მთავარი დაიჯესტი სიკვდილმა აშშ-ში გზა გახსნა ტრამპის გამარჯვებისკენ ან სამოქალაქო ომისკენ

სიკვდილმა აშშ-ში გზა გახსნა ტრამპის გამარჯვებისკენ ან სამოქალაქო ომისკენ

367
გააზიარეთ
დონალდ ტრამპი

აშშის უზენაესი სასამართლოს ერთერთი მოსამართლის გარდაცვალების გამო მნიშვნელოვნად მოიმატა დონალდ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შანსმა. ეს, კონსპიროლოგიური თეორია კი არა, პოლიტიკური ფაქტია. ეს ფაქტი ხაზს უსვამს აშშის მმართველობის სისტემის დემონტაჟს, რომელმაც ხელი შეუწყო აშშის გადაქცევას მსოფლიო ჰეგემონად.

საქმე ის არის, რომ ამერიკული სისტემა მუშაობდა შეზღუდვების ორი კონტურით, რომლებიც საშუალებას არ აძლევდა ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სხვადასხვაგვარ ჯგუფებს, ყელში სცემოდნენ ერთმანეთს და მოეწყოთ ისეთივე სამოქალაქო ომი, როგორიც იყო XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მაგრამ ახლა ეს კონტურები _ კონსტიტუციური და არაფორმალური _ ჩვენ თვალწინ ნადგურდება.

ამ დასკვნამდე რომ მივიდეთ, საკმარისია, დავსვათ კითხვა _ ნორმალურია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დიდწილად დამოკიდებულია არა საერთოსახალხო ნების გამოვლენაზე, არამედ კონკრეტული მოსამართლის ცხოვრებაზე ან პოლიტიკურ პოზიციაზე? პასუხი ნათელია _ არა, მაგრამ ზუსტად ეს ხდება ახლა აშშში, თანაც კონფლიქტში ჩართული არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი არ არის მზად, აღიაროს ვითარების არანორმალურობა და მისი მძიმე შედეგები.

“ბი-ბი-სი” იუწყება: “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში დანიშნავს ახალ მოსამართლეს. 87 წლის რუთ გინზბურგი საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 კვირით ადრე გარდაიცვალა. ტრამპის მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენი მოითხოვს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ უნდა მიიღონ”.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

კონფლიქტის მიზეზი არის ის, რომ ორივე პარტია საარჩევნო ვითარებას რამდენიმე სვლით წინ თვლის და ელოდება, რომ მოვლენები ასე განვითარდება: არჩევნების ღამეს ხმების დათვლის შემდეგ დონალდ ტრამპს ექნება, უბრალოდ, ასტრონომიული შედეგი და კოლოსალური უპირატესობა ჯო ბაიდენზე, მაგრამ იმის გამო, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ეპიდემიის მომიზეზებით კონგრესში გაიტანა ფოსტის მეშვეობით მასობრივი კენჭისყრის გამოყენებაც, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ტრამპის ამომრჩევლები შიშით (ბაიდენის ამომრჩევლები კი იმედით) დააკვირდებიან, როგორ დნება ტრამპის ლიდერობა მათ თვალწინ და ბოლოს გამარჯვებული აღმოჩნდება ბაიდენი.

დემოკრატები ამ “სასწაულებრივ” ფენომენს მიაწერენ იმას (და ეს იქნება ტყუილი), რომ დემოკრატების მომხრე ამომრჩევლებმა კორონავირუსის საფრთხისგან თავის დაცვის მიზნით, ძირითადად, ხმა მისცეს ფოსტით. რესპუბლიკელები კი იტყვიან, რომ (და ეს იქნება სიმართლესთან ახლოს) შტატებში, რომლებსაც აკონტროლებენ დემოკრატები და დემოკრატიული პარტიისოპერატიული მუშაკები”, ადგილობრივი ხელისუფლებები, უბრალოდ, დაბეჭდავენსაფოსტო ბიულეტენებისსაჭირო რაოდენობას და აშშის ფოსტის სამსახურის მხარდაჭერით ჩაყრიან ბაიდენის სასარგებლოდ, და ეს ვერსია სარწმუნო იქნება იმ ფონზე, რომ აშშის ფოსტის თანამშრომლების პროფკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ბაიდენს.

სწორედ ამ სცენარს გულისხმობენ ტრამპი და გენერალური პროკურორი უილიამ ბარი, როცა ლაპარაკობენ პოტენციურ დარღვევებზე, რომლებიც მოხდება ფოსტით ხმის მიცემისას. შექმნილი ვითარების განსაკუთრებული თავისებურება არის ის, რომ ორივე პარტიის მომხრეებს ოდნავადაც არ აღელვებთ არჩევნების პატიოსნად ჩატარება: ეპოქა, როცა იდეა, რომ პატიოსანი არჩევნები კონკრეტული პარტიის გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია, 2016 წელს დასრულდა. იმ პირობებში, როდესაც არც ტრამპი და არც ბაიდენი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, თუ ეს შედეგები გამარჯვებას არ მოუტანთ, პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა გადაინაცვლებს სასამართლოს სიბრტყეში: თითოეულ კონკრეტულ შტატში გაიმართება რამდენიმე (შეიძლება რამდენიმე ათეულიც) სასამართლო პროცესი, რომლებზეც რესპუბლიკელები დემოკრატებს დაადანაშაულებენ ყალბი ბიულეტენების ჩაყრაში, ტრამპის მომხრეების ხმების იგნორირების სურვილში და ..

თითოეული შტატის სასამართლოები, რომლებიც სავსეა პოლიტიკური აქტივისტებით, გადაწყვეტილებებს “პარტიული დისციპლინიდან” გამომდინარე მიიღებენ, დამარცხებული მხარე კი ამ გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებს. ყველა სარჩელს განიხილავს აშშ-ის უზენაესი სასამართლო.

უზენაესი სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ბედის გადაწყვეტის პრეცედენტი უკვე არსებობს. 2000 წელს, როცა არჩევნების შედეგები დამოკიდებული იყო ფლორიდის შტატში ხმების გადათვლის შედეგებზე, უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელმაც ჯორჯ ბუში აშშ-ის პრეზიდენტად აქცია.

ამჟამად საზოგადოების რადიკალიზაციის დონე გაცილებით მაღალია, ურთიერთსიძულვილიც დიდია, უკე აღრიცხულია პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობებიც. 2000 წელს არც ძლიერი შხამით (რიცინით) მოწამლული კონვერტები გაუგზავნიათ თეთრ სახლში პრეზიდენტის სახელზე. მოსამართლე გინზბურგის (დემოკრატიული ისტებლიშმენტის ყველაზე მემარცხენე ფრთის თავგამოდებული წარმომადგენელი) გარდაცვალებამდე უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, ბაიდენის სასარგებლო იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 9 მოსამართლიდან ფორმალურად 4 დემოკრატიული პარტიის მომხრე იყო, 5 _ რესპუბლიკელების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ფორმალურად “კონსერვატორი” ჯონ გლოვერ რობერტსი ბოლო ხანს მხარს უჭერდა ტრამპის საწინააღმდეგო ნებისმიერ გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკული სასამართლო ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი ორგანოს მოსამართლეები, კარგა ხანია, გადაწყვეტილებებსპოლიტიკური მიზანშეწონილობის შესაბამისადიღებენ და არაკანონის მიხედვით”, ბაიდენს თითქმის გარანტირებული უპირატესობა ჰქონდა ანგარიშით 5:4. მოსამართლე გინზბურგის სიკვდილის შემდეგ კი ტრამპს მიეცა შესაძლებლობა, სენატში წარადგინოს (კონგრესის თანხმობა საჭირო არ არის) და დაამტკიცოს მის მიმართ მაქსიმალურად ლოიალურად განწყობილი მოსამართლე და უზრუნველყოს მომხრე უმრავლესობის შექმნა.

ამერიკულ პოლიტიკაში მოქმედებდა დაუწერელი ჯენტლმენური შეთანხმებები, რომელთა მიხედვითაც აკრძალული იყო ასეთი მანიპულაციების ჩატარება და “მართებულად” ითვლებოდა, ახალი პრეზიდენტისთვის მიეცათ შესაძლებლობა, არჩევნების შემდეგ დაენიშნა მოსამართლე, მაგრამ ამჟამად არანაირი ჯენტლმენური შეთანხმება არ მოქმედებს. და აქ საქმე არ არის ტრამპის ცინიზმში: აშშში, უბრალოდ, მიმდინარეობს შიდაელიტური სრულფასოვანი სამოქალაქო ომი წესების გარეშე. 2016 წელს ტრამპის შტაბს უთვალთვალებდნენ სპეცსამსახურები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებდნენ, სურდათ, აშშის მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ მოეწყოთ პუტჩი, აშკარად ყალბ ბრალდებებზე აგებული იმპიჩმენტის საფარქვეშ. და ეს არ არის სრული სიაწესების დარღვევისა”, რომლებიც მოხდა ბოლო წლებში.

თუ ტრამპი შეძლებს “თავისი” მოსამართლის დამტკიცებას სენატში (რომელშიც “სიღრმისეული სახელმწიფოს” ზოგიერთმა მომხრემ უკვე განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატებს), მაშინ მისი გამარჯვების შანსები მკვეთრად მოიმატებს. ამ სცენარში “სიღრმისეულ სახელმწიფოს” მხოლოდ სამი მეთოდით შეუძლია თეთრი სახლის დაბრუნება: მასირებული ღალატის ორგანიზებით ტრამპის გუნდში (მაგალითად, მოსამართლეების, საარჩევნო შტაბის თანამშრომლების და ა.შ. შანტაჟით), რათა არჩევნების საქმე საერთოდ არ მივიდეს უზენაეს სასამართლომდე; ახალი მოღალატეების მოძებნით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შორის; ბოლოს, უბრალოდ, სასამართლოს გამოცხადებით არალეგიტიმურად და შეიარაღებული პუტჩით _ სამოქალაქო ომის პერსპექტივით. პირველ ორ ვარიანტში პოლიტიკური სისტემის რაღაც მოჩვენებითი ლეგიტიმურობა საკუთარი მოსახლეობისა და გარე სამყაროს თვალში კიდევ შეიძლება იყოს, სამოქალაქო ომის შემთხვევაში კი _ ნამდვილად არა.

მიუხედავად სცენარისა, რომელიც განხორციელდება, არანაირი ცივილიზებული პოლიტიკური და კონსტრუქციული ურთიერთმოქმედება ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში აღარ იქნება.

მსოფლიოსთვის ეს კარგი ამბავია. უძველეს წიგნში, რომელზე ხელის დადებითაც ფიცს დებენ ამერიკის პრეზიდენტები, ტყუილად ხომ არ წერია: “ყოველი სამეფო, თავისი თავის საწინააღმდეგოდ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს”.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S . 26 სექტემბერს დონალდ ტრამპმა აშშის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 7 შვილის დედა, ღვთისმოშიში კათოლიკე, აბორტების მოწინააღმდეგე ემი კონი ბარეტი წარადგინა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here