Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს საგარეო ვალმა ერთ თვეში 230 მლნ დოლარით მოიმატა

საქართველოს საგარეო ვალმა ერთ თვეში 230 მლნ დოლარით მოიმატა

1874
საქართველოს საგარეო ვალმა ერთ თვეში 230 მლნ დოლარით მოიმატა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ისევ იზრდება. 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 6 991 მლრდ დოლარი, ანუ 22 602 მლრდ ლარი შეადგინა. ეს 230 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი 6,761 მლრდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 6 991 მლრდ დოლარიდან მთავრობის საგარეო ვალი 6 737 მლრდ დოლარია, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი _ 254,095 მლნ დოლარი. საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). IDA-ს მიმართ ვალი 909 480 მლნ დოლარია; IBR-ის მიმართ _ 1 073 მლრდ, აზიის განვითარების ბანკის მიმართ კი _ 1 415 მლრდ.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 2 278 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი _ 1 791 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა 703 817 მლნ ლარით.

BPN.GE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here