Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში უმუშევრობის დონე 22,1 პროცენტია

საქართველოში უმუშევრობის დონე 22,1 პროცენტია

72

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1 214 600 ადამიანი იყო დასაქმებული, უმუშევარი _ 344 600, 381 800 კი _ თვითდასაქმებული.

2021 წლის მეორე კვარტლის აღრიცხვით, ქვეყანაში 15 წელს ზემოთ 3 032 000 ადამიანია, მათგან შრომისუნარიანი (აქტიური მოსახლეობა) _ 1 559 100, დაქირავებულია _ 831 700, თვითდასაქმებული _ 381 800. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 22,1%-ია. დასაქმებულთა 33% ქალია, ხოლო 48,1% _ კაცი.

დასაქმებულთა 41,9% ქალაქში მუშაობს, ხოლო 37,7% _ სოფლად. უმუშევარი მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 124 200 პირი არის ქალი, ხოლო 220400 _ მამაკაცი.

interpressnews.geზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოიამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here