Home რუბრიკები პოლიტიკა სახელმწიფოს ღალატის მასტერკლასი _ “ქართულ ფილმს” თურქეთმა სამშობლოს გაყიდვაში “ჯერარნახული” თანხა გადაუხადა

სახელმწიფოს ღალატის მასტერკლასი _ “ქართულ ფილმს” თურქეთმა სამშობლოს გაყიდვაში “ჯერარნახული” თანხა გადაუხადა

3820
ერეკლე ბადურაშვილი

სამშობლოს ღალატი არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებებისას მტრის ბანაკში გაქცევა და თქმა, _ ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო. გაცილებით საშინელია ის ღალატი, როდესაც შენს ერსა და ქვეყანას გამოდებილებას უპირებ, ცდილობ, საზოგადოებას ტვინი გამოურეცხო და ლიტერატურის, მედიისა თუ ფილმების საშუალებით ისტორიული ფაქტები შეცვალო და დაამახინჯო.

ამთავითვე ვიტყვი მათ გასაგონად, ვინც აუცილებლად შეეცდება, ეს სტატია წარმოაჩინოს, როგორც “რუსული რბილი ძალის პროპაგანდა” და სხვა ამდაგვარი რეგვნობა. არ მწამს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მგონია, რომ სახელმწიფოები კი არ მეგობრობენ, არამედ თანამშრომლობენ, პარტნიორობენ ერთმანეთის გარკვეული სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით. ბუნებრივია ისიც, რომ დიდი და ძლიერი ქვეყანა უფრო სხვა ინტერესებს აყენებს წინა პლანზე და მისი ინტერსებიც უფრო მეტად უნდა იქნეს გათვალისწინებული, ვიდრე პატარა და გაჭირვებაში მყოფი ქვეყნისა. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვამბობ: არ მწამსრუსეთისა და საქართველოს ურყევი ძმობის”. რუსეთისა და საქართველოსერთობლივი ისტორია” _ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი თანამშროლობა იყო ორ ქვეყანას შორის, რომლითაც საქართველომ სარგებელი მიიღო _ ფიზიკურად გადარჩა, ფეხზე წამოდგა და წელში გაიმართა, რაც იმ დროს და იმ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი ხსნა და გამოსავალი იყო. რუსეთმა კი, თავის მხრივ, თავისი სამხედრო ამბიციები დაიკმაყოფილა. სუპერ-”დერჟავა” გახდა და თავისი ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყო. ეს ასეა და ვიმეორებ: უარვყოფ რუსეთ-საქართველოს შორის რაიმე ძმობისმაგვარ ურთიერთბას, მაგრამ, როდესაც ადამიანი რუსეთსაქართველოს ძმობასა და მეგობრობას მხოლოდ იმ მიზნით უარყოფს, რომ ჩაანაცვლოს იგი თურქეთსაქართველოსძმობითა და მეგობრობით”, ეს ადამიანი და ასეთი ადამიანები, პირდაპირ ვიტყვი, სამშობლოს ყველაზე საზიზღარი მოღალატეები, გამყიდველები და ნაძირალები არიან!

“ფილმი საბჭოთა ტერორზე გვიამბობს. მისი რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილია. ფილმს თბილისში ბათუმსა და სტამბულში გადაიღებენ. ფილმი ქართულ-თურქული ერთობლივი კოპროდუქციაა და მასში მთავარ როლს თურქული კინოს ვარსკვლავი მურად ილდირიმი თამაშობს”, _ გვაუწყეს ქართულმა ტელეკომპანიებმა გასულ კვირას. თითქოს არც არაფერი. საბჭოთა ტერორი, 1937 წელი. ბოლშევიკებისგან შევიწროებული მამულიშვილები. მერე რა, თუკი ფილმი თურქულ მხარესთან ერთად კეთდება? რა მნიშვნელობა აქვს ამას? მკითხველი იფიქრებს, რომ მთავარია, სწორად, ობიექტურად, სამართლიანად აისახოს ბოლშევიკური წითელი ტერორი, მაგრამ უსმინეთ თვითონ “დიდი” ქართველი რეჟისორი რას გვეუბნება ამავე ტელესიუჟეტის ე.წ. სინქრონში: “ერთი ქართველი კაცის ბედ-იღბალია, რომელიც გაურბის აქაურობას, სისტემას, დახვრეტას. კადრები 1960-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებზე გვიყვება. გასათვალისწინებელი იყო, როგორც ქართული მხარის ინტერესები, ასევე თურქული მხარის ინტერესები. არის ჩვეულებრივი ადამიანური ისტორია. კაცი, რომელიც გაურბის სიკვდილს აი ამ ქვეყნიდან, მას აი ის ქვეყანა გადაარჩენს. გადაღებებს, ქართულ მხარესთან ერთად, თურქეთის კულტურის სამინისტრო და ანკარის მერია უზრუნველყოფს. თურქეთის მხარემ ასევე აქტიურად იმუშავა მსახიობების შერჩევასა და დამტკიცებაზე”.

არა, არა! არ მოგესმათ! მეც სამჯერ დავაბრუნე უკან ეს სიუჟეტი და ხელახლა მოვუსმინე. 1960-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებიო _ სწორედ ეს თქვა. ანუ, ჯერ ის რად ღირს, რომ თურმე რუსებისგან გაქცეულ ქართველებს თურქები თბილად იღებდნენ და გულში იხუტებდნენ და თან მერე, თურმე, 1921 ან 1937 წლებზე კი არა, სულაც აგერ 1960-იან წლებზე ყოფილა საუბარი.

მხატვრული ფილმი “ხიდი” (ასე ჰქვია ამ თურქულ-ქართულ “კოპროდუციას”), რომელიც ეკრანებზე 2018 წლის ბოლოს გამოვა, არა უბრალოდ საბჭოთა რეპრესიებზე, არამედ იმაზეც მოგვითხრობს, როგორ უყვარდათ ისტორიულად თურქებს ქართველები და როგორ ზრუნავდნენ რუსებისგან შევიწროებული ქართველების და, ზოგადად, საქართველოს გადარჩენაზე ოსმალები(?!).

რა, განა 1960-იანი წლების სასტიკი რუსული რეპრესიები არ გვახსოვს ქართველების წინააღმდეგ? და განა არ ვიცით, როგორ ნერვიულობდნენ მაშინ თურქები _ ემანდ ჩვენს საყვარელ და ტკბილ ქართველებს არაფერი მოსწიონ ამ სისხლისმსმელმა რუსებმაო? როგორი საყვარელი და დემოკრატიული, როგორი აყვავებული კულტურითა და განათლებით ცხოვრობდა 1960-იანი წლების თურქეთი, არ გსმენიათ? მერე რა, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც, გასული საუკუნის 60-იან წლებში კი არა, აგერ XXI საუკუნეში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ქუჩაში გამოსჭრეს ყელი, ხოლო ათეულობით ჟურნალისტი დღემდე ციხეებში ლპება. 1960 წელსრუსული სისასტიკისგანხსნას ქართველები მაინც საყვარელ დამურაბათურქეთში ეძებდნენ. არ იცოდით ეს ყველაფერი? თუ არ იცოდით, მაშინ 2018 წლის ბოლოს გაიგებთ, როდესაც ეკრანებზე გამოვა თურქეთის კულტურის სამინისტროსა და ანკარის მერიის მიერ დაფინანსებული გენიალური ისტორიული ფილმი “ხიდი”, ობიექტური, ნიჭიერი და პატრიოტი ქართველი რეჟისორის, ერეკლე ბადურაშვილის, მიერ გადაღებული და სულშთაბერილი. აბა!

მოიცათ, ჩვენც ნუ დაგვიკარგავთ ღვაწლს, ჩვენც ვმონაწილეობთ ამ ფილმის დაფინანსებასა და შექმნაშიო, _ აუცილებლად შემოგვძახებს ქართული ფილმი”. დიახ, ეს ხომ უდიდესი ეროვნული საქმეა _ თურქებისა და თურქულ-ოსმალური სახელმწიფოს მიერ საქართველოს გადარჩენაში შეტანილი უდიდესი წვლილის ფილმად გადაღება. ჰოდა, არც ვუკარგავთ “დამსახურებას” “ქართულ ფილმსა” და მის გენერალურ დირექტორს _ ხათუნა ხუნდაძეს.

“საქართველოსთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ქართულ სცენარს ამ რანგის კონკურსში არ გაუმარჯვია და ამხელა დაფინანსება არასოდეს გვქონია და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზობელ ქვეყანასთან იყოს აი ასეთი მეგობრული ურთიერთობა და რაც მეტი კოპროდუქცია გაკეთდება, მით უკეთესია, როგორც ქართული მხარისთვის, ისე თურქული მხარისთვის”, _ ამბობს “ქართული ფილმის” დირექტორი ხათუნა ხუნდაძე.

თურქული მხარისთვის ეს მნიშვნელოვანი რომ არის და სწორედ ამიტომაც იძლევა თურქეთი ამ სიცრუეში, ტყუილში, ნაძირალობაში “ჯერარნახულ” დაფინანსებას, გასაგებია, მაგრამ გვაინტერესებს, რას გვეტყვიან ეს სამშობლოს გამყიდველები, ანუ ქართულ-თურქული ერთობლივი ნაძირალობის შემქმნელი რეჟისორ-პროდიუსერ-დირექტორები, რით არის ეს აბსურდი “მნიშვნელოვანი” ქართული მხარისთვის? იმით, რომ მისი გადამღებები საკუთარ ჯიბეებს გაისქელებენ?

რუსეთთან გარკვეული მოლაპარაკებებისა თუ ურთიერთბების მომხრე ადამიანებზე ხშირად მსმენია,_ ისინი სამშობლოს გამყიდველები არიანო. ასეთ “გამყიდველებში” ხშირად მეც მგულისხმობენ ხოლმე, მაგრამ მინდა მავანთ ვუთხრა: სიტყვა “გამყიდველი” ნიშნავს იმას, რომ შენ ამა თუ იმ პროდუქციის გასაღებაში, ან თუნდაც ამა თუ იმ აზრის კულტივირებაში, გარკვეული მიმართულების პროპაგანდაში იღებ ფულს.

თუ მე, უბრალოდ, უანგაროდ ვამბობ იმას, რაც, ჩემი აზრით, მართლაც ხსნა და გადარჩენაა ჩემი სამშობლოსთვის და ამაში არავის არც ერთი თეთრი არ მოუცია, “გამყიდველი” რანაირად ვარ?

ანუ, შეგიძლიათ მიწოდოთ შემცდარი, არასწორი, უტვინო, სულელი, მაგრამ არამც და არამც გამყიდველი.

ხოლო, თუ ჭეშმარიტ გამყიდველებს ეძებთ, აი, ბატონო, სამშობლოს კლასიკური გაყიდვა რასაც ჰქვია: ჩვენი ისტორიულად ყველაზე დიდი და საშინელი მტერი, ჩვენი ტერიტორიების თითქმის ნახევრის მიმტაცებელი, ჩვენს დანარჩენ ტერიტორიებზე დღემდე მომზირალი და ჩვენი წინაპრებისთვის ჩვილთა აკვნებში ამომწველი სელჩუკოსმალთა იმპერიების პირდაპირი მემკვიდრე, მართლაც სისხლისმსმელი თურქეთის თანამედროვე იმპერიაჯერარნახულ დაფინანსებასაძლევს ამ სულგაყიდულებს და ისინიც ამაყად ამბობენ, _ ფილმს ვიღებთ ქართულთურქულ ისტორიულ ძმობასა და მეგობრობაზეო. აი, სამშობლოს გაყიდვა რას ჰქვია და როგორ უნდა.

“სცენარის დამუშავებაში რეჟისორი თავად მონაწილეობდა და სიუჟეტები საკუთარ წარმოსახვასაც მოარგო.” _ ვერ გეტყვით ეს ფრაზა განგებ ჩასვა ტელესიუჟეტში ჟურნალისტმა “სტრიქონებს შორის ამოკითხვის” პრინციპით თუ მართლა ვერ მიხვდა, რას ამბობდა, მაგრამ ფაქტია, ეს ამ ფილმის შესახებ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებში ყველაზე მართალი ფრაზაა _ რეჟისორის წარმოსახვები და ფანტაზიები ფილმში რეალობად საღდება. აკი თქვა კიდეც მანამდე რეჟისორმა: “თურქული მხარის ინტერსებიც მქონდა გასათვალისწინებელიო”. ჰოდა, რას ფიქრობთ, რა იქნებოდა თურქული მხარისინტერესები”?

აქ მახსენედება ერთი ახალგაზრდა ქართველი პოეტის გულისმომკვლელი სტრიქონები საქართველოსა და თურქეთის “ტკბილ ისტორიულ მეგობრობაზე”: გვიწვავდნენ ტაძრებს და აკვნებს და ოდაბადეს, ეს სისხლის, ნაკაცარი, მწოველი კაცუნები! თუ რამეს გაიგონებ, გულზე ყურს რომ დამადებ, ცეცხლმოკიდებული აკვნების ტკაცუნია!”

მაგრამ ადარდებთ კი ჯიბის გასქელებით ანთებულ ქართველ “ხელოვანებს” ცეცხლმოკიდებული აკვნების ტკაცუნი?

ფილმის სახელწოდება ხიდიდა მისი შინაარსი ძველ თბილისურ ჟარგონულ ფრაზას გვახსენებს და სწორედ ამ ფრაზით მინდა მივმართო ამ მოღალატეობრივი ფილმის რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფს: აზრზე მოდი, ხიდზე გადი, ბიჭო!”

თუმცა, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება, ასეთი, ფულზე დახარბებული და სულგაყიდული ადამიანები, ოდესმე აზრზე მოვიდნენ. სამაგიეროდ მართლა “აზრზე მოდის” რუსეთი და უკვე ოფიციალურადაც აცხადებს: ჩვენ აღარ ვაპირებთ, რუსი “სალდათების” სისხლი დავღვაროთ იმაში, რომ დაქუცმაცებულმა საქართველომ ერთიანი სახე აღიდგინოს, დაკარგული მიწები შემოიერთოს და მერე მობრუნდეს და ისევ ჩვენ, რუსებს, დაგვიწყოს გინება, ხოლო, ვინც ქართველების სისხლს სვამდა, ქართველ ქალებს აუპატიურებდა და აკვნებში ჩვილებს ხოცავდა, იმათ უკაანლზე დაუწყონ კოცნაო. დაახლოებით ეს აზრია გამოთქმული რუსულ დოკუმენტურ ფილმში იმპერია პირიქით”, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსული “წითელი იმპერია” და მანამდეც _ “ცარისტული რუსეთის იმპერია” _ ყველას უფრო მეტად აფასებდა, უფრო მეტ სარგებელს აძლევდა, ვიდრე თვით რუსეთს. თუ ვინმეს გსურთ, იხილოთ, რას ნიშნავსაზრზე მოსულირუსეთი და რა უიმედო პერსპექტივა გვრჩება ჩვენ _ ქართველებს, რომ ასეთიაზრზე მოსულირუსეთისგან რაიმე ხეირს მივიღებთ, უყურეთ დოკუმენტურ ფილმსიმპერია პირიქით”.

თურქეთს რაც შეეხება, აშკარაა, რომ უკვე “გადმოდის ხიდზე”, იმ ხიდზე, რომელსაც ერეკლე ბადურაშვილის, ხათუნა ხუნდაძისა და სხვა მსგავსი გამყიდველი, სამშობლოს მოღალატე “ხელოვანების” ხელშეწყობით აშენებს… ამიტომაც გვიკრძალავს ასეთი რიხით ვინმე თურქეთის ელჩი ქართველებსდიდგორობისგამართვას, _ ეს თურქების თავმოყვარეობას ლახავსო.

ჰოდა, რა ელის საქართველოზე ძალიან განაწყენებულ “აზრზე მოსულ” რუსეთსა და რუსეთის მიმართ შიშის ფაქტორის აღარ მქონე, “ხიდზე” თავხედურად გამოლაჯებულ თურქეთს შორის ჩავარდნილ ქართულ სახელმწიფოს, გონიერმა და ობიექტურმა მკითხველმა თავად განსაჯოს.

ბაკურ სვანიძე

20 COMMENTS

  1. ვინც არ უნდა იყოს; რუსი,თურქი, სპარსი, მონღოლი,არაბი, ვინ ჩაგვიკრა გულში და თავზე ხელი გადაგვისვა ძალიან მიყვარხარო ვინ გვითხრა, არავინ, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი ფაქტი, ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება ყველგან და ყველასთან ვინც შენ საკუთარ ღირებულებებს ცუდად არ შეეხება, ერს, ქვეყანას, კულტურას, ოჯახს და საერთოდ ყველაფერს ჩემს. ფაშისტების გამო გერმანელი ერი და ქვეყანა არავის სძულს, წარსული სულით და გულით მოგვიტანეს ჩვენმა დიდებულმა წინაპრებმა, გვეყოს ჭკუა და უნარი, იმისათვის რომ მომავალს შეუნახოთ და გადავაბაროთ ეს ქვეყანა.

    • პრობლემა იმაშია რომ გერმანელებმა ცივილიზაციაში შეაბიჯეს , თურქები კი რაც იყვნენ კაცთმოძულე ერი ისევ ისეთები დარჩნენ.
      მე თუ მკითხავთ საერთოდ დავკეტავდი თურქეთთან საზღვარს.
      თურქი დედამიწის ზურგზე არავის არ თვლის ადამიანად. მათთვის სხვა ერი ასოცირდება გამოსაყენებელი საგნად.
      თურქი მტერია დღესაც.

  2. ეს პოსტი ფეისბუკზე მოღვაწე “ქართული ფილმები” -ს და “ქართული კინო”-ს გავუგზავნე და ვთხოვე კომენტარის გაკეთება.გააკეთებენ კი? ისაც აღარ გაგიკვირდეთ,რომ ერთ “მშვენიერ” დღეს გადაიღონ ფილმი იმის შესახებ,რომ არავითარი დიდგორის ბრძოლა არ ყოფილა და ეს ამბავი თურქეთისა და საქართველოს მეგობრობის მტრებმა გამოიგონეს…

  3. ზამირა რას გვეკეკლუცები, პირდაპირ გვითხარი რა გინდა რომ თქვა? ცოტა შანსი მიეცით თურქეთს და მალე ნატოს ეგიდით სულ გაგვამუსლიმანებს. ნახე რა ხდება ბათუმში და რა ხდება თბილისში, აღმაშენებელზე ბერდელები რომ გაგვიხსნეს ჩვენი ქალებით. იქ უნდა მიაბარო ქალბიჭა “ხუშტურია” და ერის ჭკუა და ნამუსი ცალტვინა “კაპიტან ეკა გამჭვირვალე”. ტელევიზია ჩაეშალა მაგრამ “ჩორგოლა ტაბულა” მამაშობას თავს გაართმევს.

  4. shevwuxdi-ar mtavrdeba shadimanoba,vicit ufulod gichirt ise rogorc yvela qartvels,magram es ra gza gamoginaxavt?ar gabedot da dahagruli qartveli ar gvanaxot ekranze .amagldi da aamagle eri

  5. “მაგრამ ადარდებთ კი ჯიბის გასქელებით ანთებულ ქართველ “ხელოვანებს” ცეცხლმოკიდებული აკვნების ტკაცუნი?” – სულ ფეხებზე კიდიათ მაგ ნაგვებს! საკუთარი ტრაკის კომფორტზე ფიქრობენ მხოლოდ!

  6. ვინ და რამ დაგვწყევლა ასე? რა დამპალი თესლიდან აღმოცენდებიან ეს ნაძირლები? ოღონდ ფული “გამოაძრონ” საიდანმე და ყველაფერზე მიდიან! სულ მტრები გვყავს გარშემო, მაგრამ გათახსირებულ თურქებზე დიდი – არცერთი! არ იცის ახლა ვითომ, ამან ეს, რომლის დედაც ყოველ დღე, ყველა ტელევიზიაში რომ გვიზის და გვმოძღვრავს..? ან ამ ცანცარა ქალს ვინ ჩაააბარა “ქართული ფილმი”? მოკლედ საშველი აღარ არის, სიხარბისა და სიდამპლის გამო, ჩვენივე ხელით ვიჭრით ყელს! ეგ ფული არმად დაიხარჯება და სამშობლოს ღალატი, საფლავში თქვენ არ მოგასვენებთ და აქ თქვენს ნაშიერთ! იმის ჯიში და ჯილაგიც…. ვინც სამშობლოს ასე თხასავით ყიდის ფულზე..! მაშ, ოსმალეთი (გნებავს თურქეთი) მოძმე ქვეყანა ყოფილა, ჰა..? ისემც თქვენი… მაგ სიმართლით გატაროთ…

  7. ჩვენი კულტურის სამინისტრო რატომ დუმს?გადაღება ხომ მას უნდა დაემტკიცებინა?რატომ მისცეს ასეთი ფილმის გადაღების უფლება და თუ ჯერ გვიანი არ არის იქნებ უარი თქვან ასეთი ფილმის გადაღებაზე.განა რას აძლევენ ამდენს,ან რამდენიც არ უნდა მისცენ ღირს სამუდამოდ გამყიდველის სახელით ცხოვრება?

    ლეიდი

  8. ხუნდებს დავადებდი ხუნდაძეს იმ ხელებზე, რომლითაც ბინძურ, სამშობლოს გაყიდვისთვის აღებულ ფულს იდებს ჯიბეში. ასევე მოვექცეოდი ვაირაჟისორ ბადურაშვილს. … ნუთუ არ შეი
    ძლება წინ აღვუდგეთ ამ სამარცხვინო და უღირსო ფილმის გადაღებას?

  9. სად არის კონტროლი, ვინ აძლევს ამ სულგაყიდულ ქართველებს ამის ნებას?თავს ლაფი დავასხი მათ ადამიანობას…

  10. რატომ ღალატი ქართველი არც ბადურაშვილია და არც ხუნდაძე, როგორც ყოველთვის თავის საქმეს აკეთებენ და ფულსაც შოვილობენ

  11. სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს, პრეზიდენტი და პრემიერი რომ იტყვიან თურქები ჩვენი ძმები არიანი, უბრალო რეჟისორის რა გასაკვირია.საიდან მოხვდა ასეთი უვიცები ასეთ მაღალ თანამდებობებზე. იქნებ საუკუნე და წლებით დაეზუსტებინათ, როდის იყვნენ თურქები ჩვენი “ძმები”. ამ საცოდავებს გიორგი სააკაძე მაინც წაეკითხათ ბოლომდე. ერთი იმას გაუფრთხილდენ თავის დროზე თურქები და მერე ჩვენ 21-ში. გინდაც დღეს სადაც მას რესტორანი და კაფეები აქვთ, ახლომახლო არ აკარებენ ქართველებს. ამას თუ უძახიან გაფრთხილებას, კარგად გვქონია საქმე.

  12. ki magram ereklesdedam ar iwis am pilms rom igebs tavis shvili
    koveldge televiziidan ro mogvzgravsda ra gamartleba akvs am gamkidveli kartveli mtrebisgan am pilmisgadagebas saswrapod unda shevacherot es pulze gamkidveli kartvelebi an es kulturisministri ETERIS WAKITXULI RODEMDE UNDA VITANOT ESETI ERIS MOGALATEEBI GAMAGEBINET ESENI ISTORIASHI UNDA CHAIWERON ROGORW LVEKNIS IUDEBI SASHVILISHVILOD GAMOBRDZANDES KALBATONI LALI DA GVITXRAS TAVIS SHVILIS SHESAXEB RAS APIREBSES NARKUSHA GVEKLDAAXALI MZAKVRULI CHANAPIKRIT DA UNDA MIKVES KIDEV ES VIGAW IUDA XUNDAZE TAVIS ADGILZE MOVAJINOT RA DAVASHAVET AM EROVNULI IDEEBIS MATAREBELMAXALXMA

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here