მთავარი საზოგადოება სარდალი, რომელმაც სიმართლე თქვა

სარდალი, რომელმაც სიმართლე თქვა

“იცით, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?”

2154
გააზიარეთ
გიორგი შერვაშიძე

დასასრული. დასაწყისი იხ.#28, 2019 წ.

2008 წლის აგვისტოს ომმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგვიტოვა; თემებიც, რომელთა შესახებ ზოგი რამ გვსმენია _ საოცარი და დაუჯერებელი. ვიცით და დარწმუნებულებიც ვართ, რომ ასე იყო, მაგრამ დღემდე არაფერი გვითქვამს, ვითომც არ არსებულა.

კონკრეტიკას მოითხოვთ?

ინებეთ! ოღონდ სიტყვაზე არ მენდოთ და, თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეამოწმებინეთ ექსპერტებს, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს, 08.08 მოვლენების კვირაძალს საით და რა მიმართულებით მიდიოდა მძიმე სამხედრო ტექნიკით დატვირთული პლატფორმები, სად გაჩერდა და ჩამოიცალა.

იქნებ, გყავთ ნაცნობ-მეგობრები ცხინვალში; ქართულ ან ქართულ-ოსურ შერეულ ოჯახებში თუ მიგესვლებათ, იმათაც ჰკითხეთ _ ომის დაწყების წინა ღამით ვინ იყვნენ ისინი, ვინც ქართველებს ჩამოუარა და გააფრთხილა, ხვალ ცხინვალს გაერიდეთ, დაბომბავენ, თავი გადაირჩინეთო.

ცოტნე დადიანობა არავისთვის დაუკისრებიათ.

მაგრამ ქართველებმა ოსები გააფრთხილეს.

თქვენ სხვაგვარად მოიქცეოდით?! რა თქმა უნდა, არა!

მგელს მგლობა დააბრალეს და ავანტიურისტმა მჩხავანა ტურამ ქვეყანა ამოაგდოო! ეტყობა, მართლა ვართ შეგუების დიდოსტატები და, ვინ იცის, ყოფილი პრეზიდენტის მიერ თბილისის თავზე წამომართული ხელთუქმნელი თაჯმაჰალისკენ, ვითარცა სალოცავისკენ, გავკვალოთ (დაგვიშლიან?!) ხალხის სავალი გზა-ბილიკები? ან, უარეს ვარიანტში, _ ვახუშტის ხიდის თავში სამათხოვროდ დატოვებული სააკაშვილის ბიბლიოთეკისკენ მაინც, რომელსაც მისი სტილიზებული ხელმოწერა ამშვენებს…

ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩეჩნეთიდან გამოდევნილი, ჩვენს ქვეყანაში ნამკურნალები და გამოჯანმრთელებული მეამბოხეების _ გილაევის 600-კაციანი რაზმის მოულოდნელმა და ორგანიზებულმა გამოჩენამ ზუგდიდის რაიონში.

_ რომლებსაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, სვანეთის გავლით რუსეთის საზღვარი უნდა გადაელახათ და შინ დაბრუნებულიყვნენ. ამ ფაქტს გულისხმობთ? _ მეკითხება ბატონი გიორგი შერვაშიძე.

_ დიახ!

_ და აღმოჩნდა, რომ თურმე ჩეჩენ მებრძოლებს აფხაზეთი უნდა გაეთავისუფლებინათ, სოხუმი უნდა აეღოთ, სეპარატისტები განედევნათ და “შავი ზღვის რივიერა” ჩვენთვის დაებრუნებინათ. სასაცილო იყო ეს ყველაფერი… კახა თარგამაძე, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ტუჩებს იკვნეტდა, ისეთ დღეში იყო, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლო…

მაშინ კოდორის ხეობის დაკარგვას გადავრჩით, მიშას მიერ ზემო აფხაზეთად მონათლულ-გადარქმეული დალის ხეობის დაკარგვას…

_ საბოლოოდ მაინც დავკარგეთ

_ ეს ცალკე თემაა, და სხვა დროისთვის გადავდოთ…

შევთანხმდით.

ბედი მომეც და სანეხვეზე დამსვიო”, ანუ ხელფასებზე გაყიდული ჟურნალისტები

ქვესათაურად გამოტანილიფილოსოფიურიანდაზა ბედისწერაზეა თქმული, ცოტაც _ იუმორისტული საკაზმით გახალისებული. თუ დღევანდელობას მივუსადაგებთ, მგონი, “რუსთავი-2”-ში შექმნილ ვითარებას მოერგება ზუსტად.

_ იზიარებთ ასეთ დასკვნას? _ ვეკითხები შერვაშიძეს.

_ გია სალია, ამ ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი, სხვათა შორის, კარგი კაცია, ძალიან კარგი კაცი.

ქიბარ ხალვაშმა, რომელიც “რუსთავი 2”-ის მფლობელია, პირდაპირ განუცხადა ჟურნალისტებს: თქვენ კი გინდათ, აქ არ მხედავდეთ, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებო. ვითარება რეალურად ისეთია, რომ მას (ხალვაშს) შეუძლია, უარი თქვას ამ ტელევიზიაზე და მიჰყიდოს სხვას. იმ ვიღაცას კი უფლება ექნება, ამ სამაუწყებლო არხის ტერიტორიაზე გახსნას რესტორანი. კანონიერი იქნება ეს და ვერავინ ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ იქაურ “ელიტას”, ეტყობა, აქვს დასაკარგი _ კარგი ხელფასები, თბილად არიან მოწყობილი. რასაც კადრულობენ, იმას როგორ იკადრებდნენ, ასე რომ არ იყოს.

ალბათ.

მათთვის არსებობს მარტო ფული, მწვანე ფერის ვალუტა. სხვა ყველაფერზე ხელი აქვთ აღებული.

_ .. ის შემთხვევაა, როცა, ფაქტობრივად, მტკიცდება ძველი ჭეშმარიტება: ჟურნალისტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, პროსტიტუციის შემდეგ?

(რესპონდენტს ეღიმება. კორესპონდენტი (მე) მუნდირის ღირსების დაცვას ვცდილობ) ატავისტურ შემთხვევად ჩავთვალოთ მაღალი ხელფასებით გარყვნილი ჟურნალისტიკა.

მაგრამ მე ვითომ განვსხვავდები?!

ელიოზივით ამაოდ ვურევ ხელს მღვრიე წყლის გუბურაში, პოლიტიკურ ტალახში ვისვრები და ვერც ოქროს თევზი დამიჭერია, ვერც ნატვრის თვალისთვის მიმიგნია (ფიქრშიც კი) და გაბედულად ვეკითხები გენერალს:

ვახუშტის ხიდის თავში სამათხოვროდ დატოვებული სააკაშვილის ბიბლიოთეკა...
ვახუშტის ხიდის თავში სამათხოვროდ დატოვებული სააკაშვილის ბიბლიოთეკა…

_ თუ დამოუკიდებლობის მოპოვება ფულის გაფეტიშებას ნიშნავს, გვინდა ამგვარი სუვერენიტეტი?

საქართველოში ქართული ინტერესი აღარ არსებობს

_ ძირითადი ფულის გაფეტიშება არ არის. ფუფუნებაა აღზევებული. რაც ხდება, ჩვენი ბრალია. არცთუ დიდი ხნის წინათ ტელევიზიით გამოვიდა პარლამენტარი ადა მარშანია.

_ აფხაზი ქალი.

_ კი, კი. აღშფოთებული იყო. იმ დღეს კანონი უნდა განგვეხილა (დამავიწყდა, რომელი კანონი დაასახელა) და დოკუმენტი ინგლისურ ენაზე დაწერილი დაგვირიგესო. ათი წუთი იმაზე ილაპარაკა, რომ არა და არ შეიძლება კანონპროექტის ორიგინალი საქართველოს პარლამენტში ინგლისურად დგებოდესო. რაც თქვა, სწორად თქვა. გამახსენდა 1978 წელი, როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დასაცავად სტუდენტი ახალგაზრდობა მაინც და მაინც ხელისუფლებამ დარაზმა და ქუჩაში გამოიყვანა.

კომუნისტების დრო იყო.

და მივაღწიეთ კიდეც ჩვენსას: დაგვიბრუნეს ქართული, როგორც სახელმწიფო ენა. ხომ გახსოვთ?

_ ყველანი იქ ვიყავით, დამიწერია კიდეც ამაზე. ნოდარი და ჯანსუღი, დუმბაძე და ჩარკვიანი, აქტიურობდნენ, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართველი მწერლები; კულტურისა და ხელოვნების ხანდაზმული მოღვაწეები შედგნენ ტრიბუნებზე, შეძრწუნდა პროფესურამაპატიეთ, ეს მემუარული წიაღსვლა, გეთაყვა.

_ ახლა, როცა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ახლა ვკარგავთ მშობლიურ ქართულს?! ქაღალდზე ვართ დამოუკიდებლები. უფრო მეტიც: ყველა ქვეყნის ინტერესი გათვალისწინებულია საქართველოში, ქართული ინტერესის გარდა!

სადაც კი მეძლევა საშუალება, ყველგან და ყოველთვის ვამბობ და ახლაც გულახდილად ვეტყვი თქვენს მკითხველ საზოგადოებას: თურქეთის ინტერესი საქართველოში ხორციელდება, აზერბაიჯანის ინტერესებს ვიცავთ, სომხეთის ინტერესებს ერევანი ატარებს, რუსეთი _ მეტ-ნაკლებად. ჩინეთი რომ ჩინეთია, მეზობელს ვერ ეტყვი, მაგრამ მისი ინტერესების განხორციელებას წინ არაფერი ეღობება. ქართული ინტერესი საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობს. სამაგიეროდ ყველა დაინტერესებულია ქართული ტერიტორიით.

_ ქართული ინტერესი არ არსებობს, მაგრამ, ნახეთ, როგორ იბრძვიან პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად! უფრო მეტიც, იმათი ინტერესების განსახორციელებლად, ვისაც ჩვენთვის მზე დასავლეთიდან ამოჰყავს.

გორი. 2008 წლის აგვისტო
გორი. 2008 წლის აგვისტო

ერთი ღერი თმა მაინც უნდა ჰქონდეს ჭაღარა

_ რამდენი ხელისუფალიც მოვიდა, ყველას წამოსცდა: ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ადამიანი, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საზოგადოება, ახალი აზროვნება. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ განვვითარდით “ცივილიზებული ლიბერალიზმის” დონემდე და ა.შ. თან ყველა ხალხის სახელით ლაპარაკობს, ყველა _ მტყუანი თუ მართალი. ხალხს არაფერს ვეკითხებით, თუმცა მისი სახელით გამოსვლა უსინდისოდ მივისაკუთრეთ.

_ ერთი რუსი ინტელიგენტი, კერძოდ, მსახიობი მიხეილ ეფრემოვი წერს:

Не люблю окурков и огарков,

Собой изабражающих народ.

(არ მიყვარსო პაპიროსის ნამწვავები და სანთლის ნამწვი, ხალხად რომ წარმოგვისახავენ თავს).

გადამწვარი ნათურა აღდგენას არ ექვემდებარება!

_ შექმნა უფალმა ადამიანი და მორჩა, გათავდა! შენ ვისი შემქმნელი ხარ?!

ჩვენ კი არ ვივიწყებთ ჩვენს ადათ-წესებს. გვაიძულებენ, დავივიწყოთ საუკუნოვანი ტრადიციები.

ჯერჯერობით გამოსდით.

პარლამენტის წინ ჯგუფი დღემდე რომ იკრიბება (გადავეკიდე ამ ჯგუფს!), იმ დონეზე გამოგვდის. პროტესტანტები შეიძლება ცოტა მეტნიც არიან, მაგრამ დანარჩენები ჯერჯერობით ვერ ბედავენ გამოსვლას. ასე, თავიანთ ქეიფზე თუ გააგრძელებენ, მოემატებათ რაოდენობა. გაისად მეტნი იქნებიან და, ვინ იცის, შესრულდება კიდეც ის გეგმა, რომელიც საქართველოს გადაგვარებისთვის არის ამოქმედებული, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთ გადაგვარებას აღსრულება არ უწერია.

ახალი ადამიანები პარლამენტშიც, ორიოდ გამონაკლისის გარდა, ვერ მოსულან, თუმცა გვპირდებოდნენ. ყოველ ოთხ წელიწადში (პარლამენტის არჩევის პერიოდულობას ვგულისხმობ) კანდიდატების შერჩევაახალი ცოცხისპრინციპით უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც კარგად გვის. მაგრამ, ცოცხები როგორ და რაში გამოიყენანაციონალურმა მოძრაობამ”, კი ვნახეთკარგად ვერ გვიან, ვერ თავისუფლდებიან კოაბიტაციის ნარჩენებისგან, ალბათ, არ ჰყოფნით გამბედაობა და გამოცდილება.

სიახლე ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ არა ისეთი საეჭვო, როგორიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივმა კამათმა მოგვიტანა. მე თუ მკითხავთ, უსაგნო კამათმა, რომელსაც სერიოზული სახეებით წარმართავდნენ, ვგულისხმობ პროპორციული თუ მაჟორიტარული პრინციპით არჩევნების გამართვის ცხარე პოლემიკას, პოლიტიკურ პაექრობად გვასაღებდნენ და ხალხის გასაგონად დემოკრატიის დასამკვიდრებელ ბრძოლად წარმოგვიდგენდნენ. დაგვარწმუნეს, რომ ამჯერად პროპორციული წესით პარლამენტის არჩევნების გამართვა არის ერთადერთი სწორი გზა და საშუალება. “პროპორციული არჩევნები” გაიმართება გაისად, შეიძლება _ 2024-შიც, მაგრამ შემდეგ იტყვიან, რომ პროპორციულმა არ გაამართლაო. ატყდება დავა, კამათი, პაექრობა და მომდევნო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით შეიძლება ჩავატაროთ…

პრინციპი მეორადი მნიშვნელობისაა, მთავარია, მოღვაწე პიროვნება იყოს არჩეული.

ახალი სისხლი კარგია, მაგრამ სისხლს გააჩნიაპარლამენტი ისეთი ორგანოა, რომელშიც გამოცდილი ხალხი უნდა იყოს არჩეული.

ერთი ღერი თმა მაინც უნდა ჰქონდეს ჭაღარა.

კოღოს მწურავები

_ პირდაპირ გეტყვით: ექსპერტების აზრით და ჩემი დაკვირვებითაც, რაც დრო გადის, პრობლემები, კი არ გვაკლდება, გვემატება. დღეს გუშინდელზე მეტი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, ხვალ და ზეგ _ დღევანდელზე გაცილებით მეტი.

დღეს კარგი, ეროვნული, ძლიერი, მოაზროვნე ხელისუფლება რომ ავირჩიოთ, მას გაცილებით მეტი მოცულობის სამუშაო ექნება შესასრულებელი, 2003 წლის დონეს, თუნდაც, 1996 წლის დონეს რომ მიუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა.

შევარდნაძის გადადგომის დრო რომ იყოს, კომუნისტების და სახალხო ხელისუფლების მოსვლის ჟამი რომ იდგეს, გაცილებით იოლი იქნებოდა ამ კარგის გაკეთება,  ვიდრე დღეს არსებული ძალებით შეგვიძლია შექმნილ ვითარებაში.

ასეთ მაგალითს მოვიშველიებ: ძველი რევოლუციონერები, პირველი თაობის კომუნისტები (ბოლშევიკები), ხელისუფლებაში ყოფნისას მართლმადიდებლურ ჩვენს რწმენას ფიზიკურად ებრძოდნენ _ ანგრევდნენ ეკლესიებს, ღვთისმსახურთა წინააღმდეგ განახორციელებდნენ რეპრესიებს. დღეს ვაშენებთ ეკლესიებს _ ბევრი კარგი ტაძარი ავაგეთ, მრევლის რაოდენობა გაიზარდა და ა.შ. მაგრამ ის უცხო ძალა, რომელიც, ფაქტობრივად, მართავს ქვეყანას, სხვა მეთოდით მუშაობს _ სულიერად აკნინებს ეკლესიას, რაც ნგრევასა და რეპრესიებზე გაცილებით უარესია.

რეპრესიების დროს რწმენა ძლიერდებოდა, სულიერად მტკიცე ხდებოდა ადამიანი, იბრძოდა, ეწირებოდა!

_ პირველი ქრისტიანების მაგალითი!

_ თუნდაც. და სხვა ისტორიული ფაქტებიც, უამრავზე უამრავი.

_ ვლადიმერ ვისოცკის ლექსის ნაწყვეტები სტროფი მახსენდება ამ წუთს _ ეკლესია ღატაკებისა და მასხარების მხარეში, დათრგუნული და დაკნინებულია მედროვეთა მიერ:

В церкви – смрад и полумрак,

Дьяки курят ладан…

Нет, и в церкви все не так,

Все не так, как надо.

Вдоль дороги все не так,

А в конце – подавно!

И ни церковь, и ни кабак,

Ничего не свято!

Нет, ребята, все не так!

Все ни так, ребята…

ამ დონემდე ცდილობდნენ მართლმადიდებლობის დაკნინებას ნაცები.

მე ვლაპარაკობ იმ რეალობაზე, რომელიც ნაციონალების დროს იყო დამკვიდრებული. მათ იმდენი შეძლეს, რომ ეკლესიის წმინდათაწმინდაშიც კი შეაღწიეს: ნაცების დიდმოხელეები სინოდის სხდომებსაც კი თვითნებურად ესწრებოდნენ.

უგულავა და სხვები

_ დიახ. როცა სურდათ, მაშინ მივიდოდნენ, ორიოდ სადირექტივო სიტყვას დააგდებდნენ და დატოვებდნენ სინოდის სხდომას. ეკლესია, ღვთის სახლი, თავიანთ სამოღვაწეო არეალში ჰყავდათ მოქცეული, როგორც, მაგალითად, პროკურატურა და სასამართლო, საბაჟო და განათლების სისტემა. “მოსეს ტახტზე დასხდნენ… ფარისეველნი” (მათ. 23,1).

ბრმა წინამძღოლები, კოღოს მწურავები და აქლემების მშთანთქავები (მათ. 23. 24).

_ ამჟამად რასა იქმთ, ბატონო გიორგი? (გაგახსენებთ, რომ მკითხველებს დავპირდით, _ პუბლიკაციის ბოლოს ვეტყოდით, ამჟამად რით არის დაკავებული ბატონი გიორგი შერვაშიძე).

_ დიდს არაფერს. პატარ-პატარა შეხვედრების დროს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებთან საუბრისას ვცდილობ, არ დავავიწყო მათ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენია. დრო გადის და ჩვენმა თაობამ თუ ვერ შეძლო მოგვარება იმ მინიმუმის მაინც, რომელიც ამ კუთხეების დასაბრუნებლად არის გასაკეთებელი, მომავალ თაობას აღარ შეეძლება, აღარც ეხსომება, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომელთა ერთობლიობას გლობალიზაციას ვუწოდებთ. მაგრამ გლობალიზაციას უფალი არ დაუშვებს, გამორიცხულია! თუმცა ბევრს სჯერა, რომ შესაძლებელია.

ასე, თავიანთ ქეიფზე თუ გააგრძელებენ, ვინ იცის, შესრულდება კიდეც ის გეგმა, რომელიც საქართველოს გადაგვარებისთვის არის ამოქმედებული
ასე, თავიანთ ქეიფზე თუ გააგრძელებენ, ვინ იცის, შესრულდება კიდეც ის გეგმა, რომელიც საქართველოს გადაგვარებისთვის არის ამოქმედებული

დავთქვით, რომ მომავალ შეხვედრაზე ვისაუბრებთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოებში დღეს არსებულ ვითარებაზე: მოუტანა კი რამ სიკეთე სუვერენიტეტის გამოცხადებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ეშველათ რამე?

და ამ დროს სრულიად მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი რამ ხდება _ ბატონი გიორგი შერვაშიძე მეუბნება:

_ ამასთან დაკავშირებით ყველას გასაგონად ვაცხადებ: დიახ, ეშველათ! მათ თავს არ ახვევენ ლგბტ ქლესურ პროპაგანდას! ეს ერთი.

მეორე: მათთან ისე დაუფარავად და გამიზნულად არ ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ჩვენთან!

დანარჩენში, ვერ გეტყვით, რომ ეშველათ. პირიქით, ძალიან დიდი პრობლემები აქვთ, განსაკუთრებით, აფხაზებს.

არმაზ სანებლიძე

P.S. დიდებულ საფრანგეთში, რევოლუციების სამშობლოში, ამბოხს მძიმე ხელი და ზუსტი ალღო აქვს: “მაგრად და ზუსტად ურტყამს მიზანს!”

ასეთი ისტორიული გამოცდილებით მდიდარ ფრანგულ მწერლობას უფლება აქვს, დაგვმოძღვროს: “დგება საათი, როცა შეპასუხება საკმარისი არ არის; ფილოსოფიას უნდა მოჰყვეს მოქმედება; ცოცხალი ძალა ამთავრებს იმას, რაც იდეამ დასახა. მიჯაჭვული პრომეთე იწყებს, არისტოგიტონი (ტირანის მკვლელი) ამთავრებსესქილეს (ერთერთი უდიდესი ძველბერძენ დრამატურგთა შორის) შემდეგ _ ფრაზიბული (მილეთელი ტირანი), დიდროს (დიდი ფრანგი მწერალიგანმანათლებელი) შემდეგ _ დანტონი (საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქის პოლიტიკური მოღვაწე).

ხალხი ხელმძღვანელის პოვნას ესწრაფვის

ჭეშმარიტების ლოგიკა სწორხაზოვანია: დაადგინოს სოციალური სამართლიანობა, დაუბრუნოს თავისუფლებას მისეული ტახტი, დაუბრუნოს ხალხი ხალხს, დაუბრუნოს ადამიანს უმაღლესი ძალაუფლებააღადგინოს გონიერება და სამართლიანობა სრული მოცულობით, ჩაკლას მტრობის ნებისმიერი ჩანასახი, თითოეული საკუთარ თავს დაუბრუნოს”, _ წერს ვიქტორ ჰიუგო თავისიგანკიცხულნისმეცამეტე წიგნის პირველ თავში (გვ. 264-265). ჩვენც ეს გვინდა.

..

გააზიარეთ

2 COMMENTS

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here