Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა

საქართველოში საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა

574
საქართველოში საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა

2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 188.1 ლარს შეადგენდა, მაშინ, როცა მაისში ეს მაჩვენებელი 190.1 ლარი იყო.

საქსტატის მონაცემებით, მაისთან შედარებით, ივნისში 1.8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 166.6 ლარი შეადგინა, 3.4 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 315.5 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის ივნისის მონაცემთან შედარებით 25.3 ლარით არის გაზრდილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here