Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს მეცნიერული ეროვნულ-გეოპოლიტიკური კონცეფცია უნდა ჰქონდეს

საქართველოს მეცნიერული ეროვნულ-გეოპოლიტიკური კონცეფცია უნდა ჰქონდეს

79
საქართველოს მეცნიერული ეროვნულ-გეოპოლიტიკური კონცეფცია უნდა ჰქონდეს

ბუნებრივ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე _ ობიექტურად ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებაზე დაყრდნობილი მეცნიერული ხედვა ქვეყანას საგარეოპოლიტიკური კურსის სწორად განსაზღვრაში დაეხმარება, თავს დავაღწევთ გეოპოლიტიკურ სიბრმავეს _ აშშდასავლეთის პოლიტიკურ კორონავირუსს.

ყველაზე მარტივი წარმოჩინებით, სახელმწიფოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ქვეყნის ბუნებრივი გეოგრაფიული მდგომარეობითაა ნაკარნახევი _ გეოპოლიტიკა ეწოდება. “გეო” ბერძნულად მიწას ნიშნავს; ე.ი. საქმე გვაქვს მიწის მიერ ნაკარნახევ სახელმწიფო საქმეებთან.

ქვეყნის ბუნებრივ გეოგრაფიულ მდგომარეობაში გეოპოლიტიკის ცნობილი გერმანელი თეორეტიკოსი ფრიდრიხ რატცელი (1844-1904 წწ.) წიგნში “პოლიტიკური გეოგრაფია” გულისხმობდა: ქვეყნის ტერიტორიულ მდებარეობას, მის სიდიდეს; მოსახლეობის რაოდენობას, წიაღისეულ სიმდიდრეებს; ზღვაზე გასასვლელს ან მის არარსებობას; ეკონომიკურ პოტენციალს, ბაზრების ფლობას; მოცემული ქვეყნის მოსაზღვრე ქვეყნებს და მათთვის _ დიდებისა და პატარებისთვის, ამ ქვეყნის მნიშვნელობას, უწინარეს ყოვლისა, უშიშროების თვალსაზრისით.

ბუნებრივ-გეოგრაფიული ფაქტორების აუცილებელ გათვალისწინებას ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის შემუშავებისას შვედმა მეცნიერმა რუდოლფ ჩელენმა (1864-1922 წწ.) გეოპოლიტიკა უწოდა.

ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, უნდა ჰქონდეს ბუნებრივ-გეოგრაფიულ ფაქტორებზე დაყრდნობილი მეცნიერული გეოპოლიტიკური კონცეფცია _ ხედვა. ასეთი კონცეფცია აუცილებლად გვეტყვის: საქართველო მდებარეობს ევრაზიის აზიურ ნაწილში, სამხრეთ კავკასიაში _ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის უშუალო სამეზობლოში და არა ევროპაში, როგორც ეს საქართველოს ხელისუფალთ და ოპოზიციის დიდ ნაწილს ჰგონია.

აშშ-დასავლეთის პოლიტიკური კორონავირუსისგან გეოპოლიტიკურად დასნეულებული ქართველები ვერ ხედავენ 700-კილომეტრიან საერთო საზღვარს ბირთვული იარაღით აღჭურვილ რუსეთთან და თავი შუაგულ ევროპაში ჰგონიათ; ამის ნივთმტკიცებაა პარტია “ევროპული საქართველო” და “ევროპელი სოციალისტები”.

საბედნიეროდ, საქართველოში გვყავს მეცნიერული ძალები, რომლებსაც ხელეწიფებათ, ჩამოაყალიბონ ჭეშმარიტად მეცნიერული სახელმწიფოებრივი გეოპოლიტიკური კონცეფცია _ ხედვა. ასეთი კონცეფცია მბრძანებლურად გვიკარნახებს, ყურად ვიღოთ ქართული მიწაწყლის ძახილი: არა ნატოს _ კეთილმეზობლობა რუსეთთან! მხარი დავუჭიროთ საქართველოს კათალიკოსპატრიარქის _ ილია მეორის მიერ ჯერ კიდევ 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლეში გამოთქმულ ბრძნულ რჩევას: “ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყველაზე მისაღები პოზიცია ნეიტრალიტეტია”.

ქართული მეცნიერული გეოპოლიტიკური ხედვის წყაროა ჭეშმარიტების სიმბოლო გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”; მოვუწოდებ ხელისუფალთ, ოპოზიციას _ ყველას: იკითხეთ მისი დიდებული პუბლიკაციები და ამერიკულ პოლიტიკურ კორონავირუსს თავს დააღწევთ.

ქართული ეროვნული გეოპოლიტიკური ხედვა უნდა დაემყაროს ცნობილი ლექსიდან ფრაზას: სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება…”

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here