მთავარი საქართველო საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს

341
გააზიარეთ
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28,7 პროცენტით, ანუ 43.0 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94,7 პროცენტი იმ 19 უმსხვილეს ქვეყანაზე მოდის, რომლებიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე შარშან სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 946 პროცენტი მოდიოდა.

გზავნილების მოცულობიის მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს. მიმდინარე წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი _ 35.13 მლნ დოლარი _ საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა; მეორე ადგილზე 29.21 მლნ დოლარით იტალიაა; შემდეგ მოდის აშშ 22.65 მლნ დოლარით; მეოთხე ადგილზე 21.45 მლნ აშშ დოლარით საბერძნეთია; ხოლო მეხუთეზე _ ისრაელი 13.98 მლნ აშშ დოლარით.

ამასთანავე, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22,4 პროცენტით მეტია.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here