Home ახალი ამბები მსოფლიო სერგეი ლავროვი: ის, ვინც იმეორებს ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშება

სერგეი ლავროვი: ის, ვინც იმეორებს ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშება

93

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სტოკჰოლმში ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე განაცხადა, რომ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისების გამეორება ცეცხლთან თამაშია.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველო და უკრაინა მოიპოვებენ ნატოს წევრობას, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

“ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატოს წევრები, არის ნაღმი, რომელიც ჩადებულია ევროპის უსაფრთხოების საძირკველში. ერთხელ, 2008 წლის აგვისტოში, ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც სააკაშვილმა, რომელიც ნატოს პერსპექტივისგან ეიფორიაში იყო, ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რომელიც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა. ისინი, ვინც ბუქარესტის თეზისებს იმეორებენ და ამბობენ, რომ ნატოს გაფართოების საკითხში მესამე ქვეყნებს არ აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი პოზიცია, ცეცხლს ეთამაშებიან. შეუძლებელია მათ არ გააცნობიერონ ეს”, _ განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნების გადაქცევა მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად, ნატოს ჯარების განლაგება რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონების სიახლოვეს კატეგორიულად მიუღებელია.

ipn.ge

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here