Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრება მართებს და არა ხოხვა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის წინაშე

საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრება მართებს და არა ხოხვა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის წინაშე

3825
სააკაშვილი გორში

მკითხველს, ალბათ, ახსოვს ნოდარ დუმბაძისთეთრი ბაირაღებიდა ამ რომანის ერთერთი პერსონაჟი _ შოშია, რომელიც მთავარ გმირ ზაზა ნაკაშიძეს ეუბნება: “ჩემო ზაზა, დიდი კაცის დასიზმრებამ უბედურება იცის. აი მე 41-ში სკოლის დირექტორი დამესიზმრა და ომიც დაიწყო”… თუ შოშიას სიზმარს დღევანდელი საქართველოს კონტექსტში ცხადად შევხედავთ, გამოვა, რომ დიდი სახელმწიფოების ლიდერთა ვიზიტები გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართული პატარა სახელმწიფოებისთვის, როგორც წესი, ცუდად მთავრდება ხოლმე. ამის მაგალითები საქართველოს უახლეს ისტორიაში სანთლით საძებარი ნამდვილად არ არის.

2005 წლის 9 მაისი, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისუმცროსის “ისტორიული” ვიზიტი თბილისში, როდესაც შიზოიდ სააკაშვილს რეგიონის დემოკრატიის შუქურა უწოდა, თუმცა ეს ვიზიტის მეორე დღეს, 10 მაისს, მოხდა ჯერ კიდევ გულწრფელ ეიფორიაში (აშშ დაგვიბრუნებს დე ფაქტო დაკარგულ ტერიტორიებს და საერთოდაც გვიპატრონებს, გადაგვარჩენს) მყოფი ქართველებით გადაჭედილ თავისუფლების მოედანზე.

9 მაისს კი ვაზელინით უხვად შეზავებული დახვედრა მოუწყვეს “ძვირფას სტუმარს” _ ალბათ, გახსოვთ ლიზი ბაგრატიონის (რომელსაც არაფერს ვერჩი) მიერ შესრულებული სიმღერა “შენ ერთადერთი ხარ ჩემი ღმერთი”, რომლის ადრესატის გამოცნობა ძნელი არ იყო, თუმცა ისიც კარგად გვახსოვს, რა მშიშარაც ყოფილა ღმერთს გატოლებული აშშ-ის პრეზიდენტი. ქართული ცეკვების ბავშვთა ანსამბლის წევრებს ტრადიციული ქამარხანჯლის გარეშე შეასრულებინეს ქართული ცეკვების კლასიკა _ “მთიულურიდა ცეკვების მეფე _ “ქართული”, _ არიქა, რომელიმე ბავშვმა ხანჯალი არ ჩასცესო აშშის პრეზიდენტს. ამ ცეკვების უქამარხანჯლოდ შესრულება კი იგივეა, რაც უპატარძლო ქორწილი. ახლა მავანი იტყვის, ეგ რა პრეზიდენტის ბრალია, ყველაფერს მისი დაცვის სამსახური წყვეტსო, მაგრამ პრეზიდენტი რის პრეზიდენტია, თუ საჭირო კორექტივები არ შეიტანა დაცვის პროტოკოლში?! ასეთ სულმოკლეობას ნამდვილად არ იკადრებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მაგრამ ამაზე და სხვა რაღაცებზეც პუტინის შესახებ _ ქვემოთ, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) გმირია წინამდებარე სტატიისა.

ეს, ისე, როგორც იტყვიან, მცირე ლირიკული გადახვევა.

დღეს ცოტას თუ ახსოვს ან, თუ ახსოვს, ცოტა თუ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას იმას, რასაც ახლა თქვენთან ერთად გავიხსენებ:

2005 წლის 9 მაისს, როდესაც აშშ-ის ბორტი #1 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, თბილისიდან 2000 კილომეტრის დაშორებით რუსეთის პრეზიდენტი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს იბარებდა მოსკოვში, წითელ მოედანზე. ხოლო, როდესაც ჯორჯ ბუში-უმცროსი 9 მაისის ღამეს თბილისში, მეიდანზე, ბაღდადურს როკავდა, რუსეთის ბორტი #1 სომხეთის ქალაქ გიუმრის რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაეშვა და მეორე დღეს, 10 მაისს, ბუშის მიერ სააკაშვილის დემოკრატიის შუქურად გამოცხადებაც იქ შეიტყო ვლადიმერ პუტინმა.

დიპლომატია არა მხოლოდ ვერბალური ან წერილობითი ჟანრია, არამედ ჟესტების, ქმედებების ან, საჭირო შემთხვევაში (ამაზეც ქვემოთ), უმოქმედობის ხელოვნებაც.

და, როდესაც პრეზიდენტი ბუში თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ისტორიულ სიტყვას წარმოთქვამდა, იმ მომენტში ვლადიმერ პუტინის ყოფნა თბილისიდან დაახლოებით 200 კილომეტრით დაშორებულ სამხედრო ბაზაზე იყო ის დიპლომატიური ჟესტი, რომელიც ნიშნავდა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ნატოში საქართველოს შესვლას, ანუ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზის შექმნას, რაც რუსეთისთვის ჯერ ამიერკავკასიის, ხოლო ახლო მომავალში მთლიანად კავკასიის დაკარგვას ნიშნავს.

ამ ჟესტის შინაარსი იქნებ გაიგეს კიდეც პოტომაკის ნაპირებზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ყურადღება არ მიაქციეს, რადგან რუსეთი ელცინისდროინდელი მომაკვდავი იმპერია ეგონათ, რომელიც დღეს თუ ხვალ თავისით უნდა ჩამოშლილიყო, მაგრამ ამას მოჰყვა 2007 წელს პუტინის მართლაც ისტორიული გამოსვლა მიუნხენში, სადაც პირდაპირ განაცხადა, დღეიდან მსოფლიო აღარ არის ერთპოლუსიანიო. სწორედ მიუნხენში დაესვა წერტილი 17-18 წლის განმავლობაში აშშ-ის დაუსჯელ პარპაშს. 2008 წელს კი აშშისგან გულმოცემული სააკაშვილი რუსეთმა ადვილადწამოიკიდაპროვოკაციაზე. დაიწყო რუსეთსაქართველოს ომი და ამჯერად დე იურედაც დავკარგეთ ის, რაც დე ფაქტო დიდი ხნის წინათ გვქონდა დაკარგული, პლუს _ ახალგორი და კოდორის ხეობა.

აი ასეთი სამწუხარო შედეგი გამოიწვია დიდი კაცის პირველმა ვიზიტმა პატარა საქართველოში, რომელიც გლობალურ თამაშებში პაიკის როლს ასრულებს და ამიტომაც ჩვენ “სტრატეგიული მოკავშირე” აშშ, თუ არ ჩავთვლით სასმელი წყლითა და პამპერსებით დატვირთულ სამხედრო გემებს, სხვა ვერაფრით დაგვეხმარა.

იმავე ნეხვში, იმავე მიზეზებით, საქართველოზე ღრმად ზის უკრაინა, რომელსაც მაღალი თანამდებობების ამერიკელი მაღალჩინოსნების (მათ შორის, აშშ-ის იმჟამინდელი ვიცეპრეზიდენტის _ ჯო ბაიდენისა და მისი თანაშემწის _ ვიქტორია ნულანდის) ვოიაჟებმა, ერთი ციცქნა სოხუმ-ცხინვალი რა მოსატანია, საქართველოზე 2-3-ჯერ დიდი ტერიტორიები დააკარგვინა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის სახით, რომელთა დაბრუნებასაც ვერავითარი სანქციები ვერ აიძულებს რუსეთს.

ეს ყველაზე უკეთ სანქციების დამწესებელმა ამერიკელებმა იციან. ჰოდა, უკრაინამ თავის თავს მიხედოს, ხოლო ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ.

რისთვის დამჭირდა ეს ვრცელი ექსკურსი უახლოეს წარსულში?

რისთვის და, მეშინია, კვლავ არ განმეორდეს 2008 წლის მოვლენები საქართველოში, რადგან გასულ კვირას კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის სტუმარი გვეწვია _ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელსაც ხბოს აღტაცებით შეხვდა სულგაყიდული ხელისუფლებაც და ოპოზიციაც.

ზემოთ დიპლომატიური უმოქმედობა ვახსენე და, თუ ჯორჯ ბუში-უმცროსის ვიზიტს საქართველოში რუსეთის პრეზიდენტმა გიუმრიში ჩასვლით უპასუხა და ამან საქართველოსთვის დამანგრეველი შედეგები მოიტანა. ახლა, მაიკ პენსის ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 6 თვის განმავლობაში ამაოდ ელოდა აშშ-ის ადმინისტრაციისგან აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარების სურვილის იმპულსებს, ითვალისწინებდა რა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მთელი ნეოლიბერალური კონგრეს-სენატი, შოუბიზნესი, მასმედია და ა.შ. ებრძოდა. ჩემი მხრიდან კი დავამატებ: ბატონ პუტინს, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ კონგრეს-სენატის მარიონეტი დონალდ ტრამპი, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ… ამიტომ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სტრატეგიული მოთმინების (უმოქმედობის) ხანა დამთავრდა და რუსეთი უპასუხოდ აღარ დატოვებს არც ერთ ანტირუსულ გამოხდომას, სანქციები იქნება ეს თუ სხვა რამ.

ვფიქრობ, პუტინის ეს განცხადება გიუმრის ჟესტზე გაცილებით მძაფრი, კატეგორიული და სამხედრო ძალაზეა ორიენტირებული, რომლის ეფექტიანობაც რუსეთმა მსოფლიოს დაანახვა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებით _ ჰაერიდან, წყლიდან თუ წყალქვეშიდან უზუსტესი დარტყმებით.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრება მართებს და არა ხოხვა აშშის ვიცეპრეზიდენტის წინაშე.

ნიშანდობლივია, რომ მაიკ პენსი შეხვდა საპარლამენტო და პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს: დავით ბაქრაძეს (“ევროპული საქართველო, მოძრაობა თავისყფლებისთვის”), ნიკა მელიას (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”), დავით უსუფაშვილს (“შენების მოძრაობა”), შალვა შავგულიძეს (“თავისუფალი დემოკრატები”). საქართველოს ხელისუფლებაც (საკანონმდებლოც და აღმასრულებელიც) რომ ლიბერალურ რელსებზე შედგა, სამწუხაროდ, არახალია.

და, თუ ჩამოთვლილ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო “ოპოზიციურ” პარტიებს გადავხედავთ, რომლებსაც მაიკ პენსი შეხვდა, თამამად შეიძლება სამწუხარო დასკვნის გაკეთება: აშშის კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი და მათგან გაფარჩაკებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მხარს უჭერენ მხოლოდ ნეოლიბერალური იდეოლოგიის პარტიებს და არა ქართველი ხალხის უმრავლესობას, რომელსაც სძულს ყოველივე ნეოლიბერალური, როგორც ქართველობის, მართლმადიდებლობის მტერი.

ცალკე საუბრის თემაა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომელიც საპარლამენტო პარტიაა, მაგრამ მის წარმომადგენლებს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან აუდიენციის პატივი არ დასდეს. პატრიოტები ამას პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პროტოკოლის სამსახურს აბრალებენ, _ სპეციალურად დაგვბლოკესო. ასეც რომ იყოს, თვით აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ხომ იცოდა “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ და ამიტომ პროტოკოლის გაუთვალისწინებლად თვითონ უნდა მოეთხოვა პატრიოტთა საპარლამენტო ფრაქციასთან შეხვედრა. რადგან ასე არ მოხდა, მივმართავ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”: ამაზე დიდი შეურაცხყოფა და თავლაფდასხმა გაგონილა? ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ ბრიუსელვაშინგტონში არავის სჭირდებით?

რუსეთის პარლამენტში ვიზიტებს მივესალმები, მაინც კრემლის აგენტებს გიწოდებენ და ხომ არ დადგა დრო საგარეო ორიენტირების კარდინალურად და უშიშრად გადახედვისა?

დღეს რისკის დროა, პატრიოტებო, რისკის!..

დავით მხეიძე

P.S. “საქართველო და მსოფლიოსეს ნომერი, რომელიც ახლა ხელში გიჭირავს, მკითხველო, 8 აგვისტოს გამოვიდა, ანუ ზუსტად 9 წლისთავზე 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან.

ამ თარიღის აღნიშვნას ომის გამჩაღებელი ნაცები .. მცოცავ მავთულხლართებთან აპირებენ.

ნაწილი, ალბათ, ხელისუფლებასთან ერთად, ძმათა სასაფლაოზეც მივა, სადაც ყველაზე მეტ ნიანგის ცრემლებს ისინი დაღვრიან, ვინც 9 წლის წინათ ერთმანეთს ასწრებდა სარფისა თუ წითელი ხიდის გამშვებ პუნქტებზე.

მე, როდესაც ძმათა სასაფლაოს ვუყურებ, სიამაყის ნაცვლად, უსაზღვრო სინანულის გრძნობა მეუფლება აშშის ინტერესებისა და სააკაშვილის ავადმყოფური ამბიციებისთვის უაზროდ დაღუპული ქართველი ბიჭების გამო!

აშშის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის დღეებს დაემთხვა ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი მამლუქის დაღუპვა.

სად და რატომ, რისთვის და ვისთვის?

ეს რიტორიკული კითხვა არ მასვენებს

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here