მთავარი სამართალი სარკოზი დააპატიმრეს. რატომ არ აპატიმრებენ სააკაშვილს?

სარკოზი დააპატიმრეს. რატომ არ აპატიმრებენ სააკაშვილს?

3187
გააზიარეთ
მიხეილ სააკაშვილი-ნიკოლა სარკოზი

ფრანგული გამოცემალე მონდისმიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 მარტს ნანტერის (პარიზის გარეუბანი) პოლიციამ დააკავა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

პოლიტიკოსს ადანაშაულებენ 2007 წელს თავისი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში, რომლის შედეგადაც მან პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სარკოზიმ მილიონობით ევრო მიიღო ლიბიის დიქტატორისგან _ აწ გარდაცვლილ მუამარ კადაფისგან.

2011 წელს “დემოკრატიული დასავლეთის” ძალისხმევით დამხობილი ლიბიის რეჟიმის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ საფრანგეთის ექსპრეზიდენტს ქრთამის აღებაში, მაგრამ ახლა საქმეში, რომელიც 2013 წელს აღიძრა, როგორც ჩანს, ახალი სამხილები გამოჩნდა.

ნანტერის საპოლიციო უბანში თავისი ფეხით მისული სარკოზი 48 საათით დააკავეს. ამ დროის ამოწურვის შემდეგ სამართალდამცველებმა უნდა გადაწყვიტონ, გაათავისუფლონ სახელმწიფოს ყოფილი მეთაური თუ დატოვონ, როგორც პატიმარი.

კადაფის მიერ სარკოზის დაფინანსების ისტორია საზოგადოებრიობამ 2012 წელს შეიტყო, როდესაც გამოცემა Mediapart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ჩანდა, რომ ლიბიის ხელისუფლებამ დიდძალი ფული დახარჯა საპრეზიდენტო არჩევნებში სარკოზის გასამარჯვებლად.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ გამოძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ ლიბიის დამხობილი რეჟიმის წარმომადგენლები. მათგან ერთ-ერთია შუამავალი ზიად ტაკიედინი, რომელმაც 2015 წელს განაცხადა, რომ 2006-2007 წლებში გადარიცხა 5 მლნ ევრო ტრიპოლიდან პარიზში, შემდეგ ჩემოდნებით პირადად გადასცა პოლიტიკოს კლოდ გეანს, მოგვიანებით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, გეანმა კი თანხა სარკოზის მიუტანა. სარკოზის მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ მან ფული მალულად მიიღო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

აი ასე ექცევიან იმ პირებს, რომლებსაც აშშ არ სწყალობს, ფავორიტ მმართველებს კი, რაც უნდა ჩაიდინონ, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არ აკისრებენ. ამის მაგალითია დამოკიდებულება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ, რომელმაც სახელმწიფო მეთაურის პოსტზე ყოფნის 9 წლის განმავლობაში უამრავი დანაშაული ჩაიდინა: სააკაშვილის რეჟიმმა დაანგრია განათლების სისტემა, მეცნიერება, კულტურა, სოფლის მეურნეობა, ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს, ატერორებდა ბიზნესმენებს, საპყრობილეები გაავსო პატიმრებით, რომლებსაც სასტიკად აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს უმოწყალოდ დაარბია საპროტესტო აქციები.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო კი მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალდება 2014 წლის აგვისტოში დაუსწრებლად წაუყენა. ლაპარაკია 8 837 461 ლარზე, რომელიც საზოგადოებისგან მალულად დაიხარჯა; მათ შორის, მასაჟისტ დოროთი შტეინის, “დოქტორ დოტის” მომსახურებაზე. პრეზიდენტისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის, სერხიო კალდერონ ლატასას, შრომის ანაზღაურების, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისა და მზარეულის ესპანეთში მგზავრობის მიზნით დახარჯა 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტ ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მარიამ საჯაიას გაერთიანებულ არაბულ საამიროებსა და ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას გაერთიანებულ არაბულ საამიროებში სასტუმროს მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე, მისი დის _ ნინა ქობალიას, სამგზავრო ბილეთების შესაძენად _ 38 247 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისთვის გადახდილია 503 383 ლარი; იტალიაში, ქალაქ ვერონაში, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებაში გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში, იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და 2 კოსტიუმის შესაძენად _ 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში 10 მაჯის საათის შესაძენად გადახდილია, ჯამში, 53 283 ლარი, ტაილანდის კურორტზე მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვ.

აი ამდენი დანაშაულის ჩამდენი და სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის პირადი მიზნებისთვის გამფლანგველი სააკაშვილი დღეს თავისუფლად დანავარდობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში…

სარკოზი დააპატიმრეს, რატომ ასე არ მოექცნენ სააკაშვილს? _ როგორც აშშის 37- პრეზიდენტმა ნიქსონმა ნიკარაგუის დიქტატორ სომოსაზე თქვა, ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილიო, სააკაშვილიც ხომ ამერიკელების ძაღლიშვილია?!

ნიკა კორინთელი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here