მთავარი პოლიტიკა საჭირო და სასარგებლოა თუ არა რუსეთთან დიალოგი უკრაინისა და მოლდოვის მაგალითზე

საჭირო და სასარგებლოა თუ არა რუსეთთან დიალოგი უკრაინისა და მოლდოვის მაგალითზე

617
გააზიარეთ
საჭირო და სასარგებლოა თუ არა რუსეთთან დიალოგი უკრაინისა და მოლდოვის მაგალითზე

იმ დროს, როცა ჩვენი ახალგამომცხვარი ძველი მთავრობა სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისევ მომაბეზრებელ და არაფრისმომცემნატოევროინტეგრაციარუსეთი ოკუპანტია”- გაიძახოდა პარლამენტში, სამი მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ყურადსაღები მოვლენა მოხდა:

პირველი _ უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, როგორც კი საპარლამენტო არჩევნებზე მისმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან დიალოგისთვის და დასაწყისისთვის ვლადიმერ პუტინს რუსეთსა და უკრაინაში პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გაცვლაზე შეუთანხმდა. ეს გაცვლა შედგა 7 სექტემბერს და შემდეგ ზელენსკიმ და პუტინმა ტელეფონითაც ისაუბრეს. ზელენსკიმ პატიმართა გაცვლას რუსეთუკრაინის დიალოგის აღორძინებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უწოდა, ხოლო პუტინმა დადებითად შეაფასა შემდგარი ჰუმანიტარული აქტი. მათ ისაუბრეს დონბასში კონფლიქტის დარეგულირებაზეც დანორმანდიული ოთხეულისშეხვედრის ორგანიზებაზე, სახელდობრ იმაზე, რომ მომავალი შეხვედრა უნდა იყოს შედეგიანი და ხელი შეუწყოს უმაღლეს დონეზე მიღწეული უკვე არსებული შეთანხმებების შესრულებას (ამ შეთანხმებების შესრულებას ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო ყველანაირად არიდებდა თავს და საამისოდ ბანალურ ტყუილებსაც არ ერიდებოდა).

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში პროგრესის მთავარი მიზეზი პირდაპირი დიალოგის დაწყება და უკრაინის ახალი ხელისუფლების მიერ მიცემული პირობის პრაქტიკული შესრულებაა.

როგორც უცხოური პრესა იუწყება, რუსეთ-უკრაინას შორის პატიმართა გაცვლას მიესალმნენ საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები: ემანუელ მაკრონი, ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი. მერკელმა ამ ამბავს “იმედის მომცემი” უწოდა, ხოლო ტრამპმა შეაფასა, როგორც მშვიდობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი. ევროსაბჭოც არ გადგა განზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ნორმალიზაციის დაწყებას იქაც საქებარი სიტყვები მუძღვნეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კი პირადად დაურეკა პუტინს, მიესალმა შემდგარ გაცვლას და “ნორმანდიული ოთხეულის” მომავალი შეხვედრის მზადებაზე ესაუბრა.

მეორე _ 7 სექტემბერსვე ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი მიიღო. რუსეთის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვაში ვითარების სტაბილიზაციამ შესაძლებელი გახადა ორმხრივი ურთიერთობების განახლება და პოზიტიურ დინამიკაში გადაყვანა. თავის მხრივ, დოდონმა აღნიშნა, რომ ივნისის შემდეგ (ივნისამდე მოლდოვის ხელისუფლებაში ჩვენი ნაციონალების მსგავსი ანტირუსული ისტერიკით შეპყრობილი დემოკრატიული პარტია იყო, რომელიც დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მაქინაციებზე წავიდა და, რომ არა რუსეთის, ამერიკისა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევა, ქვეყანაში ქაოსი გამეფდებოდა) დაიწყო რუსეთ-მოლდოვის კონტაქტები ყველა დონეზე და ორმხრივი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვალა; გაუმჯობესდა საინვესტიციო და სავაჭრო დინამიკა.

სხვა საკითხებთან ერთად დოდონმა და პუტინმა ბუნებრივი აირის თემაზეც ისაუბრეს და ოქტომბრიდან მოლდოვა რუსულ ბუნებრივ აირს დაბალ ფასად მიიღებს.

მესამე: 9 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გაგზავნა, სადაც ისინი თავის კოლეგებს _ ლავროვსა და შოიგუს შეუთანხმდნენ, დაიწყონ მუშაობა საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე რუსეთის მონაწილეობით. მკითხველისთვის ნათელი რომ გახდეს: ევროპელებისთვის ევროპის საზღვარი ხმელთაშუა და შავ ზღვებზე, ასევე კავკასიონის ქედზე გადის. საქართველო არის ამ საზღვრის გარეთა მიჯნაზე და ამ საზღვრის საქართველოს მონაკვეთის უსაფრთხოება რუსეთის მოვალეობა იქნება. ახლა ვინმეს სჯერა, რომ გინდაც საფრანგეთი, გინდაც გერმანია, გინდაც ევროკავშირი რუსეთს მოსთხოვენ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს (არც აქამდე არ სთხოვდნენ, მაგრამ მაინც)?

ჩვენ ჩვენი უგუნურობით იმდენს მივაღწიეთ, რომ ფორმირების პროცესში მყოფი ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გარეთ ვრჩებით და როგორ უნდა დავიცვათ საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოება? და კიდევ: სხვები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჩვენი ტერიტორიითა და ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე აპირებენ. სად არიან ამ დროს ყბადაღებული “საქართველოს საერთაშორისო მეგობრები” და “ევროკავშირი, რომელიც ურყევად დგას საქართველოს გვერდით და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე”?

ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის კონტინენტზე, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია ევროპაში, მონღოლეთი, ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, მალაიზია, ფილიპინები, ეგვიპტე და კიდევ მრავალი სხვა ქვეყანა მთელ მსოფლიოში აღიარებენ და თანხმდებიან, რომ არც ერთი საერთაშორისო პრობლემა რუსეთის მონაწილეობის გარეშე არ გადაწყდება, აქტიურად თანამშრომლობენ მასთან და წარმატებით აგვარებენ კიდეც საერთო თუ ლოკალურ საკითხებს.

ახლა გეკითხებით, ჩვენო მკითხველო: ისინი სულელები არიან, როცა რუსეთთან თანამშრომლობენ და თავიანთ საკითხებს აგვარებენ და მხოლოდ ჩვენი პოზიციაოპოზიციაა ჭკვიანი, როცა რუსეთს აგინებს და ქვეყანაში მათი გამოისობით გაჩენილ უამრავ პრობლემას კიდევ უფრო მწვავე და ყოფნაარყოფნისთვის არსებით ხიფათებს უმატებს? რა სჯობია: არაფრისმომცემი და მავნებლური კონფრონტაცია თუ საქმიანი და პოზიტიური პირდაპირი დიალოგი? იმასაც შეგეკითხებით: ლაყბობის ოსტატი ბევრი გვყავს, საქმიანად მოსაუბრე ვინ არის?

გიორგი გავაშელი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here