Home რუბრიკები სამართალი საფრანგეთში ახალგაზრდა მინისტრი მეძავის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

საფრანგეთში ახალგაზრდა მინისტრი მეძავის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

1039
ჟერალდ დერმანენი

პარიზის პროკურატურამ განაახლა გამოძიება საფრანგეთის სახელმწიფო ანგარიშების მინისტრის, 35 წლის ჟერალდ დერმანენის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება 45 წლის მეძავის გაუპატიურება 2009 წელს.

სავარაუდო მსხვერპლმა პირველად 2017 წლის გაზაფხულზე იჩივლა, რის გამოც პროკურატურამ პირველად დაიწყო გამოძიება დერმანენის საქმეზე. მინისტრი იმთავითვე ყველა ბრალდებას უარყოფდა და შეიტანა შემხვედრი სარჩელი ცილისწამებაზე.

2018 წლის იანვარში ყოფილმა მეძავმა ხელახლა იჩივლა პროკურატურაში. იგი მბობს, რომ დერმანენმა მას მოსთხოვა სექსი ჯარიმის გადაუხდელობის სანაცვლოდ, ქალს არ სურდა დაჯარიმება და დათანხმდა წინადადებას.

დერმანენი ამტკიცებს, რომ ცილს სწამებენ და გადადგომას არ აპირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here