მთავარი საქართველო საქართველოს ხელისუფლების ორპირობა და სიმხდალე

საქართველოს ხელისუფლების ორპირობა და სიმხდალე

1222
გააზიარეთ
საქართველოს ხელისუფლების ორპირობა და სიმხდალე

გუშინ, 4 სექტემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ საქვეყნოდ მოიჭრა თავი და დიპლომატიურ სკანდალში გაეხვია

დღეს და ხვალ თბილისში უკვე მესამედ ტარდება სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტები და ექსპერტები და რომლის ორგანიზატორიც უცვლელად არის რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი “სევერ-იუგი”.

მოსკოვიდან ჩამოსულ სტუმრებს შორის იყვნენ რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსეი ტოკარევი და რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის” სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი. სამივეს სრულიად უმიზეზოდ და დაუსაბუთებლად საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს და უკან გააბრუნეს. ასევე მოექცნენ ფორუმის მეოთხე მონაწილეს, ჟურნალისტ ალან კასაევს ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

ასეთია საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი სახე: სიტყვით _ მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, საქმით კი _ ლაჩრული აკრძალვები.

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლება. ვისი თოჯინებიც არიან, ყველასათვის ცნობილია. თუმცა არც რუსეთის ხელისუფლება გამოხატავს რუსი ხალხის აზრს, როდესაც 9 მაისის გამარჯვებას სტალინის უხსენებლად აღნიშნავს, ან როდესაც 2008 წელს იგოეთამდე მოსული თბილისში არ შემოდის. მედია-ფორუმებით საქმე არ გამოვა, საჭიროა ძალა. მედია-ფორუმები რუსმა ჟურნალისტებმა საკუთარ ხელისუფლებას უნდა მოუწყონ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here