მთავარი საქართველო საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა

759
გააზიარეთ
საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9,6%-ით შემცირდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წელს პირველ კვარტალში ქვეყნიდან 44,261 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი _ 48,976 მლნ დოლარის ღირებულების.

შემცირებული მოცულობა ყველა ძირითად იმპორტიორ ქვეყანაში თანაბრად ნაწილდება, შესაბამისად, მკვეთრი კლება არც ერთგან არ შეინიშნება. ტრადიციულად, ექსპოტირებული ქართული ღვინის ყველაზე დიდი წილი წელსაც რუსეთზე მოდის _ 59,5%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, “ბიზნესპრესნიუსი” გვთავაზობს ჩამონათვალს იმ 10 ქვეყნისა, რომლებშიც 2020 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინო ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა: რუსეთი (26,356 მლნ დოლარი), უკრაინა (5,094 მლნ), პოლონეთი (2,994 მლნ), ჩინეთი (2,058 მლნ), ყაზახეთი (1,225 მლნ), ლატვია (937,8 ათასი), გერმანია (795,7 ათასი), ამერიკა (691,9 ათასი), ბელარუსი (685,9 ათასი) და ლიეტუვა (463,8 ათასი).

აღსანიშნავია, რომ შარშან ათეულში იყო ესტონეთი,  წელს კი ის ბალტიისპირეთის მეორე ქვეყანამ _ ლიეტუვამ ჩაანაცვლა.

ინტერპრესნიუსი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here