Home ახალი ამბები საქართველო სასამართლო: დეკანოზი დამნაშავეა შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში

სასამართლო: დეკანოზი დამნაშავეა შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში

837
სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა .. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ”, _ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მას ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით (სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი) და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

შესაბამისად, ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ და მას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობითა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში”, _ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here