მთავარი პოლიტიკა სატელევიზიო “პატრიოტიზმი” და “ტვინით რემბო” სიცოცხლის დაზღვევით!

სატელევიზიო “პატრიოტიზმი” და “ტვინით რემბო” სიცოცხლის დაზღვევით!

1104
გააზიარეთ
სატელევიზიო “პატრიოტიზმი” და “ტვინით რემბო” სიცოცხლის დაზღვევით!

ატოცი _ ახალი ტიპის ქართულიპატრიოტიზმისაკვანი! ეს სოფელი ისტორიაში იმით შევა, რომ აქ, ამ ადგილებში ჩაუყარა საფუძველისამოქალაქო აქტივისტმადავით ქაცარავამ და მისმა ჯგუფმა სამშობლოს მტრისგან დაცვის ახალ მეთოდს _ “დგომით პატრიოტიზმს”. მტერი შენს ტერიტორიაზე რომ არ შემოიჭრას, ამისთვის თურმე საჭიროა, გაშალო კარავი, იდგე ამ კარვის წინ უიარაღოდ და ხანდახან ბინოკლით გახედო იმ მიდამოს, რომელზეც ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო შენაერთები დგანან.

მთელი ეს “პატრიოტული შაპიტო” ისე პოპულარულია საზოგადოების გარკვეულ წრეებში, რომ თუნდაც სხვა თემაზე წერდე ან ამბობდე რამეს, ვინმე მატრაკვეცა “პატრიოტი” მაინც აუცილებლად შეგეცმება პირში და დაგისვამს “ჩამჭრელ კითხვას”: ატოცში რატომ არ ხარ? მაგალითად, ამას წინათ, როდესაც მსოფლიოს “გლობალურ ათეულში” მოხვედრილ ცნობილ პედაგოგ ლადო აფხაზავაზე დავწერე სოციალურ ქსელში, ერთი ქალბატონი “შემომიხტა” და მომწერა: “თუ ასე მაგარი ხარ, წადი ატოცში და იქ დადექი დავით ქაცარავასა და სხვა ქართველი პატრიოტების გვერდით”-ო.

მართალია, მაშინ ვერაფრით გავიგე, რა შუაში იყო ყოველივე ეს ლადო აფხაზავასთან, მაგრამ ორიოდე დღეში გაირკვა, რა აკავშირებდა ატოცთან ლადო აფხაზავას. საქმე ისაა, რომ დავით ქაცარავას სოციალურ ქსელებში იმავე ადამიანთან ერთად გადაღებული ფოტო გაუვრცელეს, რომელთანაც მანამდე ლადო აფხაზავას ჰქონდა გადაღებული. ანუ, ჩვენიგმირი პატრიოტიფოტოზე აღბეჭდილია ცნობილ ჰომოსექსუალთან და ყველაფერ ქართულის მაგინებელ კუკური ბარამიძესთან (იმავემანგოსთან”) ერთად ატოცში.

სხვა თემაა, რა უნდოდა საოკუპაციო ზოლთან “მანგოს”, რომელიც მუდამ ამბობს, რომ “პაციფისტია” და ტყვიას არც რუსს ესვრის არასოდეს, არც ოსმალოს და არც მონღოლს სულაც თბილისის ცენტრში რომ შემოიჭრას მტრული განზრახვით. მთავარია, რატომ იღებენ ამ ჰომოსექსუალ ავანტიურისტ გამოშტერებულთან ეს ჩვენისაამაყო პატრიოტები” “სელფებს”?! როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება დასადღაც იქზუსტად იციან, ვინ უნდაგააპიარონ”, ვის რაფუნქციადააკისრონ და ვინ რა პოზაში დაყენონ.

სწორედ ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყო, ალბათ, ცხინვალის რეგიონში, სოფელ ხურვალეთის გარშემო ატეხილი დავიდარაბა. ბევრს გაახსენდებოდა მიშასდროინდელი “მოდელირებული ქრონიკა”, როდესაც დავით ქაცარავამ დასჭექა: “ხურვალეთში მტერია, რუსი მოდისო!”. საბოლოოდ გაირკვა, რომ რუსი სამხედროები არ გადმოსულან ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა. ქაცარავას საბოლოო განცხადებაც კომიკური იყო: “მე ჩემი თვალით რუსები იქ არ მინახავს, ქალბატონ ლუდა სალიას სიტყვებს დავუჯერე”. ეს ახალიგმირიქალბატონი სწორედხურვალეთის კრიზისისდროს გაიცნო საქართველომ. მისი ეს ერთი განცხადება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თითქმის ყველა ქართულ ტელევიზიას აეტეხა პანიკა, დაეწყოსაგანგებორეჟიმში მაუწყებლობა და დაეზაფრა მოსახლეობა.

და აი, მივედით კიდეც მთავარ სათქმელთან, ანუ იმ რგოლთან, რომელიც კრავს კიდეც ამ ავანტიურისტული და სახელმწიფოსთვის ძალიან საშიში ჯაჭვის ორივე ბოლოს ერთმანეთთან. ეს არის როგორც აქამდე არსებული და მოსყიდული, აგრეთვე, ბოლო პერიოდში სპეციალურად ამისთვის შექმნილი ქართული ტელევიზიები.

დამეთანხმებით, ტელევიზიებმა რომ არ აიტაცონ და “საგანგებო რეჟიმით” არ გადმოსცენ ხოლმე 24 საათის განმავლობაში ეს გამოგონილი მოვლენები და წამყვანებმა დამზაფრავი ხმით არ იხავლონ, _ ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობააო, ვერც ლუდა სალიას განცხადებები გამოიწვევს ამხელა პანიკას და ვერც დათო ქაცარავას ისტერიკები.

განსაკუთრებით შთამბეჭდავად ასრულებს ამ ფუნქციას “ტვ-პირველი” და მისი ლიდერი ინგა გრიგოლია. იმ საღამოს, როდესაც ლუდა სალიამ და დავით ქაცარავამ ერთი ამბავი ატეხეს,_ არიქა, ხურვალეთი რუსებმა აიღესო, “ტვ პირველის” ეთერში მორიგი დემაგოგიურ-ინტრიგნული შოუ მიჰყავდათ ინგა გრიგოლიას, ვახო სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილსა და დიანა ტრაპაიძეს. “ტვ-პირველით” აი, რა მოვისმინეთ: ინგა გრიგოლია: “მოვითხოვთ სახელმწიფო მინისტრისგან, გვითხრას გარკვევით, რა ხდება! მან გაავრცელა განცხადება, სადაც არის ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი. აი, მოისმინეთ: რუსმა სამხედროებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც იყვნენ განლაგებული. აი, ამას ამბობს განცხადების თავში ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო ბოლოში ამბობს: ევროკავშირის მისიამ არ დააფიქსირა რუსი სამხედროების საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაო. უკაცრავად, ქალბატონო მინისტრო, თუკი ამბობთ, რომ უკვე დატოვეს ტერიტორია, მაშინ როგორ არ იყვნენ არ გადმოსული?! ანუ დასაწყისში ამბობთ, კი იყვნენ გადმოსულიო და ბოლოს ამბობთ: არ იყვნენო. ეს აბნევს ხალხს და ბუნებრივია, რომ ხალხი ამას აპროტესტებს და ხალხს უჩნდება გაბრაზებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლის განცდა. აი, აქ ვსხედვართ ოთხი კვალიფიციური წამყვანი და მიპასუხეთ, გაიგეთ, რა თქვა თავის ამ განცხადებაში სახელმწიფო მინისტრმა?”

ამის შემდეგ რიგრიგობით დაიდებილეს თავი ვახო სანაიამ, ნინო ჟიჟილაშვილმა და დიანა ტრაპაიძემ. მათი “ლოგიკა” მდგომარეობდა იმაში, რომ თურმე ნათქვამიდან ვერაფერი გაიგეს და ხალხი აუცილებლად უნდა აღშფოთდეს.

ბოლოს ისევ ინგა გრიგოლია ალაპარაკდა კოპებშეკრული და კატეგორიული, მომთხოვნი ტონით: “ახლა უნდა იდგეს ტრიბუნასთან მიყოლებით ხელისუფლების ყველა წარმომადგნელი და ზუსტ განმარტებებს აძლევდეს ხალხს!” _ დაგვიდგინა სრულიად სახელმწიფოს დღის წესრიგი, თანაც ისეთი ტონით, რომ დარწმუნებული იყო, ხალხმა მისი დემაგოგია და ავანტიურა “ჭამა” და ვერავინ შენიშნა, რომ “ოთხმა კომპეტენტურმა” შეგნებულად გამოტოვა მინისტრის განცხადებიდან კონკრეტული ფრაზები, თანაც ამაზე ლამის მთელი 10 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდნენ და მოსახლეობას “გაბრაზებისკენ” მოუწოდებდნენ.

აი ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაც: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებული. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინცინდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის, ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტრიოლირებად ტერიტორიაზე. დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზს მიღმა იდგნენ. სოფელთან ახლოს. რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ტერიტორიებიც, სადაც იყვნენ განლაგებული”.

აბა, მითხარით, რა არის ამ განცხადებაში გაუგებარი ან რა არის აქ “ურთიერთგამომრიცხავი”?

და, როდესაც ამ განცხადებასოთხი კომპეტენეტურითურმევერ იგებს”, რა შთაბეჭდილება შეიძლება დაგრჩეს ნორმალურ ადამიანს? _ მხოლოდ ის, რომ მათი მიზანია პანიკის გამოწვევა, ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილებისა და ნეგატივის გაზრდა და ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყება. რა ვქნა, ამ ოთხიდან არც ერთ “კომპეტენტურზე” მაღალი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ არც იმ დონის დებილები მგონია, რომ ამ უმარტივესი განცხადებიდან აზრი ვერ გამოეტანათ. რეალურად, მათი მიზანია, ყველა ასეთ “ცრუ განგაშზე” (იქნება ეს ვიღაცის მიერ ქსეროქსით გადაღებული ნაბეჭდი “მუქარის წერილის” გავრცელება თუ ვინმე ლუდას მიერ ატეხილი უსაფუძვლო პანიკა), ხელისუფლებას ჩვეული სამუშაო რიტმი დაერღვეს, როგორც ინგამ პირდაპირ თქვა, “24 საათი ტრიბუნებიდან განცხადებები აკეთოს” და ქვეყანაში ცოტა რამ მაინც თუ კეთდება რეალურად, ის საქმეც ვეღარ გაკეთდეს. ასეთი ცრუ განგაშების ატეხვა კი ყოველდღიურად შეიძლება, თუკი მილიონებით დაფინანსებული, სპეციალურად ამისთვის შექმნილი მედიასაშულებები უტიფრად გიჭერენ მხარს. სხვა რაღა უნდა ითქვას უტიფრობაზე, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ჩადის და იქპატრიოტობაზეთავს დებს ადამიანი, რომელიც ტელეეთერში თვითონვე აღიარებს: “პაციფისტი ვარ და არც რუსებს და არც არავის არასოდეს ვესვრი ტყვიას, სახლშიც რომ შემომივარდნენო”. პაციფისტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, თუ პაციფისტი ხარ, საოკუპაციო ხაზთან რა გინდა, შე კაი დედმამიშვილო?” თუ გეი ხარ, “ვაჟკაცობაზე” რატომ მელაპარაკები?! თუ ომში წამსვლელი არ ხარ, მაშინ რატომ იჭაჭები: არიქა, თუ საჭიროა, დავიწყოთ ეს ომიო?! სწორედ ამაზეა საუბარი, რომ დღეს ქართველ საზოგადოებაში ორმაგი სტანდარტებისა და იდიოტური განცხადებების კორიანტელია, რაშიც “ბლოგერად” წოდებულმა გურამ შეროზიამ მართლაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. “თუკი მექნება იმის გარანტია, რომ ცოცხალი დავრჩები, მხოლოდ ამ შემთხვევაში წავალ ომში”, _ ამაყად განაცხადა მან ერთ-ერთ თოქშოუში.

მოგვიანებით კი, როდესაც ადამიანებმა ამაზე პასუხი მოსთხოვეს, უარესი შტერობით იმართლა თავი: მე ომისა და ოკუპანტების წინაშე თავის არდახრის მომხრე რომ ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადად ვიომებ ავტომატით. ყველამ იმ რესურსით უნდა იომოს, რაც უფრო კარგად გამოსდის. თქვენ ავტომატებით და ტყვიებით უნდა დაუხვდეთ მტერს, მე კი გაცილებით ძლიერი ტვინი მაქვს და ამ რესურსით დაგეხმარებით”…

ბევრს გაეცინება, ბევრს გაუკვირდება, ბევრი ვერც კი გაიაზრებს კარგად, რა თქვა ამ “ტვინით რემბო” რეგვენმა. აი, ასეთი “ვაჟკაცები” ითხოვენ დღეს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას და ასეთები გვიწოდებენ ჩვენ “კრემლის აგენტებსა” და “პუტინის მონებს”… თვითონ კი, პერიოდულად, როდესაც ხალხს დროებით მიავიწყდება ხოლმე, ატეხენ პანიკას:

“არიქა! რუსი მოდის!” (გეგონება, რუსების რეალური შემოტევის შემთხვევაში მათი შემჩერებლები იყვნენ) და ამით თავს ახსენებენ საზოგადოებასაც და თავიანთ დამფინანსებლებსაც, _ კიდევ მოგვეცით ფული, თორემ “მიიძინა” თემამ!

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, როგორც ვხედავ, ქართველი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი კი არის ღირსი, მართლაც დაიწყოს ომი და ისინი მტრის პირისპირ ასეთი “ტვინით რემბოების” იმედად დატოვო.

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here