მთავარი პოლიტიკა საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული მონა

საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული მონა

1706
გააზიარეთ
ამერიკა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ შეძრა ქართველი საზოგადოება, თუმცა ზოგიერთმა პოლიტიკური ქულების დაწერაც სცადა ამ ტრაგედიით და არცთუ წარუმატებლად _ 1-2-პროცენტიან პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მიეცათ თავის წამოყოფის საშუალება და, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, “მეც ნახირნახირო”, თავი შეახსენეს საზოგადოებას.

ყველაზე მეტად, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტრაგედიით დასავლეთის მიერ წლების განმავლობაში მხარდაჭერილმა და მთავარ ოპოზიციურ ძალად დანიშნულმა ორად გაყოფილმა ნაცბანდამ იხეირა _ .. ევროპულმა საქართველომ დანაციონალურმა მოძრაობამ”, რომლებმაც ისეთი პოპულისტური იერიში მიიტანესქართულ ოცნებაზე”, რომ ეს უკანასკნელი ნაცებთან კოაბიტაციის გამო, წესით, როგორც ჩვენში იტყვიან, ბოღმით იდაყვებს უნდა იჭამდეს, თავის დროზე რომ არ დასაჯეს მკვლელთა და სადისტმწამებელთა იდეოლოგები თუ შემსრულებლები, რომლებიც იმის მაგივრად, რომ ციხის ნარებს ხეხავდნენ, პარლამენტში, ლიბერასტულ მედიასა თუ .. არასამთავრობო სექტორში არიან წამოპლაკულნი და ურაპატრიოტული ლოზუნგებითბომბავენ” “ქართული ოცნებისაღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას. მათი აღვირახსნილი პოპულიზმისა და ურაპატრიოტიზმის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთს ან საერთოდ არ უნდა დაველაპარაკოთ, ან, თუ დაველაპარაკებით, დასავლელი (აშშ) “მეგობრებისა” და “სტრატეგიული მოკავშირეების” ზურგის იმედით, მხოლოდ ულტიმატუმებისა და სანქციების ენაზე.

თუ როგორ ეშინია ვლადიმერ პუტინს “დასავლეთის ზურგის”, 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული მრავალჯერ ვნახეთ და, თუ ვინმე კიდევ იყო ამ საკითხზე ურწმუნო თომა საქართველოში, ტატუნაშვილის საქმიდან გამომდინარე, მასაც უნდა ერწმუნა:

ბრიუსელსტრასბურგვაშინგტონის პოლიტიკური რესურსების სრული მობილიზაციის მიუხედავად, ჩვენმა სტრატეგიულმამეგობარმოკავშირეებმაისიც კი ვერ შეძლეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროზე გადმოეცათ ჭირისუფლისთვის და საქართველოსთვის სოხუმცხინვალის გადმოცემას აიძულებენ მოსკოვს?! იქნებ ტატუნაშვილის საქმის ირგვლივ დასავლეთის უილაჯო ქმედებების შედეგი იყო ის მიმართვა, რომელიც პრემიერმა კვირიკაშვილმა გაუგზავნა კრემლს; მიმართვა, რომელშიც გამოთქმული იყო მზადყოფნა აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის წარმოებისა, რისთვისაც რუსეთს პრაქტიკულად დახმარება სთხოვა?! ამის გამო მიშნაცების ირგვლივ მობილიზებულმა “მეც ნახირ-ნახირ” მიკროპარტიებმა, ანუ მთელმა ლიბერასტულ-რუსოფობიურმა პოლიტიკურმა სპექტრმა კვირიკაშვილის მიმართვას, რბილად რომ ვთქვათ, კაპიტულანტური უწოდა. ერთადერთი, ვინც კვირიკაშვილს გადადგმული ნაბიჯი მოუწონა, იყო “პატრიოტთა ალიანსი”, რომლის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა: “ვინც კვირიკაშვილს ამ მიმართვის გამო აკრიტიკებს, ის საქართველოს მტერია”-ო. მართლაც შეუცნობელია გზანი პოლიტიკაში, გნებავთ, პოლიტიკოსთა გზანი… ეს ის კვირიკაშვილია, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამართულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა _ ერთადერთი, ვისთანაც არ ვითანამშრომლებ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიაო”.

ყოველივე ზემოთ თქმულს სერიოზული ანალიტიკოს-პოლიტოლოგები იმთავითვე გარკვეული სკეფსისით შეხვდნენ და, როგორც აღმოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ. თავად განსაჯეთ _ ახლო წარსულში არაერთხელ გვსმენია, რომ ჩვენი დასავლელი “მოკავშირეები” მიესალმებიან საქართველოს დიალოგს რუსეთთან თუ პირდაპირ სოხუმ-ცხინვალთან. კვირიკაშვილის მიმართვის შემდეგ, როდესაც ბევრს ეგონა, რომ, ბოლოს და ბოლოს, დაიწყებოდა პირდაპირი დიალოგი სოხუმ-ცხინვალთან, აი რას აცხადებენ დასავლელი ექსპერტ-პოლიტიკოსები: აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში _ ჯონ ჰერბსტი “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია. ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა კი, როგორც წესი, არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს”.

“საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს. საქართველო დელიკატური პრობლემის წინაშე დგას”, _ განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში _ კენეტ იალოვიცი, თავის მხრივ, ამბობს, რომ, პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად, თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან ხალხთაშორისი არაოფიციალური ურთიერთობა უნდა გააღრმაოს. მისი აზრით, ოფიციალური კონტაქტის რისკი აღიარების მინიშნებაა.

როგორ ჰგავს ამ დასავლელი არამკითხე მოამბეების რიტორიკა მათი ფავორიტი ნაცმაცუნების რიტორიკას, არა?

ამ აზრთა ფრქვევის დედააზრი, გნებავთ, რეზიუმე, საქართველოსთვის განკუთვნილი გზავნილია: ერთი ადგილი დააყენეთ, ძია სემმა იცის, რა და როდის სჭირდება საქართველოსო. აკი დააყენა კიდეც კვირიკაშვილმა ან, გნებავთ, დააყენებინეს, რასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კიდევ ერთი განცხადების შემდეგ, რომელიც მან აშშ-ის ელჩ იან კელისთან გამოსამშვიდობებელ მიღებაზე გააკეთა: “საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია. ამ თვალსაზრისით, გასული წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი და სამაგალითო იყო. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ელჩი კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს და სამშობლოში ბრუნდება. მე მას წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა კიდევ არაერთხელ ეწვევიან საქართველოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ მათ ყოველთვის სიხარულით ვუმასპინძლებთ. საქართველო იყო, არის და იქნება აშშის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი”.

იქნებ ვინმემ დააკავშიროს ერთმანეთთან ეს განცხადება და რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა? დიამეტრულად საპირისპიროს ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლებელია. ორივე განცხადების ანალიზიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი სავარაუდო დასკვნის გამოტანა შეგვიძლია:

გიორგი კვირიკაშვილი ან ვერ არის ჯანმრთელად, ან უარესი _ მისი მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი იმთავითვე ბლეფი იყო. სწორედ ამან გამოიწვია ზემოხსენებულ პოლიტოლოგების სკეფსისი.

მოცემულ კონტექსტშია განსახილველი პრეზიდენტ მარგველაშვილის დემარში-ვიზიტიც (თუ ასე შეიძლება თქმა), ანუ ქოცებთან შეუთანხმებელი ვიზიტი აშშ-ში, სადაც იგი საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, შეურაცხმყოფლად დაბალ დონეზე მიიღეს _ ეს ერთი. და მეორე _ მარგველაშვილმა რამდენიმე მასპინძელ კონგრესმენს სთხოვა, აშშ-ის კონგრესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოსკენ სწრაფვის მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიეღო, რათა საქართველომ უკეთ შეძლოს (ყურადღება, სკამიდან არ გადმოვარდეთ) აშშის ინტერესების დაცვა კავკასიის რეგიონში(?!).

გაიგეთ, ხალხო? საქართველოს, უკაცრავად და, პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი, საქართველოს კი არა, აშშის ინტერესებს იცავს. ასევე იქცეოდა სააკაშვილი _ აშშის ინტერესებს იცავდა ყველგან, მაგრამ იმის ჭკუა კი ჰყოფნიდა ამ შიზოიდს, რომ მსგავსი რამ ხმამაღლა არ განეცხადებინა. ჭკუა, როგორც ჩანს, იმ ტელევიზიასაც (არ მახსოვს, რომელი არხი იყო) ეყო, რომლის ეთერშიც ეს ამბავი ვნახე, რადგან შემდგომ ვეძებე და ვერსად ვიპოვე; ეტყობა, გააქრეს და ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ, მკითხველო… ყოველივე თქმულ-ნანახ-გაგონილიდან გამომდინარე, ყველა ქართველისთვის შეურაცხმყოფელი დასკვნის გაკეთება მოგვიწვევს, რომელსაც პრემიერ კვირიკაშვილის ნათქვამის მცირე პერიფრაზი მოუხდება:

საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული მონა.

დასასრულ, არ შეიძლება, არ შევეხოთ ბოლო ხანს მიმდინარე პროცესებისა თუ მოვლენების კვინტესენციას _ პარლამენტში ნაც-ქოცების მიერ ერთხმად მიღებულ ე.წ. რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას…

საკმაოდ ვრცელ დოკუმენტს რამდენიმე ნაწილად დავყოფდი:

1.შესავალი _ თუ რას, რომელ საერთაშორისო აქტებს ეყრდნობა ხსენებული, ანუ საზოგადოებისთვის შედარებით უინტერესო;

2.საქართველო გმობს და მოითხოვს;

3.საქართველო ვის სთხოვს

პირველზე არაფერს ვიტყვი. აი, მეორე ყველაზე საინტერესოა: საქართველო, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელობის გარდა, ბევრ რამეს გმობს და ყველაზე მთავარს რუსეთისგანვე მოითხოვს:

“შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, აიღოს საერთაშორისო ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. “დამოუკიდებლობის” აღიარების შესახებ”.

აი, ასე! თურმე ტყუილად ჩაუწვენიათ აფხაზეთისა თუ ცხინვალის მიწაში ქართველი ტალიკ-ტალიკი ბიჭები, რადგან ერთი მკაცრი რეზოლუციის მიღება და მისი შესრულების მკაცრად მოთხოვნა რუსეთისთვის, ამ ყველაფრის მონიტორინგის დასავლეთისთვის (წაიკითხე, აშშ) თხოვნა და… ეგ არის!

მაგრამ მგონია, თხოვნამოთხოვნის ადრესატები აერიათ ნაცქოცებს, რადგან მოთხოვნებს, ულტიმატუმებს რომ არ ექვემდებარება რუსეთი და, მით უმეტეს ახლა, ვლადიმერ პუტინის ტრიუმფით არჩევის შემდეგ, არ დაექვემდებარება, ამის მიხვედრა რთული საქმეა?!

საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტად უზნეო ქსენია სობჩაკია არჩეული და, მხოლოდ სოხუმ-ცხინვალს კი არა, თუ მკაცრად მოვთხოვთ, სოჭსაც დაგვიბრუნებენ ქართველებს, იქით უკრაინელებს _ ყირიმს. სერიოზულად კი, რუსეთმა უკვე უპასუხა კავკასიიდან მისკენ მიმავალ საფრთხეებს. რუსეთს იმიერ კავკასიაში უზარმაზარი სამხედრო ძალა შემოჰყავს ჩვენთვის ავადსახსენებელი 58- არმიის სახით. მოდერნიზებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი არმია, რომლის ერთი ნაწილი საქართველოდან დასავლეთით, განლაგდება, ხოლო მეორე _ თბილისის ჩრდილოეთით, მოზდოკსა და ვლადიკავკაზში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ერთდროულად ორი მხრიდან _ აფხაზეთიდან და როკის გვირაბიდან შემოვლენ რუსული ტანკები.

რუსული საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ნატოსგან მომდინარე საფრთხეების შესაკავებლად.

ეს _ ჩვენი ნატოფილების საყურადღებოდ, ინფორმაცია განსჯისთვის…

დავით მხეიძე

P.S. აშშის ტელესივრცეში აჩვენებენ პოპულარულ ტელესერიალს Madam Secretary. ამ სერიალში აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ერთერთ სერიაში აშშის სახელმწიფო მდივანი ესაუბრება აფხაზეთის პრეზიდენტ ლაკობას დაემუქრება რომ, თუ ის არ შეწყვეტს პედერასტების შევიწროებას, აშშ აფხაზეთს შეუწყვეტს პოლიტიკურეკონომიკურ დახმარებას.

ეს კი, როგორც იტყვიან, უკომენტაროდ!

2 COMMENTS

  1. ბ–ნო დავით, ყველა დარტყმას ცხრიანში ახვედრებთ! ამათ მაინც არაფრის გაგონება არ უნდათ – ყველაფერი აშშ–ის მიერ მიზნობრივად საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი 105 მილიონი დოლარის ბრალია!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here