მთავარი მსოფლიო სილვიო ბერლუსკონის ზემოდან მითითებით გაუსწორდნენ

სილვიო ბერლუსკონის ზემოდან მითითებით გაუსწორდნენ

1279
გააზიარეთ
სილვიო ბერლუსკონის ზემოდან მითითებით გაუსწორდნენ

იტალიაში გრანდიოზული სკანდალია. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ყოფილი პრემიერმინისტრი, 83 წლის სილვიო ბერლუსკონი, აგრეთვე, იტალიის რესპუბლიკის სასამართლო სისტემა. 2013 წელს ბერლუსკონის მისი კუთვნილი კომპანია Mediasetის საგადასახადო მაქინაციების გამო 4 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, მაგრამ, რადგან 70-ზე მეტი წლის იყო, პატიმრობა საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებით შეუცვალეს (1 წლით). ამას გარდა, 7 წლით აუკრძალეს სახელმწიფო პოსტის დაკავება და საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობა.

5 წლის შემდეგ მილანის საზედამხედველო სასამართლომ Mediaset-ის საქმეში სრულიად გაამართლა ყოფილი პრემიერმინისტრი და ის იტალიელებმა ევროპარლამენტარად აირჩიეს. ახლა კი ახალი სკანდალური დეტალები გამომზეურდა. როგორც გაირკვა, 2013 წელს ბერლუსკონის ბედი კანონის მიხედვით კი არ გადაწყვიტეს, არამედ ზემოდან მითითებით. არსებობს მტკიცებულებები აუდიოჩანაწერის სახით, რომელზეც ახლახან გარდაცვლილი მოსამართლის აღიარებაა.

ხელმოწერების შეგროვება 4 ივლისს დაიწყო. იტალიელები მოითხოვენ, ბერლუსკონის დაუბრუნონ ყველაფერი, რაც მას უკანონოდ ჩამოართვეს _ სენატორის წოდება, ოღონდ კომპენსაციით _ ტიტულისთვის სიტყვა “სამუდამოს” დამატებით. Mediaset-ში, განაჩენის მიხედვით, ბევრი რამ რიგზე არ იყო, მაგრამ მოსამართლის სიტყვები: “შეკვეთა”, “სირცხვილი”, “მომიტევეთ” ბევრ რამეს ხსნის. აუდიოჩანაწერი 7 წლისწინანდელია, ბერლუსკონიმ ყველაფრის გამო ზღო, მაგრამ სამართალმა მაინც იპოვა გზა _ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

აუდიოჩანაწერი, რომელიც განაჩენის გადახედვის პროცედურის დაწყების საფუძვლად იქცა, 2013 წელს არის გაკეთებული. ეს არის ჩანაწერი Palazzo Grazioliში გამართული შეხვედრისა, რომელიც თვით მოსამართლე ფრანკომ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ. სილვიო ბერლუსკონისთვის ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი ცხოვრებაში; უნდოდა, ყველაფერი მიეტოვებინა _ ბიზნესი, პოლიტიკა და ჰუმანიტარული მისიით წასულიყო აფრიკაში. გადაარწმუნეს ახლობლებმა. მათვე ჩართეს დიქტოფონი, იმიტომ, რომ ყველა დაუმთავრებელ საქმეში უნდა დაისვას წერტილი.

ჩანაწერის სრული ვერსია უკვე სტრასბურგშია _ ადამიანის უფლებების სასამართლოში. იქ ყველაფერია: სახელები, გვარები. მათგან ერთერთია სასამართლოს ხელმძღვანელი ანტონიო ესპოზიტო, რომელიც არწმუნებდა კოლეგა ფრანკოს, დაევიწყებინა სინდისი. ესპოზიტოს პრობლემები ჰქონდა შვილთან, შვილს _ ნარკოტიკებთან. ოჯახური პრობლემები კი სუსტი ადგილია, ყველაზე სუსტი, რომელზე დარტყმითაც ყველაფერს გააკეთებინებ მას, ვინც მართლმსაჯულებას ქმნის.

სილვიო ბერლუსკონი კომპენსაციას არ მოითხოვს _ ამ საკითხზე მან ჟურნალ Riformista-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში დაწერა, მაგრამ ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, როგორ ჩამოაშორეს პოლიტიკას ბოლო არჩეული პრემიერი.

vesti.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here