Home ახალი ამბები საქართველო საჩუქარი ქართველი მკითხველისთვის _ ჰეგელის “ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე”

საჩუქარი ქართველი მკითხველისთვის _ ჰეგელის “ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე”

2675
საჩუქარი ქართველი მკითხველისთვის _ ჰეგელის “ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე”

გერმანულიდან ქართულად ითარგმნა, დაისტამბა და უკვე იყიდება უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსის _ გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელისლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე”. ეს საჩუქარი ქართველ მკითხველს რელიგიის დაუღალავმა მკვლევარმა, გერმანული ენიდან არაერთი ფილოსოფიური ნაშრომის მთარგმნელმა ვიქტორ რცხილაძემ და გამომცემლობა ჩარპე Dიემმა (დირექტორი ალექსანდრე ალადაშვილი) გერმანულიგოეთეს ინსტიტუტისდახმარებით გაუკეთეს.

ლექციების ავტორი, დიდი გერმანელი მოაზროვნე ჰეგელი რელიგიის ფილოსოფიას ასე მოიხსენიებს: “უმაღლესი ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია”.

“ლექციების” მიზანია, გაარკვიოს რელიგიის ცნება და მისი განვითარების პროცესი _ როგორ აღმოცენდება რელიგია, რა გზით აღწევს სუბსტანციური სული ხალხის ცნობიერებას. ჰეგელის მიზანია, აჩვენოს, რომ, თუმცა არსებობს რწმენის სხვადასხვა ფორმები, რელიგიის უმაღლესი ფორმა არის ქრისტიანობა. ესაა აბსოლუტური რელიგია, რომელშიც რელიგიის ცნება სრულყოფილადაა წარმოდგენილი, ანუ ღმერთი აღარაა რაღაც მიღმური, უცნობი, ის ეცხადება ცნობიერებას, ის თვითცნობიერებაა, რომელსაც საგნად თავისი თავი აქვს.

ჰეგელის ნაშრომს ახლავს მთარგმნელის წინასიტყვაობა, რომელშიც განხილულია ჰეგელის ფილოსოფიის არაერთი საინტერესო საკითხი. საკუთრივ თარგმანი ვიქტორ რცხილაძეს შესრულებული აქვს ზედმიწევნით, ავტორის ურთულესი ენისა და სტილის მკაცრი დაცვით. ამასთანავე, მთარგმნელს მოხმობილი აქვს მე-20 საუკუნის ფრანგი ჰეგელიანელის _ ერიკ ვეილის ციტატა: “სამეცნიერო წიგნი არ ექვემდებარება ვულგარიზაციას; არ შეიძლება, მისი კითხვა შევამსუბუქოთ თანმიმდევრული და დეტალური კომენტარების მეშვეობით, არ შეიძლება მისი ტექსტის თარგმნა უფრონათელდა ლაკონურ ენაზე”.

წიგნი იყიდება თბილისში, მაღაზია “ლატერნაში” (ცოტნე დადიანის # 7, სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”, მე-2 სართული) და რუსთაველის #N16-ში.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here