეთ ორგანიზაციებს მართავს, როგორიცაა The Intergrity Initiative, უნდა იდგეს დასავლეთის სახელმწიფოებზე უფრო მაღლა, მათ შორის იმათზე უფრო მაღლა, ვისი ხელქვეითიც არის ბრიტანეთის სპეცსამსახურები. მაშასადამე, ჰაკერებმა შეძლეს, განეხორციელებინათ თავდასხმა მსოფლიო მთავრობის მოქმედი ქსელის სეგმენტზე, ანუ ინსტანციაზე, რომელიც სრულიად განსაზღვრავს დასავლეთის ქვეყნების სტრატეგიასა და პოლიტიკას, და ამის საშუალებით დედამიწაზე მცხოვრები ხალხების ცხოვრების მიმართულებას.

მხოლოდ ამით შეიძლება ლოგიკურად ავხსნათ რუსეთის დისკრედიტაციის სისტემურობის ახსნა ყველა დონეზე _ საზოგადოებრივი დიპლომატიიდან ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ინიციატივეებამდე, სახელმწიფოს მეთაურის პიროვნებიდან “კატალონური სეპარატიზმის” მხარდაჭერის ცილისმწამებლურ მხარდაჭერამდე. იი თავის აგენტურას მიუთითებდა ჩემს ვიზიტებსა და კონტაქტებში ჩაერთოთ კატალონიური სეპარატიზმის თემა. ამის საფუძველს ეძებდნენ ზოგიერთი იმ მემარჯვენე და მემარცხენე ესპანური ძალების რუსეთისადმი სიმპათიურ დამოკიდებულებაში, რომლებთანაც კონსტრუქციულ დიალოგს ვაწარმოებდი.

მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესოა, რომ საქმე მხოლოდ ფაქტების აშკარა დამახინჯებითა და მათი სრული ფალსიფიკაციით არ შემოიფარგლება. საქმე ის არის, რომ აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას განიხილავს არა მხოლოდ რუსეთის ინტერესების ევროპაში მოგონილი ექსპანსიის კუთხით, რაც არაფერ კრიმინალურს არ შეიცავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ფესვგადგმულია The Intergrity Initiative -სა და ანალოგიური სტრუქტურების ცნობიერებაში. ეს სტრუქტურები ებრძვიან იდეებსა და ფილოსოფიას, რომელთაც ხელოვნურად რუსეთს უკავშირებენ.

ისინი რუსეთს ებრძვიან, როგორც იდეას, როგორც მსოფლაღქმის პლატფორმას, როგორც ფილოსოფიურ პროგრამას. ისინი რუსეთში ხედავენ იმას, რასაც რუსეთის ხელისუფლება ვერ ამჩნევს, და უკვირს, როცა თავზე აყრიან ცრუ ბრალდებებს და როცა სრულფასოვანი ქსელური ომის მიზნად აქცევენ, იმ ომისა, რომელშიც ყველა საშუალება კარგია.

ეს უკვე აღარ არის სახელმწიფოთა ის კონკურენცია, რომელიც იყო რუსეთისა და ბრიტანეთის იმპერიების “დიდი თამაშის” დროს, ეს უკვე მეტია. მსოფლიო მთავრობა ნათლად აცნობიერებს, რომ, მისი მძლეთამძლეობის მიუხედავად, სადაცაა, სერიოზული ოპონენტი გამოუჩნდება _ არა იმდენად გარედან (რუსეთიდან ან ჩინეთიდან), რამდენადაც მისივე წიაღიდან. მის წინააღმდეგაა მიმართული ისეთი მძლავრი სტრუქტურების საქმიანობა, როგორიც იი-ია. რუსეთს კი ამ შემთხვევაში მხოლოდ მარკერად, დისკრედიტაციისა და დემონიზაციის ალტერნატიული ტენდენციების ყველაზე მარტივ საშუალებად გამოიყენებენ. დემონიზაცია ხდება რუსეთისა და მისი მეთაურის _ “რკინის პუტინის” და მასთან ერთად “რუსეთის ფილოსოფოსების” (როგორიც თქვენი მონა-მორჩილია). ამას მოაყოლებენ “რუსეთის კვალს” და “რუსეთის მხარდაჭერის” კანონგარეშედ გამოცხადება, როცა ეს პოტენციურად საშიშ ძალებს ეხება.

ვისთვისაა საშიში? _ არც ინგლისისთვის, არც ესპანეთისთვის, არც საბერძნეთისთვის, არც ევროკავშირისთვის, არც მთლიანად ევროკავშირისთვის, მით უფრო, არც დემოკრატიისთვის. რადგან სწორედ დემოკრატიაა მოწოდებული, მისდიოს იმათ ნებას, ვინც დადებს “საზოგადოებრივ ხელშეკრულებას” თავისი შეხედულების თანახმად, და არა იმისთვის, რომ მიუთითოს თავის მოქალაქეებს, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამას სხვა რამ ჰქვია _ ტოტალიტარიზმი და დიქტატურა. საშიშროებას წარმოადგენს გლობალური იდეოლოგიის ჰეგემონია, რომელიც მატერიალიზებულია მსოფლიო ელიტების შეთქმულებაში, რომლებმაც გადაწყვიტეს, აქციონ ლიბერალიზმი საყოველთაოდ აუცილებელი უნივერსალური მსოფლმხედველობის კრიტერიუმად და დანერგონ თავიანთი ინტერესების შესაბამისი მსოფლიო ლიბერალური წესრიგი.

ყველა, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, უნდა იქნეს დისკრედიტებული და მარგინალიზებული, ყველა უნდა განადგურდეს. ეს ეხება ევროპულ პოპულიზმს (როგორც მემარცხენეს, ისე მემარჯვენე პოპულიზმს), იტალიის ანტიგლობალისტურ მთავრობას, “ყვითელ ჟილეტებს”, კაპიტალიზმისა და ემიგრაციის წინააღმდეგ მებრძოლებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ ლიბერალურ საკონცენტრაციო ბანაკში! ორუელი გვიბრუნდება არა იმ მხრიდან, საიდანაც ველოდით. საინტერესოა, რომ თვით სიტყვა Intergrity შეიძლება ითარგმნოს, როგორც “პატიოსნება”. მაგრამ ასეთი “პატიოსანი” სახელწოდების მქონე ორგანიზაციის მასალები, რომლებიც ჰაკერებმა გამოაქვეყნეს, მიგითითებს, თუ როგორ შეიძლება უკეთ და ეფექტიანად სიცრუის გავრცელება. მაგალითად: ომი მშვიდობაა, შეძულება _ სიყვარულს ნიშნავს, მონობა კი _ თავისუფლებას. ფაქტების გაყალბება ბინძური სიცრუე კი არ არის, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, “პატიოსნებაა”…

დაბოლოს, The Intergrity Initiative -ს მასალების წაკითხვის დროს DEJA VU-ს შეგრძნება გიჩნდება: ხომ არ მოქმედებს ჩვენს საზოგადოებაში იგივე ან ანალოგიური სტრუქტურის სეგმენტი? ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურის, ცალკეული პიროვნებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების საქმიანობა ძალიან ხომ არ ჰგავს ნაცნობ “ალგორითმს”?

ალექსანდრე დუგინი,

ფილოსოფოსი, მწერალი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here