“როგორც ჩვენთვის მასმედიის საშუალებით ახლახან შეიქნა ცნობილი, 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში, იგეგმება “ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა”, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.
ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს. ასევე გაკეთდა განცხადება ამ ღონისძიების მიმართ კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობაზე, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. შეკრების მიზნებსა და გეგმებზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩვენთვის 2 ივლისს შეიქნა ცნობილი და, ბუნებრივია, მას ვემიჯნებით. კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკური ხასიათის ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებული ვერ იქნება. ეს არის საერო პირთა საქმე და მათი გადასაწყვეტი, მიიღონ მასში მონაწილეობა თუ არა”, _ ნათქვამია განცხადებაში.