Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში პურის მოხმარებამ 30%-ით მოიმატა

საქართველოში პურის მოხმარებამ 30%-ით მოიმატა

2244
საქართველოში პურის მოხმარებამ 30%-ით მოიმატა

პანდემიის პერიოდში, როცა მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა, საკვები პროდუქტების დიდი წილი პურმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, პროდუქტის მოხმარებამ 30%-ით მოიმატა, _ განაცხადაპურის მცხობელთა ასოციაციისთავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.

“პანდემიის პირველ ეტაპზე პურის მოხმარება 15-20%-ით გაიზარდა. ვგულისხმობ, მარტს, აპირილსა და მაისს, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე _ 30%-ით. პურზე მოიმატა მოთხოვნამ ყველა ქვეყანაში, სადაც ძირითადი საკვები პროდუქტი პურია და ხალხს გაუჭირდა. გარდა ამისა, მარხვის პერიოდში პურის მოხმარება კიდევ უფრო მეტად მოიმატებს”, _ განაცხადა დოლოძემ და დასძინა, რომ აუცილებელია, მთავრობამ ფქვილის ფასის სუბსდირებაზე იზრუნოს, რათა პური არ გაძვირდეს.

ცნობისთვის: რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. 1 ტონა ხორბალი 250-253 დოლარი ღირს.

www.bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here