მთავარი დაიჯესტი “საპროცენტო განაკვეთები _ ეს არის ყველა ბოროტების დედა და მამა!”

“საპროცენტო განაკვეთები _ ეს არის ყველა ბოროტების დედა და მამა!”

855
გააზიარეთ
ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპროცენტო განაკვეთებსყველა ბოროტების დედა და მამაუწოდა და განაცხადა, რომმათზე თურქეთი აუცილებლად გაიმარჯვებს”.

ანკარაში თურქეთის სავაჭრო პალატებისა და სავაჭრო ბირჟების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ბიზნესმენთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს შემცირებას იმ საპროცენტო განაკვეთებისა, რომლებითაც ქვეყანა ვალს იღებს. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, თუ შეძლებს 24 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, განაგრძობს აღებულ კურსს და იბრძოლებს “დაწყევლილი საპროცენტო განაკვეთების” წინააღმდეგ.

“თუ ამომრჩეველი მხარს დაუჭერს ჩემს მიმდინარე კურსს არჩევნების მსვლელობისას, დარწმუნებული ვარ, შევძლებ გამარჯვების მოპოვებას ამ დაწყევლილ საპროცენტო განაკვეთებთან ბრძოლაში. ჩვენ უნდა შევამციროთ საპროცენტო განაკვეთები, რადგან მჯერა: საპროცენტო განაკვეთები _ ეს არის ყველანაირი ბოროტების დედა და მამა. ჩვენ არ გვაინტერესებს თურქეთის მტრები, რომლებიც იმალებიან ვალუტის სპეკულანტების, საპროცენტო განაკვეთების ლობისტებისა თუ რეიტინგული სააგენტოების უკან”.

თურქეთის 10-წლიან ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთებმა რამდენიმე დღის წინათ 14%-ით მოიმატა და ყველაზე დიდ ნიშნულს მიაღწია ბოლო 8 წლის განმავლობაში.

ამასთანავე, კვოტირება ნაციონალური ვალუტისა დიდ წნეხს განიცდის განვითარებული ბაზრების მიერ სახსრების გატანის, აგრეთვე, უცხოური ინვესტორების მხრიდან თურქეთის ეკონომიკაში შექმნილი ვითარების უარყოფითად აღქმის გამო.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here