Home სხვადასხვა დაიჯესტი საფრანგეთში აკრძალავენ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას

საფრანგეთში აკრძალავენ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას

3096
ბავშვები

საფრანგეთი გეგმავს, გაამკაცროს სექსუალური თანხმობის კანონმდებლობა.

არსებული კანონმდებლობით, სექსუალურ ურთიერთობაზე თანხმობის წლოვანება 15 წელია. ამასთანავე, სექსი მასთან, ვინც ამ წლოვანების არ არის, გაუპატიურებად არ ჩაითვლება, თუ ძალადობა, იძულება ან დაშინება გამოყენებული არ იყო. დანაშაული კლასიფიცირებულია, როგორც არასრუწლოვნის შებილწვა და ისჯება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით და ჯარიმით 75 ათასი ევროს ოდენობით. უფრო მკაცრ მუხლზე გადაკვალიფიცირებისთვის გამომძიებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ არასრულწლოვანზე იძალადეს.

დღეს კანონმდებლები აპირებენ, დაადგინონ, რომ ზრდასრულ და 15 წელს მიუღწეველ ადამიანებს შორის სექსი არის გაუპატიურება. ამ ასაკობრივი ლიმიტის დაწესებას უახლოესი კვირების განმავლობაში გეგმავენ.

BBC News -ი აღნიშნავს, რომ 2017 წელს საზოგადოებრიობა ააღელვა ორმა სასამართლო პროცესმა, რომლებზეც მამაკაცების მიერ ბავშვების გაუპატიურება განიხილებოდა. პირველ შემთხვევაში, მოძალადე, რომელსაც ბრალად წაუყენეს 11 წლის გოგონას გაუპატიურება, გაამართლეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მსხვერპლი არავის დაუშინებია, მის წინააღმდეგ ძალა არავის გამოუყენებია და იძულებასაც ადგილი არ ჰქონია, ხოლო ის, რაც მოხდა, გოგონასთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

მეორე შემთხვევაში 28 წლის მამაკაცს წაუყენეს ძალადობის ბრალდება, თუმცა მსხვერპლზე ფიზიკური ზეგავლენა არავის მოუხდენია.

მოგვიანებით სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here