მთავარი პოლიტიკა საქართველოს დილემა _ ერთმორწმუნე რუსეთთან თუ სატანისტი ანგლოსაქსების იმპერიაში

საქართველოს დილემა _ ერთმორწმუნე რუსეთთან თუ სატანისტი ანგლოსაქსების იმპერიაში

ფრანგებს რა გაუბედეს და ჩვენ რას გვიზამენ, წარმოგიდგენიათ?!

303
გააზიარეთ

ბოლო პერიოდში მსოფლიოს თითქმის ყველა პოლიტოლოგექსპერტისა და მედიასაშუალების ყურადღება ავღანეთიდან აშშის ჯარების სამარცხვინო ევაკუაციაგაქცევისკენ იყო მიპყრობილი. ამ მხრივ გამონაკლისი ვერცსაქართველო და მსოფლიოიქნებოდა. გაზეთის წინა, 32- ნომერში, გამოქვეყნებულ მასალების დიდი ნაწილი ეძღვნებოდა სწორედ ამ თემას _ ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, აშშისდემოკრატიულიიმპერიის კრახს, ანუ .. ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრულის ოფიციალურად გაფორმებას. დიახ, მხოლოდ ოფიციალურად გაფორმებას, თორემ დე ფაქტო ერთპოლუსიანი მსოფლიო, კარგა ხანია (მას შემდეგ, რაცრუსმა დათვმაბრჭყალები გამოაჩინა), აღარ არსებობს.

“ბრჭყალების გამოჩენაში” 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის აწ უკვე ისტორიული გამოსვლა იგულისხმება, როცა მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ახლა რუსეთი “კოლექტიური დასავლეთის” მიერ ლოთბაზარა ელცინის პრეზიდენტობისას დაჩოქებული კი არა, გეოპოლიტიკაში დაბრუნებული, თავისი სტრატეგიული ინტერესების დასაცავად ორ თათზე მრისხანედ შემართული დაუნდობელი “რუსული დათვია”-ო… მაგრამ, ყოველივე ეს აშშ-მა, ეტყობა, უსაფუძვლო პროპაგანდად, ბლეფად ჩათვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიშიკოს 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომს არ დააწყებინებდნენ ოკეანისგაღმელი პატრონები. გაქცევაში მაგრები რომ არიან, ეს ავღანეთამდეც გვიჩვენეს ჩვენმა “სტრატეგიულმა მოკავშირეებმა”, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ფოთში შემოსული “ოკუპანტების” დანახვისას უკან მოუხედავად მოკურცხლეს და მართალია, არა იმდენი, რამდენიც ავღანეთში, მაგრამ, რამდენიმე “ჰამერი” და სხვა სახის სამხედრო ტექნიკა შეატოვეს რუსეთის ჯარს. რუსებს ძალა რომ “შესწევთ ქადილისა”, მიუნხენის შემდეგ მყისვე თუ არა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩნდა _ გეოპოლიტიკაში ისეთი მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო და ეს ისევ ვლადიმერ პუტინის ისტორიულ, ფრთიან ფრაზას უკავშირდება გაეროს საიუბილეო, 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო სესიაზე, რომელსაცკოლექტიური დასავლეთისქვეყნების პირველი პირები ესწრებოდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა 2015 წლის 28 სექტემბერს წარმოთქმული სიტყვა დაასრულა ფრაზით: “Вы хотъ понимайте, что вы натворили” და ისე, რომ საიუბილეო სხდომის დასრულებას არ დალოდებია, თავის თვითმფრინავს მიაშურა. ამით, ხატოვნად თუ ვიტყვით, “კარი გაიჯახუნა” და მეორე დღესვე რუსეთის ავიაკოსმოსურმა ძალებმა პირველი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ინფრასტრუქტურაზე. ხოლო, როდესაც კასპიის ზღვის აკვატორიიდან (რომელიც სირიას დაახლოებით 1500 კმ-ით არის დაშორებული) “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების პოზიციებზე “კალიბრის” უახლესი რაკეტებით უზუსტესი დარტყმები განახორციელეს, ლიბერასტი “ურწმუნო თომები” იძულებულნი შეიქნენ, ეღიარებინათ, რომ, რასაც ცოტა ხნის წინათ პუტინის მიერ დასავლეთის დასაშინებლად შექმნილ პროპაგანდისტულ მულტფილმს უწოდებდნენ, ანიმაცია კი არა, სინამდვილე ყოფილა. ახლახან კი რუსეთის .. ჰიპერბგერითი რაკეტებისმულტიკებმაკოლექტიური დასავლეთი, რომელიც ჯერჯერობით, რომ იტყვიან, “ახლოსაც არ არისჰიპერბგერითმულტფილმებთან, შოკში ჩააგდო, რადგან ხედავს, რომ ჰიპერბგერითი რაკეტებიც, ბირთვულისა არ იყოს, შემაკავებელი ფაქტორია. თუ ბირთვული ომის შემთხვევაში დედამიწა განადგურდება, პუტინის ფრთიანი ფრაზის მიხედვით, მხოლოდ ერთი ნუგეში გვექნება _ ისინი, როგორც ბირთვული აპოკალიფსის დამწყებნი, ჩაძაღლდებიან, ხოლო ჩვენ, როგორც მოწამენი, სამოთხეში ვცხონდებით.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინება, მასზე დაფიქრება ჩვენს უნიათო მთავრობასაც არ აწყენდა, რადგან აშშის მხრიდან მსოფლიოს ერთპიროვნული მართვა, ჰეგემონია დასასრულს მიუახლოვდა, ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი მრავალპოლუსიანით (სავარაუდოდ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და აშშ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ევროკავშირი, თუმცა ამაზე ქვემოთ) შეიცვლება და საქართველო დილემის წინაშე აღმოჩნდება _ ჩვენს ქვეყანას მოუწევს იმის განსაზღვრა, რომელ პოლუსს შეაფაროს თავი, რადგან კვლავ ურაპატრიოტობა _ არც ის მინდა და არც ეს, საბოლოოდ დაღუპავს საქართველოს.

წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ავღანეთში ანგლოსაქსების კრახმა ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასრულება გამოიწვია, მაგრამ არაფერი გვითქვამს იმაზე, რომ იანკების ჰეგემონიის დასასრული ნატოს, ევროკავშირის დასასრულის დასაწყისიც შეიძლებოდა ყოფილიყო…

ანგლოსაქსებმა 2016 წელს საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის დადებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც საფრანგეთს ავსტრალიისთვის დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავები უნდა დაემზადებინა, ჩაშალეს. ავსტრალიას საფრანგეთის ნაცვლად ატომურძრავიან წყალქვეშა ნავებს (ატომური ძრავებით) აშშ აუგებს. ამით პარიზმა, ეკონომიკურთან ერთად, მორალური ზარალიც მიიღო, ამას ამაყი ფრანგები ეკონომიკურ ზარალზე უფრო მეტად განიცდიან. ანგლოსაქსების საქციელმა ისეთი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია, რომ საფრანგეთმა აშშ-სა და ავსტრალიასთან მრავალწლიანი ურთიერთობების განმავლობაში პირველად, ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გაიხმო. უფრო მეტიც _ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორანს პარლიმ მის ბრიტანელ კოლეგა ბენ ვოლასთან მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერის ინფორმაციით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი შექმნილი კრიზისის გამო უახლოეს დღეებში სატელეფონო საუბარს გამართავენ. ეს საუბარი კი, როგორც ერთმა ფრანგმა დიპლომატმა განაცხადა, “ტკბილი არ იქნება”. სად არის, რატომ არსად ჩანს ამ სკანდალში ბრიტანეთი? პარიზმა რატომ ლონდონიდანაც არ გაიწვია თავისი ელჩი კანბერავაშინგტონის მსგავსად? ლონდონი ხომ ზემოხსენებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტის ჩაშლის ერთერთი ინიციატორია? სად არის და, როგორც საფრანგეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირის შემდგომი დეზინტეგრაციისთვის, ანუ დაშლისთვის იღვწის. ისე, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ევროკავშირის დაშლისა და მის წევრებთან ცალ-ცალკე ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყების იდეა აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. ევროკავშირის დაშლის პირველი საგანგაშო ზარი ლონდონმა დაარისხა და ბრიტანელებმა დატოვეს კიდეც ეს გაერთიანება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირში საფრანგეთისა და გერმანიის სახით ეკონომიკურ-პოლიტიკურად მხოლოდ 2 დიდი მოთამაშე დარჩა. პირველი იერიში პარიზზე მიიტანეს ანგლოსაქსებმა, რომელსაც ლოგიკურად შეიძლება მოჰყვეს გერმანიაზე შეტევა, ეს კი ევროკავშირის დაშლას გამოიწვევს… რაც შეეხება მართლმადიდებელ რუსეთს, ეს ზესახელმწიფო აუცილებლად გახდება (თუმცა რაღა გახდება, უკვე არის) ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი პოლუსი, ამიტომ ვიმეორებ: საქართველო დილემის წინაშე აღმოჩნდება და მოუწევს, მიიღოს გადაწყვეტილება _ რომელ პოლუსს შეაფაროს თავი.

რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა, იმდენად დიდი, რომ არ შეიძლება ვინმეს ან რამეს წევრი, ნაწილი იყოს. რუსეთი არც აზიაა, არც ევროპა, არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთი _ იგი 8 საათობრივ ზოლზე გადაჭიმული, აურაცხელი ბუნებრივი სიმდიდრის მფლობელი, კულტურულ-ეკონომიკური სივრცეა. მას უპირისპირდება ანგლოსაქსების ლიბერასტული იმპერია, რომელიც, როგორ ექცევა ძლიერი ეკონომიკის “სტრატეგიულ პარტნიორ” და ნატო-ს წევრ საფრანგეთს, უკვე ვნახეთ. მიუხედავად ამისა, მაინც ნატო-ევროკავშირი აკერია პირზე ჩვენს ქოც-ნაცების ხელისუფლებას. ფრანგებს რა გაუბედეს და ჩვენ რას გვიზამენ, წარმოგიდგენიათ?!

დავით მხეიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here