Home სხვადასხვა დაიჯესტი სატანიზმი იპყრობს მსოფლიოს

სატანიზმი იპყრობს მსოფლიოს

1146
სატანიზმი იპყრობს მსოფლიოს

აშშში სატანისტებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ისინი სცნო ეკლესიად

აშშის საგადასახადო სამსახურმა IRSმა მათ მიანიჭა სხვა რელიგიურ ჯგუფებთან გათანაბრებული სამართლებრივი სტატუსი.

2019 წლის 25 აპრილს “სატანის ტაძრის” თანამეგობრობამ, რომელიც მასაჩუსეტსში არის დაბანაკებული, გამოაქვეყნა განცხადება, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობის აღნიშნულმა სახელმწიფო ორგანომ ოფიციალურად აღიარა იგი “ეკლესიად”, _ იუწყება ბრიტანული გამოცემა Catholic Herald.

“ეს აღიარება ნიშნავს, რომ “სატანის ტაძარს” ისეთივე წვდომა აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისადმი, როგორიც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, ის სასამართლოში დაადასტურებს რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ჩვენს პოზიციას და უფლებას დაგვრთავს შევიტანოთ განაცხადი მთავრობის რელიგიური გრანტების მიღებაზე”, _ ნათქვამია თანამეგობრობის განცხადებაში.

ამასთანავე, IRS-ის ინსტრუქცია, რომელიც ორგანიზაციის ვებსაიტზე არის გამოქვეყნებული, ადასტურებს, რომ ოფიციალურად აღიარებულ “ეკლესიებზე” ვრცელდება საგადასახადო წესები ფედერალური საშემოსავლო გადასახადიდან ავტომატურად გათავისუფლების შესახებ.

IRS-ის წესებით, ეკლესია უნდა უპასუხებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს, როგორიცაა აღიარებული რწმენა და თაყვანისცემის ფორმები, საეკლესიო მართვის ჩამოყალიბებული მმართველობა, დოქტრინის ფორმალური კოდექსი, თაყვანისცემის დადგენილი ადგილები და სხვ.

შეგახსენებთ, “სატანის ტაძარი” დაარსდა 2012 წელს ქალაქ სალემში, მასაჩუსეტსის შტატში, მიჩიგანში. ამ გაერთიანების წევრები თავიანთ “ეკლესიას” “არაათეისტურ ორგანიზაციას” უწოდებენ, რომლის მიზანია “ადამიანებში კეთილგანწყობილებისა და ემპათიის წახალისება”. ისინი ამტკიცებენ, სატანისტურ გამოსახულებებს, იყენებენ სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფას “პრაქტიკული გონიერებისა და სამართლიანობის” დასამკვიდრებლად”.

მათ რამდენჯერმე უკვე შეიტანეს სარჩელები სატანისტური გამოსახულებებისა და ქანდაკებების დემონსტრაციის ნებადართვის შესახებ, როგორც ეს ქრისტიანული და იუდეველთა ტრადიციული სიმბოლოების შესახებაა დადგენილი. მისურის შტატში გაიმართა სასამართლო სხდომა “სატანის ტაძრის” ერთ-ერთი წევრი ქალის სარჩელის განსახილველად, რომლითაც მოითხოვდა აბორტების პროფილაქტიკის შესახებ ბროშურების გავრცელების აკრძალვას, რადგან ასეთი ლიტერატურა მის რელიგიურ რწმენას შეურაცხყოფდა.

იუწყებიან, რომ ქრისტეშობის წინა დღეს “სატანის ტაძრის” ჩიკაგოს განყოფილებამ ილინოისის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში თავიანთი ქანდაკება დადგა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here