მთავარი დაიჯესტი სერიული მანიაკი 14 წელიწადს მოგზაურობდა ერთადერთი მიზნით _ ვინმე მოეკლა

სერიული მანიაკი 14 წელიწადს მოგზაურობდა ერთადერთი მიზნით _ ვინმე მოეკლა

79
გააზიარეთ
სერიული მანიაკი 14 წელიწადს მოგზაურობდა ერთადერთი მიზნით _ ვინმე მოეკლა

იმთავითვე ეჭვობდნენ, რომ ალიასკელმა იზრაილ კიზიმ ბარმენი მოკლა, მაგრამ, როცა გამოძიების ფედერალურ ბიუროში დაჰკითხეს, გაირკვა, რომ იგი ის არ არის, ვის ნაცვლადაც თავს ასაღებს. იზრაილი მსხვერპლს თავისი სახლიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით პოულობდა და დაუნდობლად უსწორდებოდა. მის მიერ ჩადენილი მკვლელობების ისტორიამ შეძრა ამერიკის შეერთებული შტატები.

ამერიკულ დოკუმენტურ ფილმში “ამერიკელი მხეცი” სერიული მანიაკის დაკითხვის ექსკლუზიური კადრები აჩვენეს. მას შემდეგ, რაც კიზიმ 18 წლის ქალიშვილის მკვლელობა აღიარა, იგი შეუთანხმდა გამოძიებას, რომ მოუთხრობდა კიდევ ერთი არაადამიანური მკვლელობის შესახებ, რომელიც მის დაუხმარებლად ვერასოდეს გაიხსნებოდა. სწორედ მაშინ თქვა, რომ ქვეყანაში 14 წლის განმავლობაში ერთადერთი მიზნით მოგზაურობდა _ მოეკლა ვინმე.

სანამ ბრალდებული ყვებოდა ამბავს, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები და ანალიტიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე,, რომ აქამდე მსგავსი არაფერი სმენიათ.

იზრაილ კიზი
იზრაილ კიზი

თავისი ისტორია იზრაილმა ბოლოდან დაიწყო _ მსხვერპლი ვერმონტელი ცოლ-ქმარი იყო.

2011 წლის ივნისში კიზი ჩიკაგოში გაფრინდა, იქ დაიქირავა მანქანა და აღმოსავლეთისკენ გაემართა თავისი ძმების სანახავად. გზად რამდენჯერმე გაჩერდა, უკანასკნელად _ ბერლინგტონში.

ღამის განმავლობაში ქალაქში დაბორიალობდა, მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მიადგა ერთ-ერთ სახლს. შემოუარა და გადაჭრა სატელეფონო ხაზი. აქ ცხოვრობდა ხანდაზმული ცოლ-ქმარი: უკანა ეზოში იყო აუზი და ბარბეკიუ, ბავშვების ან შინაური ცხოველების ნიშანწყალი არ ჩანდა. მანქანის ფარეხიდან სამზარეულოში შევიდა.

50 წლის ბილი და მისი 55 წლის ცოლი ლორენი უცებ ვერ გაერკვნენ, რა ხდებოდა. რამდენიმე წუთი დასჭირდათ იმის აღსაქმელად, რომ ეს კოშმარი არ იყო: წარმოსადეგი მამაკაცი პისტოლეტით ხელში იდგა მათ საწოლში. კიზიმ ხელფეხი შეუკრა ორივეს და ნივთების შეგროვება დაიწყო. განუცხადა, რომ 15 წუთში ყველანი დატოვებდნენ იქაურობას. აქ მკვლელმა შეწყვიტა თხრობა, რათა გამომძიებლების წინაშე წაეტრაბახებინა: “ძალიან მეეჭვება, რომ სადმე იპოვოთ ჩემი დნმ ან თითების ანაბეჭდი”.

კიზიმ ცოლ-ქმარი ფერმერის მიტოვებულ სახლში წაიყვანა, ბილი სარდაფში დაამწყვდია, ლორენი _ საძინებელ ოთახში. მამაკაცმა შეძლო გაეთავისუფლებია ბაწრით დაბორკილი ხელები, რამაც გააცოფა ბოროტმოქმედი. მან იქვე დახვრიტა ბილი და დაბრუნდა ლორენთან, რომელიც ორჯერ გააუპატიურა. შემდეგ ჩაიყვანა სარდაფში, მოკლულ ქმართან დააწვინა და დაახრჩო.

“მე არ ვაპირებ იმის მოყოლას, როგორ მინდოდა მოვქცეოდი მათ. მან ჩემი გეგმა ჩამიფუშა და საკუთარი თავი ვეღარ გავაკონტროლე”, _ დაასკვნა იზრაილმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here