მთავარი დაიჯესტი საყოველთაო ჰომოსექსუალიზმი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში

საყოველთაო ჰომოსექსუალიზმი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში

2423
გააზიარეთ
საყოველთაო ჰომოსექსუალიზმი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში

წელიწადია, რაც ინტერნეტპორტალიუკრაინის გეიალიანსისაზოგადოების მიერ ორიენტაციააღრეულთა მიმართ შეზღუდვადამცირების თემატიკიდან საგმიროპატრიოტული ამბების პუბლიკაციაზე გადაერთო.

გმირები, რა თქმა უნდა, პედერასტები არიან: საქვეყნოდ ცნობილია, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა და გარეგნული ატრიბუტებიც სტატუსთან შესაბამისი აქვს. ამაში სანიმუშო გზები და მაღალი სოციალური უზრუნველყოფა კი არ იგულისხმება, არამედ (ესეც, რა თქმა უნდა) პედერასტები, ანუ ლგბტ-თემი, პროგრესის ენაზე თუ ვიტყვით.

ამ საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც გვარწმუნებენ, უკვე დიდი ხანია, ინტეგრირებულნი არიან “ევროპაში უძლიერესი არმიის” რიგებში? არა მხოლოდ ინტეგრირებულნი, არამედ “გმირულად” იხდიან სამოქალაქო მოვალეობის ფრონტზე.

ოლეგმა, რომელსაც ეძღვნება “უკრაინის გეიალიანსის” წერილი, უნიკალური საბრძოლო გზა განვლო. ილოვაისკი, დებალცევო, დონეცკის აეროპორტი, _ აი უკრაინელი “გმირი მებრძოლის” გამარჯვებების ყველა მნიშვნელოვანი ადგილი.

არმიაში, მისი თქმით, იგი გაწვევით მოხვდა.

“ვმსახურობდი 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში, რეაქტიული არტილერიის დივიზიონში, ოპერატორ-გეოდეზისტის თანამდებობაზე. პირველად ჩვენი დიდი ჯგუფი (500 კაცი) ლუგანსკთან დავბანაკდით. ჩვენთან იყვნენ არტილერისტებიც, მედესანტეებიც, ქვეითი ჯარისკაცებიც, მზვერავები და კიდევ ბევრი სხვა. შემდეგ გადაგვიყვანეს არტემოვსკის მახლობლად, სადაც რეალური საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობდა. ყოველდღიურად 300-400 ჭურვს ვისროდით”, _ ყვება ოლეგი.

“ყოველდღიურად ვიცვლიდით პოზიციას, მოწინააღმდეგეს რომ არ აღმოეჩინა ჩვენი ადგილსამყოფელი. სად უნდა გადავსულიყავით, იცოდა მხოლოდ ორმა კაცმა _ ჩვენი ასეულისა და მეზობელი ასეულის მეთაურებმა. გავდიოდით პოზიციაზე, საქმეს ვაკეთებდით და ბანაკში ვბრუნდებოდით, რომელიც უკანა ხაზზე იმყოფებოდა”, _ ილოვაისკთან გატარებულ ყოველდღიურობაზე ყვება ოლეგი.

“ილოვაისკის შემდეგ შვებულებაში გაგვიშვეს, რადგან ჩვენი ტექნიკა უკვე აღარ იყო ბრძოლისუნარიანი. შვებულების შემდეგ კვლავ პოზიციებზე დაგვაბრუნეს. სექტემბრის ბოლოს დებალცევოს მახლობლად განვლაგდით. სამი თვე დავყავით იქ. ვისროდით საკმაოდ ხშირად. ვცხოვრობდით ერთ შენობაში, რომელიც გამოგვიყვეს. მთელი ზამთარი იქ გავატარეთ. ეს იყო დიდი ხნის წინათ მიტოვებული ფერმა, უკარფანჯრო ნაგებობა. ფანჯრები და კარები ჩვენ გავჭერით, დავათბუნეთ, ნორმალური გავხადეთ. შემდეგ დებალცევო ალყაში მოექცა, ძლივს გამოვაღწიეთ”, _ განაგრძობს ოლეგი.

ეტყობა, ალყად დელიკატურად მოიხსენიებს “დებალცევოს ქვაბს”. შემდეგ ოლეგი კვლავ ცხელ წერტილში აღმოჩნდება. “დებალცევოდან უდანაკარგოდ გამოვედით, თუმცა გაჭირვებით. გვიბრძანეს ადგილზე დარჩენა, მაგრამ ასეულის მეთაური იმ შობელძაღლებს არ დაემორჩილა და გვიბრძანა მოვმზადებულიყავით სასწრაფო დისლოკაციისთვის. გარისკა და ჩვენც გავეცალეთ იქაურობას. დებალცევოს შემდეგ დონეცკის აეროპორტიდან 6-7 კილომეტრში ვიდექით. აეროპორტში მყოფი ჩვენი ბიჭების, “კიბორგების”, საარტილერო დახმარებას განვახორციელებდით”.

ომშიც შეიძლება გამოინახოს “პირადი დრო”, როცა თავისუფალი ხარ და შეგიძლია, გააკეთო ის, რაც გსურს. ოლეგმა ფარდა აჰხადა პედერასტების ყოფას “ევროპაში უძლიერესი არმიის” რიგებში.

“ჯერ კიდევ ნაწილში ვიყავით, როცა დიდი სკანდალი მოხდა: დაზვერვა თავზე წაადგა ტანკისტებს, რომლებიც სექსით ერთობოდნენ. დიდი აურზაური ატყდა, ჩამოიარეს ასეულები, აცნობეს, რომ ფაქტზე დააკავეს ტანკისტები. მართალია, გვარები არ დაუსახელებიათ, მაგრამ მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ, ასეთი რამ თუ გამეორდებოდა, გაგვაგდებდნენ. ერთ კვირაში სხვები გამოიჭირეს. დილით ისეთი ქიპიში ატეხეს, რომ დივიზიონების ყველა უფროსი ფეხზე დააყენეს, რაღაც პოლიტინფორმაცია შეტენეს. რატომ მოიქცნენ ასე, გაუგებარია!”

“ზამთარში, როცა შენობაში ვცხოვრობდით, დროებითი დაზავება რომ იყო, ჩვენს ფერმაში სხვა ნაწილებიც შემოასახლეს. მაშინ იქ ერთი კაცი გავიცანი, სიმპათიური მედესანტე. მაშინ იქ ბევრი ცარიელი სათავსო იყო, სადაც არავინ შედიოდა”.

“სპერმოტოქსიკოზი და ალკოჰოლი თავიანთ საქმეს აკეთებს. ბევრი “ნატურალიც” კი ავლენდა მათთვის არადამახასიათებელ მიდრეკილებას. ასეთი რამ ყველგან იყო, არა მხოლოდ ჩვენს დანაყოფში. სხვა ქვედანაყოფებში დავდიოდი სტუმრად და ვხედავდი, რომ იქაც იგივე ხდებოდა _ კოცნაობა, ფერება სიმთვრალეში”, _ განაგრძობს ოლეგი ჯარისკაცულ ყოველდღიურობაზე თხრობას.

“ანტიტერორისტულ ოპერაციაში ბევრი გეი მონაწილეობს, მოხალისეებად არიან წასული. ბევრი გაწვევით არის მისული. ისინი არ იმალებიან, არ გარბიან, გამოსასყიდით არ თავისუფლდებიან. მე გეი ვარ, წელიწადი ვმონაწილეობდი ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ვნახე სიკვდილი, დავკარგე მეგობრები, მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. მე უფრო ნაღდი უკრაინელი ვარ, ვიდრე ის გოიმები, რომლებიც ლგბტ-ზე საზიზღრობებს გაჰყვირიან. ღმერთმა განსაჯოს ისინი. რადგან ბიბლიაშია ნათქვამი, რომ ღმერთმა შეგვქმნა ისეთებად, როგორიც თავად არის”, _ უცნაური არგუმენტით ამთავრებს ოლეგი თხრობას ჯარში მის თავზე გადამხდარი ამბების შესახებ.

დიდი ხანია, რაც საყოველთაო სიმთვრალე, მაროდიორობა და თვითმკვლელობა უკრაინის შეიარაღებული ძალების სავიზიტო ბარათი გახდა. ორი “ქვაბის” “გმირმა” ოლეგმა უკრაინის არმიის პორტრეტს მნიშვნელოვანი შტრიხი შეჰმატა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here