Home ახალი ამბები საქართველო სერ, იქნებ ისიც გვითხრათ, ვინ უშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში

სერ, იქნებ ისიც გვითხრათ, ვინ უშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში

735
იან კელი

საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, რა ურთიერთობა ექნება სხვა ქვეყნებთან, როგორ სტრუქტურებში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება და შემდეგ სხვა დონეზე გადასვლა”, _ განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის _ “საქართველოს ევროპული გზა _ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” _ გახსნაზე.

რუსეთთან დიალოგის გამართვა და ურთიერთობის ნორმალიზება რომ აუცილებელია, ამაზე, დიდი ხანია, ლაპარაკობს ბევრი ექსპერტი, ანალიტიკოსი თუ პოლიტიკოსი და ეს, მით უმეტეს დღეს, აშკარაა. მაგრამ, სერ კელი, რადგან ყველაფერი იცით, იქნებ ისიც გვითხრათ, რატომ ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომ რუსეთთან დიალოგი გამორიცხულია, ვინ არ აძლევს უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, ოდნავ მაინც გააუმჯობესოს აგრერიგად დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან? “სტრატეგიული პარტნიორები” ხომ არა, რომელთა რჩევის გარეშეც ნაბიჯს ვერ დგამს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here