Home ახალი ამბები საქართველო საქართველო საბოლოოდ უარს ამბობს რუსულ გაზზე

საქართველო საბოლოოდ უარს ამბობს რუსულ გაზზე

837
საქართველო საბოლოოდ უარს ამბობს რუსულ გაზზე

„ჩვენ გვაქვს საშუალება შევიძინოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან და ირანიდან. მივიღეთ გადაწყვეტილება მთლიანად გადავიდეთ აზერბაიჯანულ გაზზე“, – განცხადება ამის შესახებ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა. 

საქართველო რუსულ გაზს, სომხეთში იმპორტირებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ იღებდა. “გაზპრომმა”, საქართველოს აღნიშნულ წილში თანხის გადახდა მოსთხოვა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.

მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო არ შეიძენს საწვავს „გაზპრომისგან“ წლის ბოლომდე. საქართველო არ ყიდულობს რუსულ გაზს 2007 წლიდან, სომხეთში რუსული გაზიდან 2016 წლის ბოლომდე საქართველო იღებდა მეათედს საერთო მოცულობის მარაგიდან, როგორც სატრანზიტო მოსაკრებელს. იანვარში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას „გაზპრომთან“ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის თაობაზე ახალი პირობების გათვალისწინებით. კალაძის განცხადებით, როდესაც დასრულდა კონტრაქტი, საქართველო შეეცდება უფრო ნაკლებად დამოკიდებული გახდეს რუსული გაზისგან და შეეცდება ალტერნატიული გზების ძიებას, ამ წუთისათვის კი ასეთ ქვეყნებად აზერბაიჯანს და ირანს ასახელებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here