მთავარი საზოგადოება სარდალი, რომელმაც სიმართლე თქვა

სარდალი, რომელმაც სიმართლე თქვა

“დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვია, თორემ პრაქტიკულად მხოლოდ ქაღალდზე ვართ დამოუკიდებელი”

4118
გააზიარეთ
გიორგი შერვაშიძე

2019 წლის 20 ივლისს, შემოჩვეული ქარების ღამეს, გარე განათების ბოძის ყვითელი ნათურა ფიქრის გორაზე უკანასკნელი ერთსართულიანი სახლის უფანჯრო კედელზე ხის ტოტების ჩრდილებითმოძრაობის თეატრისშავთეთრ სცენებს ხატავდა. ისეთივე არეულსა და მოსაბეზრებელს, როგორც აქედან ხელის გაწვდენაზე, პარლამენტის შენობის წინ ერთი თვის წინათ დაწყებული და აჩაჩა ურემივით გზადაუმთავრებელი მიტინგების სერია დღემდე მიიზლაზნება. ბუნება და ქვეყანა ერთნაირად აირია. ერთიანად. ვკითხოთ გონებადამჯდარ ადამიანებს, როგორ აფასებენ ასეთ კატაკლიზმს. რას ფიქრობენ. რა აწუხებთ. ისეთმა რაგლობალურმა დათბობამდაგვრია ხელი, რომ ურთიერთობათა გამყინვარების კატასტროფულ მორევში ჩაგვითრია და ჩაგვატრიალა?! ვკითხოთ გიორგი შერვაშიძეს _ გენერალლეიტენანტს, რომელიც 1996-დან 2004 წლამდე საქართველოს შინაგანი ჯარის სარდალი იყო, მოღვაწეს, ინტელექტუალს, წარმოშობით აფხაზს, სულისკვეთებითა და საქმით ჭეშმარიტ ქართველს. ამჟამად რასა იქმს, რას საქმიანობს, ბოლოს გეტყვით.

ჯარი დაშალეს, ტერიტორიები გაყიდეს

_ ბატონო გიორგი, წლებია, აღარ არსებობს შინაგანი ჯარი. იქნებ, შეახსენოთ ჩვენს მკითხველებს, რა ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული ამ სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურას?

_ მთავარი ფუნქცია იყო მშვიდობიანობის პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ყველა იმ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელშიც ჩართვას მიზანშეწონილად ჩათვლიდნენ შს მინისტრი და პრეზიდენტი, უპირველესად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში მონაწილეობა და ა.შ. ამჟამად ამ ფუნქციებს ასრულებს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი.

რეფორმირების იდეა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გაჩნდა. მაშინ შინაგან ჯარს ქვედანაყოფები ჰქონდა გურიაში, აჭარაში, კახეთშიც და ქართლშიც, რა თქმა უნდა. 10 000 კაცამდე იყო პირადი შემადგენლობა.

_ დიდი ძალა იყო.

_ დიახ. შეუმცირდა არეალი. მიზეზი _ არ გვჭირდებაო. რატომ არ სჭირდებოდათ, არ ვიცი. შინაგანი ჯარის სტრუქტურები პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს, განსხვავება მხოლოდ სახელწოდებებშია. ზოგან ჰქვია გვარდია, ზოგან _ ჟანდარმერია, სხვაგან _ შინაგანი ჯარი და ა.შ.

“რეფორმირებული” შინაგანი ჯარის ფუნქცია ფორმალურად დარჩა იგივე, როგორიც იყო, მაგრამ ჩვენთან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა პრაქტიკულად მიტინგების დაშლად გადაიქცა.

დღეს ეს სტრუქტურა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. 2003 წლისთვის კი, როცა ცნობილი “ახალგაზრდა რეფორმატორების” მოძრაობა დაიწყო, ჩვენ მხოლოდ ხელკეტები და ფარები გვქონდა. არც წყლის ჭავლის სპეციალური მანქანა, არც რეზინის ტყვიები თავისი იარაღით, არც ცრემლმდენი აირი არ გვქონდა. მორჩა და გათავდა!..

_ მაინც რატომ დაშალეს შინაგანი ჯარი? მისი ერთგულების იმედი არ ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას?

_ რაღაცაში შეუშალა ხელი შინაგანმა ჯარმა. რაღაც დაპირისპირება დაიწყო მაშინ სარდალ გოგი თავთუხაშვილსა და ხელისუფლებაში მყოფ პირებს შორის. სარდალს, რა თქმა უნდა, არ სურდა, დაშლილიყო შინაგანი ჯარი, მაგრამ მას არავინ არაფერს ეკითხებოდა.

ამას გარდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაშლის ერთერთი მიზეზი იყო შინაგანი ჯარის მიერ დაკავებული ტერიტორიების გასხვისება: რა ბაზებიც კი გაგვაჩნდა, გაყიდეს.

მაგალითად, ყოფილი მერვე პოლკის უდიდესი ტერიტორია თავისი შენობა-ნაგებობებით, თუ არ ვცდები, მიჰყიდეს რომელიღაც თურქულ ფირმას. გაყიდეს გორის ბატალიონის ტერიტორია, გასხვისდა ჩვენი შტაბი, რომელიც მეტროპოლიტენის სადგურ “დელისთან” იყო. ზუგდიდში შეინარჩუნეს, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს აფხაზური ფაქტორი. დანარჩენი გაასაღეს.

_ ესე იგი, სახელმწიფო ტერიტორიებით ვაჭრობდნენ? მე ასე გავიგე თქვენი პასუხის ქვეტექსტი.

_ მე მხოლოდ ფაქტები დაგისახელეთ…

ორიოდე სიტყვას ერთგულების იმედის არქონაზეც გეტყვით. როგორც ვიცი, შინაგანი ჯარის მაშინდელ სარდალსა და მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას გოგი თავთუხაშვილი მისი დაცვის უფროსი იყო. ჩემი სარდლობის პერიოდში ბრიგადის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან წავიდა. შემდეგ, როგორც გითხარით, სარდალი გახდა. თავდაპირველად ნდობა მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ შემდეგ რაღაც უთანხმოება გაჩნდა. რა იყო მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ შედეგად შინაგანი ჯარი დაიშალა.

სად დავკარ და სად გაწყდაო

_ თქვით, როგორი მწირი იყო შინაგანი ჯარის აღჭურვილობა სპეციალური ტექნიკით: არც რეზინის ტყვიები, არც სხვა რამ. დღეს აქვთ.

20-21 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ რეზინის ტყვიებსდათვის შესაშინებელთუდათვის შესაჩერებელსაშუალებად მოიხსენებენ, მაგრამ ხომ ცნობილია, რომ დაჭრილ დათვზე საშიში მხეცი ძნელად წარმოსადგენია. შეშინებასა და შეჩერებაზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში სისულელეა.

პოლიციის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გასაძლიერებლად ხომ არ შემოაგდეს ეს ტერმინი? მხეცის შესაჩერებელი ტყვიების გამოყენებით დაჭრეს და თვალები დასთხარეს ადამიანებს მათ მიერ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების დროსო(!)…

_ აგიხსნით: ეს “შესაჩერებელი” ტყვიები რეზინის ტყვიებზე ძლიერია. დღეს ხომ შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ და ვილაპარაკოთ ისე, რომ პასუხს არავინ მოგვთხოვს, არავინ იკითხავს, მართალს ვლაპარაკობთ თუ ტყუილს. პრაქტიკულად ამაზეა აგებული ოპოზიციის ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ და _ პირიქითაც. სურთ, დათვის შესაშინებელს დაარქმევენ, სურთ _ დინოზავრის.

ნათქვამზე კი არა, ნამოქმედარზე არავის სთხოვენ პასუხს.

_ თვალში ტყვიის მოხვედრა ოპტიკურსამიზნიანი შაშხანით შეიძლება ანვოროშილოვსკი სტრელოკი” (როგორც უწინ იტყოდნენ) უნდა იყოს სპეცრაზმელი.

ან შემთხვევის ბრალია.

არაო, _ მინისტრმა გასცა ასეთი განკარგულება, და გადადგესო…

_ გეთანხმებით, რომ თვალში მოხვედრა ან ოპტიკური სამიზნის გამოყენებით შეიძლება ან “ვოროშილოვის მსროლელი” უნდა იყო. გამორიცხული არ არის შემთხვევითობაც. როცა ბევრი გასროლაა, თანაც თავში თუ უმიზნებ, შეიძლება თვალში მოახვედრო.

აქცია

მიმაჩნია, რომ მინისტრს ამის ბრძანება არ გაუცია. ბრძანება გასცა კანონმა იმ გეგმის მიხედვით, რომელიც წინასწარ იყო შედგენილი. სწორედ ამ გეგმით მოქმედებდა სპეცდანიშნულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

ფაქტებით ვილაპარაკოთ: ჯერ გაუშვეს ცრემლმდენი გაზი, დაშალეს პარლამენტში შესაღწევად ამხედრებული ხალხი. თავდაპირველად პარლამენტში შევარდნის მცდელობა ჰქონდა ერთ ჯგუფს, რომელიც, ეტყობოდა, ამისთვის კარგად იყო მომზადებული. პროვოცირებას ბევრი არაფერი უნდა: 50 კაცი წინ რომ დააყენონ და დაიწყონ მოქმედება, ხალხი აჰყვება.

_ ეგზალტირებული ბრბოს პრინციპია.

_ დიახ. უკან თუ მოიხედავს ავანგარდის რიგებში მყოფი და დაინახავს, რომ ხალხის მასა დგას, მიიჩნევს, რომ მას უჭერენ მხარს და შეუტევს მეტი გაბოროტებით.

პროვოცირებული იყო, რაც მოხდა.

შემდეგ მცირე ხნით სიტუაცია დამშვიდდა, მაგრამ მალევე გაჩნდა შეტევის ახალი ტალღის აგორების მცდელობა. კვლავ რომ შეუტიეს, უნდა ამოქმედებულიყო და ამოქმედდა კიდეც გეგმის ის პუნქტები, რომლებიც ასეთი შემთხვევისთვის იყო გათვალისწინებული.

სამჯერ შეეცადნენ პარლამენტში შეჭრას. დაშლას არ აპირებდნენ. სპეცდანიშნულების დეპარტამენტიც გეგმის მიხედვით იგერიებდა შეტევებს.

შეცდომებს თავი ვერ აარიდეს

_ შეცდომა იყო ის, რომ უკვე დაშლილი მიტინგის მონაწილეებს ძალიან შორს მიჰყვნენ, “რედისონამდესდიეს, მაგალითად. მეორე შეცდომა იყო ის, რომ პარლამენტის წინ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ბეჭებს ზემოთ არ უნდა ესროლათ აქციის მონაწილეებისთვის. გამორიცხულია, რომ ვინმემ გასცა თავში დამიზნებით სროლის ბრძანება, რაც ზუსტად ნაციონალების ხელწერა იყო. ეტყობა, იქ იყვნენ პროვოკატორები, რომლებმაც სპეციალურად გააკეთეს ის, რასაც შემდეგ ნეგატიური რეზონანსი მოჰყვა.

დღემდე ღობე-ყორეს ედება 20-30-კაციანი ჯგუფი და გაიძახის, _ გახარია გადადგესო, რითაც, ნებსით თუ უნებლიეთ, იმ პროვოკატორების მომხრეებად გვევლინებიან.

_ ბატონო გიორგი, თქვენმა ნათქვამმა განმიმტკიცა ეჭვი, რომ 20-21 ივნისს გადაღებული ტელეკადრები უკვე სადღაც მქონდა ნანახი: სპეცრაზმელი, რომელიც დამიზნებით ესროდა მომიტინგეებს, მოუქნელი ფიგურით, დგომის, იარაღის ხელში დაჭერის, დამიზნების მანერით მხეცურ ჟინს აყოლილი, აბსოლუტურად იმეორებდა 26 მაისს გადაღებულ კადრებში აღბეჭდილი ვანო მერაბიშვილის სპეცრაზმელის გამოსახულებასა და განწყობილებას. თქვენ არ გამორიცხეთ, რომ იყვნენ ასეთი პროვოკატორები?

_ არ გამოვრიცხავ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ იყვნენ. მაგრამ წლევანდელ ივნისს 26 მაისს ნუ შევადარებთ, იქ მსხვერპლი იყო და ეს ჩვენმა საზოგადოებრიობამ კარგად იცის _ ჯიხურის თავზე შემოდებული ორი ადამიანის გვამი, ასობით დაჭრილი და დასახიჩრებული.

_ ორი გვამი _ იქ, ორი გვამის მოთხოვნა მერაბიშვილის მიერ: რიცხვი 22 ხომ არ არის ყოფილი ხელისუფლების ჯოჯოხეთური ნიშანი, როგორც სატანისტური სამი ექვსიანი და ჰიტლერის საყვარელი 555?!

_ შემდეგ ამ პროვოკაციულ აქციას შეუერთდნენ (თქვენმა მკითხველმა კარგად იცის) ლგბტ-აქტივისტები, კლუბ “ბასიანის” წევრები და დღემდე მხიარულობს ის კრება, ლანძღავენ და აგინებენ ყველასა და ყველაფერს, მათ შორის, ეკლესიასა და პატრიარქს.

ალბათ, ეს არის ევროპული დემოკრატია; ალბათ, ეს არის პრობლემისადმიცივილიზებულიმიდგომა. არ მესმის, უმცირესობის უფლებათა დასაცავად რატომ უნდა გადაუარონ უმრავლესობას?! აბსურდულ ვითარებაში ვცხოვრობთ 1991 წლიდან დღემდე.

იქ რომ ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით?

_ ერთი უხერხული შეკითხვა უნდა მაპატიოთ.

_ გისმენთ.

_ შინაგანი ჯარი რომ არ დაშლილიყო, თქვენ სარდლად დარჩენილიყავით და 20-21 ივნისის მოვლენების ეპიცენტრში მოხვედრილიყავით, რას იზამდით?

_ მიტინგს დავშლიდი, რა თქმა უნდა. მე რომ მყოლოდა ასეთი მომზადებული პირადი შემადგენლობა, სპეცსაშუალებებით ამგვარად აღჭურვილი, კარგად დავშლიდი _ თვალის ამოთხრისა და ზედმეტი გართულებების გარეშე.

_ სპეცრაზმელებს ფარებს რომ ართმევდნენ პარლამენტზე მისეული ჯგუფის მონაწილეები, ეს მიგაჩნიათასე მომზადებულ პირად შემადგენლობად”?

_ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანა იყო, შენობაში არ შეეშვათ მოძალადეები და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ზედმეტი ძალა არ ეხმარათ. ხელკეტებიც კი არ გამოუყენებიათ. ფარის წართმევა არ არის ძნელი, როცა მასა გიტევს, შენი ამოცანა კი მხოლოდ პოზიციის შენარჩუნებაა.

როცა იქ შეკრებილმა ხალხმა ნახა, რომ პარლამენტის შტურმი დაიწყო, ბევრმა მიატოვა მიტინგი, რადგან ამას არ ელოდნენ. მასა მიხვდა, რომ ორგანიზატორებმა და ე.წ. ლიდერებმა ღრმად შეტოპეს. ეს მომდევნო დღეებში მიტინგის მონაწილეთა რიგების შეთხელებასაც აშკარად დაეტყო.

20-30 პოლიციელი, თუ არ ვცდები, გამოათრიეს პარლამენტის დამცველთა კორდონიდან. ეს არის პოლიციელზე პირდაპირი თავდასხმა, რაც კანონით ისჯება.

და, რადგან ჩვენთან დემოკრატიის “ძალიან დიდი ხარისხია”, ყველას უნდა დავანახვოთ, ეტაპობრივად და კანონის სრული დაცვით რომ მიმდინარეობს გამოძიება. ეს ყველა კი არის ის ჯგუფი, რომელიც ყოველ საღამოს პარლამენტის წინ იკრიბება.

ცუდია, როცა დამნაშავეს უცებ კი არ მიაბრძანებენ იქ, სადაც ჯერ არს, არამედ თანდათან უნდა დავარწმუნოთო ნარკომანების, მამათმავლების, ოპოზიციის ჯგუფები, რომ მათ წინააღმდეგ კანონი არ ირღვევა. დღეს მამათმავლები გვასწავლიან, ქვეყანა როგორ უნდა ვმართოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. “სირისტიანებისმოთხოვნით უნდა გადადგეს შს მინისტრი(?!). მოთხოვნები ზოგჯერ შეიძლება პოზიტიურიც იყოს, მაგრამ ამათგან არ უნდა მოდიოდეს. ვაზუსტებ, რომ ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მაქვს გახარიას გადადგომის საკითხი. იგი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მოქმედებდა აბსოლუტურად სწორად. ასეთი იყო მისი ვალდებულებაც.

ვინ ვართ ჩვენ?

_ დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვია, თორემ პრაქტიკულად მხოლოდ ქაღალდზე ვართ დამოუკიდებელი.

_ თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამას ამბობს.

_ რა თქმა უნდა! აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენი რწმენის წართმევასაც ცდილობენ _ ებრძვიან მართლმადიდებლობას, როგორც ქართული თავისთავადობის არსსა და საფუძველს. მეტიც, გვაბრალებენ, რომ მართლმადიდებლობა ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას.

თურმე დემოკრატიის წინააღმდეგ არის მიმართული ქრისტეს ათი მცნება, ხოლო ყველა ის უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს _ ნარკოტიკები, ტრადიციების უგულებელყოფა, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებისკენ სწრაფვა, მამათმავლობა თურმე დემოკრატიის გამოხატულება და ქვეყნის განვითარების მამოძრავებელი ძალებია.

ჩვენ მოწმენი ვართ, როგორ გააუბედურეს აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელი ქვეყნები. დაშლით ხომ დაშალეს, მაგრამ, როგორც კი ფეხზე წამოდგომას შეეცდებიან, დაუყოვნებლივ რაღაცას მოუწყობენ და პირვანდელ მდგომარეობაში აბრუნებენ. უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ, მგონი, “საქართველო და მსოფლიო” ისე საფუძვლიანად აშუქებს საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს, რომ თქვენს მკითხველებს შეხსენება არ სჭირდება.

მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებული სიძლიერით გრძელდება. მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და რუსეთში, რომლებიც მართლმადიდებელი ქვეყნებია, დააკვირდით, როგორი დუღილია, როგორ ცდილობენ გარე ძალები, ერთმანეთს დაუპირისპირონ ეს ოთხი ქვეყანა. იმ დიდი გეგმით, რომელიც ჩაფიქრებული აქვთ, შეძლეს იმის განხორციელება, რომ მეტ-ნაკლებად ერთ მხარეს არის უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, მეორე მხარეს კი დარჩა რუსეთი. ცდას არ აკლებენ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ დავიწყოთ ნამდვილი ომი. მართალია, მოლდოვაში ბოლო დროს რაღაც ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ამან საერთო სიტუაციაზე სერიოზული გავლენა ვერ იქონია.

იმაზეც არ უნდა დავხუჭოთ თვალი, რომ ამ ოთხივე ქვეყანაში ძალიან ბევრი შეცდომა არის დაშვებული ერთმანეთის მიმართ. ამასაც სათავისოდ იყენებენ. თუ მართლმადიდებელმა ქვეყნებმა ერთმანეთს არ ვუშველეთ, პრაქტიკულად განწირულები ვართ; განსაკუთრებით, საქართველო, რომლის ინტერესები აბსოლუტურად უგულებელყოფილია, როგორც მოწინააღმდეგეების, ასევე მეტნაკლებად, “სტრატეგიული პარტნიორებისმიერაც.

_ თუნდაც ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების უმტკივნეულეს საკითხში.

ჩვენს ძმებთან კონტაქტი არ გვაქვს

_ დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ პრაქტიკულად აკრძალული გვაქვს ლაპარაკი აფხაზებთან, ოსებთან.

_ ვინ გვიკრძალავს?

_ მოდი, ასე ვთქვათ, გვიკრძალავენ ისინი, ვინც ებრძვიან მართლმადიდებლობას. გვიკრძალავენ კი იმიტომ, რომ შეხვედრები და საუბარი ჩვენს ძმებთან მიგვიყვანს რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობამდე.

ერთი გადახვევის უფლებას მივცემ თავს.

2005 წელს, მაშინ, როცა ნაციონალური ხელისუფლება მართავდა ჩვენს ქვეყანას, ჩავედი სოხუმში. მეგობრებმა იქითა მხარეს გადამიყვანეს. შევხვდი რამდენიმე კაცს, მათ შორის ცხონებულ ბაგაფშს, რომელიც იმხანად აფხაზეთის პრეზიდენტი იყო. ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობაზე _ არა. მოთელვა შეიძლება დავარქვათ. მეორედაც ჩავედი. რაღაც ინტერესი გამოიჩინეს ჩემ მიმართ დიპლომატიურ კორპუსში. შემხვდა ესტონეთის მაშინდელი ელჩი საქართველოში, მითხრა, რომ იცის აფხაზეთში ჩემი ჩასვლის ამბავი, იცის ისიც, რომ წარმოშობით აფხაზი ვარ და ჩამესვლება. მაგრამ შენ, ქართველს, გენერლის სამხრეებიანს, როგორ გხვდებიან სოხუმში, ის მაინტერესებს, წამიყვანე და მაჩვენეო. ისიც დაუმატა, რომ არ მთხოვდა მხოლოდ საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არამედ ევროპის ქვეყნებისა და აშშ ელჩებიც იყვნენ ამით დაინტერესებულები.

ჩავიყვანე, ბაგაფშსაც შევახვედრე, ესტონური სოფელი ესტონკაც ვანახვეთ.

ბაგაფშმა ჰკითხა ესტონეთის ელჩს: რატომ გაინტერესებთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობა?

ჩვენო, _ უპასუხა სტუმარმა, როგორც ევროპული სახელმწიფოების სრულუფლებიანი წარმომადგენლები, ვალდებული ვართ, სრულყოფილად ვიცოდეთ იმ ქვეყანაში არსებული ვითარება, რომელშიც მოვლინებული ვართო.

ამაზე ბაღაფშმა უთხრა:

_ თვით საქართველოს არ აინტერესებს და თქვენ რა გაწუხებთ?

_ რას ნიშნავს, “საქართველოს არ აინტერესებს”?

_ იმას, რომ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა (იმ მომენტში ნაცების ხელისუფლება ახალი იყო), ქართველს და აფხაზს საერთოდ არანაირ თემაზე ერთმანეთთან არ ულაპარაკია. სახალხო დიპლომატიას არანაირი ხელშეწყობა არ აქვს და საერთოდ აღარც არსებობს. ხოლო საქართველოს პრეზიდენტი ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებს. გაუწონასწორებელი ახალგაზრდაა. ჩვენ ხელს გვაძლევს, ასეთი პიროვნება საქართველოს სათავეში რომ იდგეს, რადგან, ადრე თუ გვიან, ეს თავქარიანი ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს. ჩვენ გამოვიყენებთ ამ შეცდომას იმისთვის, მსოფლიოს თუნდაც რამდენიმე ქვეყანამ რომ გვაღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოდო.

მისი ვარაუდი სამ წელიწადში გამართლდა.

მახსოვს, ჭუბურხინჯში, ხიდთან აფხაზებს რომ შევხვდით, პირდაპირ მითხრეს _ ომი იწყებაო. მართალია, არ ვიცით, სად _ აფხაზეთში თუ სამაჩაბლოში და როდის, მაგრამ შეტაკება გარდაუვალიაო. იმავე პერიოდში ჩვენს მხარესაც ვრცელდებოდა აზრი, რომ იწყებოდა ომი, ხან აფხაზეთს იტყოდნენ, ხან _ ცხინვალს. 2006-07 წლები იყო.

არაერთხელ ვცადე საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის მშვიდობიანი განვითარებისთვის ხელის შეწყობა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობიდან” მითხრეს, ომი იწყება და მოლაპარაკებას აზრი არ აქვსო.

ვუპასუხე, რომ სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად სწორედაც უნდა გამოვიყენოთ მშვიდობიანი მოლაპარაკება-მეთქი.

არა და არაო. ყველა გზა გადამიკეტეს.

222 _ ნაციონალების ეშმაკისეული სამკაპა სიმბოლო

სწორედ მაშინ ბაქიბუქობდა თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი, _ ახალ წელს ცხინვალიდან მოგილოცავთო. ეს ერთი, და მეორე, უკვე სხვა თემასთან დაკავშირებული მისივე წამონაროში: რუსეთში ფეკალიებსაც სიამოვნებით მიირთმევენო. ეს .. ახალგაზრდა რეფორმატორები ავანტიურისტობით იყვნენ დაავადებული: ოქრუაშვილის ამ ორმა წამოყრანტალებამ ორჯერ კატასტროფის წინაშე დაგვაყენა: ერთმა _ აგვისტოს ომის მომზადებასთან, მეორემ _ ქართულ პროდუქციაზე რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით.

ესეც მესამე, ოქრუაშვილისეული ორიანი (ორორ გვამს დამატებული) 222, რომელიც ნაციონალების ეშმაკისეულ სამკაპა სიმბოლოდ ისახება. ზემოთ მიგანიშნეთ).

ბატონი გიორგი ასკვნის:

_ 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებს ომს ვერ ვუწოდებთ. ეს იყო პოლიტიკური ღონისძიება, რომელსაც შეიძლება პატარა ომი დაერქვას _ სამდღიანი თუ ხუთდღიანი, რომელიც ორივე მხარემ პოლიტიკურად თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

იმ მხარემ (სოხუმმა და ცხინვალმა) გამოიყენა იმით, რომ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებინეს.

ამ მხარემ (საქართველომ) კი იმით, რომ რუსეთს უწოდეს ოკუპანტი. ეს იყო ყველაზე “დიდი შედეგი”, რომელსაც, ნაცხელისუფლების აზრით, საქართველომ მიაღწია, და ატყდა არნახული ტაშფანდური: გავიმარჯვეთ და ვამხილეთ ოკუპანტი რუსეთიო.

* * *

ჩინური ფოლკლორის ერთერთი პერსონაჟი დიდი ჩხუბისთავი იყო. უმიზეზოდ შეუჩნდებოდა მავანს და, როგორც წესი, მაგრად გალახულდასისხლიანებული მიწაზე დაგდებული რჩებოდა. მავანი რომ წავიდოდა, წამოდგებოდა, მტვერს ჩამოიბერტყავდა და ყიჟინას დასცემდა:

_ მე გავიმარჯვე!

ესაუბრა არაზ სანებლიძე

(დასასრული შემდეგ ნომერში)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here