Home ახალი ამბები საქართველო საქსტატი: ერთ წელიწადში ზეთი და ცხიმი 27%-ით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი...

საქსტატი: ერთ წელიწადში ზეთი და ცხიმი 27%-ით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი _ 9%-ით; პური და პურპროდუქტები კი _ 7%-ით

405
საქსტატი: ერთ წელიწადში ზეთი და ცხიმი 27%-ით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი _ 9%-ით; პური და პურპროდუქტები კი _ 7%-ით

საქსტატმა საქართველოში ინფლაციის 2021 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. ამ ჯგუფში ფასებმა მოიმატა 6,4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2,06 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27,3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12,6 პროცენტი), თევზეული (10,4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9,1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8,9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7,5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5,6 პროცენტი). ამასთანავე, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (_3,2 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9,7 პროცენტით, რაც 0,76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14,0 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში აღირიცხა ფასების 10.8-პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,61 პროცენტული პუნქტით აისახა.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში აღირიცხა ფასების 6.9-პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0,45 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5,2 პროცენტი).

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი: ჯგუფში აღირიცხა ფასების 20,5-პროცენტიანი კლება, რაც -1,77 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33,8 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-28,9 პროცენტი).

alt-info.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here