Home სხვადასხვა დაიჯესტი საფრანგეთში ქრისტიანულ ძეგლებზე თავდასხმა გახშირდა

საფრანგეთში ქრისტიანულ ძეგლებზე თავდასხმა გახშირდა

339
საფრანგეთში ქრისტიანულ ძეგლებზე თავდასხმა გახშირდა

საფრანგეთის პოლიციამ 2018 წელს კათოლიკურ ძეგლებზე, უმეტესად კი ტაძრებსა და სასაფლაოებზე, ქურდობის 129, ხოლო ვანდალიზმის 877 შემთხვევა აღრიცხა. ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. ფრანგი ეპისკოპოსების ასოციაცია იუწყება, რომ 2019 წლის მხოლოდ პირველ სამ თვეში საფრანგეთში ანტიქრისტიანული ძალადობრივი აქტის 228 შემთხვევა აღირიცხა ქვეყნის 45 რეგიონში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008-2019 წლებში ქრისტიანულ ძეგლებზე თავდასხმები გაოთხმაგდა.

საფრანგეთის გარდა, სადაც ყველაზე მეტი თავდასხმა ხდება, ქრისტიანულ ძეგლებზე ქურდობისა და ვანდალიზმის შემთხვევებმა ევროპის მასშტაბით მოიმატა. ვენაში მდებარე “ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართული შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ობსერვატორიამ” 2017 წელს ევროპაში 275 ანტიქრისტიანული ინციდენტი აღრიცხა, რაც გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here