Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ჭეშმარიტად მოსიყვარულე პოლიტიკური ძალა მოევლინა

საქართველოს ჭეშმარიტად მოსიყვარულე პოლიტიკური ძალა მოევლინა

468
საქართველოს ჭეშმარიტად მოსიყვარულე პოლიტიკური ძალა მოევლინა

ამ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელიასოციალისტური კოალიცია აღორძინებისთვის”. როგორც ვხედავთ, ის რამდენიმე თანამოაზრე პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს; მჯერა, ახლო მომავალში მას ახალი, ჯანსაღად მოაზროვნე ძალები შეემატებიან.

მადლობა ეთქმის სიმართლის ჭეშმარიტ სიმბოლოს, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” სარედაქციო კოლეგიას, რომელმაც ახლახან გაზეთის მე-5 ნომერში (17-23 თებერვალი, 2021 წ.) პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი თავკაცის _ პატივცემულ თემურ ფიფიას _ მთელი მე-17 გვერდი რომ დაუთმო აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამის წარმოსადგენად. “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტ ეკა ნასყიდაშვილთან საუბარში თემურ ფიფიამ დაწვრილებით გააშუქა საქართველოში სოციალისტური სისტემისა და, მაშასადამე, სოციალური სამართლიანობის აუცილებლად დამკვიდრების გზები და მიმართულებები. ეს არ იქნება საბჭოური სოციალიზმის ასლი, არამედ იქნება სოციალისტური სისტემისა და კერძო სექტორის თანაარსებობა და შეჯიბრება.

მე, ისტორიკოსპოლიტოლოგი, ახლახან 92- წელში გადაბიჯებული ხანდაზმული, მრავლისმნახველი და მათი გონებაში გადამხარშველი, უყოყმანოდ ვიწონებსოციალისტური კოალიცია აღორძინებისთვისსამოქმედო პროგრამას და თავს უფლებას ვაძლევ, მოვუწოდო ყველა ქართველსა და არა მხოლოდ ქართველს, ხელში აიღონსაქართველო და მსოფლიოსაღნიშნული ნომერი და მუშტრის თვალით, გულისხმიერად გაეცნონ ახალი გეოპოლიტიკური ორგანიზაციის ჭეშმარიტად სამართლიან და ცხოვრების მიერ მბრძანებლურად ნაკარნახებ პროგრამას, რომელიც მე ორჯერ გულდაგულ გადავიკითხე. ბოლოს, მინდა განხილვისთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ჩემეული ხედვა გაახლოთ. აი, ისიც: საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს სახალხო ფედერაციულ რესპუბლიკად, რომლის სუბიექტები იქნებიან კომპაქტურად დასახლებული აფხაზთა, ოსთა, სომეხთა და აზერბაიჯანელთა ავტონომიური მხარეები სათანადო უფლებამოსილებებით, როგორც ადგილზე, მხარეებში, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაშიც; ამით შევქმნით ხელსაყრელ პირობებს ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისთვის. როგორ? საქართველოში მცხოვრები სომხები თუ აზერბაიჯანელები აღარ მღერიან და ცეკვავენ? აუცილებელია ტელეეკრანებიდან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მათი შემოქმედებაც ვიხილოთ, თანაც რეგულარულად.

ჩვენს მზრუნველობასა და განვითარებას მოითხოვს ქართველური ენები _ მეგრული და სვანური.

პატივისცემით, გივი გურეშიძე,

ისტორიის დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here