მთავარი პოლიტიკა სანამ ქართველებს სვეტიცხოველი არ დაგვნგრევია თავზე, როგორც ფრანგებს ნოტრ-დამი, იქნებ მანამდე მოვეგოთ...

სანამ ქართველებს სვეტიცხოველი არ დაგვნგრევია თავზე, როგორც ფრანგებს ნოტრ-დამი, იქნებ მანამდე მოვეგოთ გონს

1005
გააზიარეთ
ნოტრ-დამი

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს, ღმერთი ამოკლებს დროს იმისთვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი, ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა შეგვეშინდეს. თქვენ ხედავთ, მთელ მსოფლიოში მღელვარებაა, მთელ მსოფლიოში ეძებენ. რას ეძებენ, თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა”, _ ეს არის მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II-ის ციტატა ამა წლის 10 თებერვლის საკვირაო ქადაგებიდან, რომელშიც ბევრი რამ პირდაპირ არის ნათქვამი და სურვილის შემთხვევაში ბევრსაც, რომ იტყვიან, სტრიქონებს შორის ამოიკითხავ

მაგალითად, თქვენ ხედავთ მთელ მსოფლიოში მღელვარებაა. მთელ მსოფლიოში ეძებენ. რას ეძებენ თვითონაც არ იციან”, _ რა შეიძლება ამოვიკითხოთ ჩვენი ბრძენი პატრიარქის ნათქვამის სტრიქონებს შორის? ის ხომ არა, რომ სრულიად მსოფლიომ (წაიკითხე, ლიბერალურ-”დემოკრატიული” დასავლეთი, აშშ-ევროპა) უარყო ღმერთის არსებობა და, აქედან გამომდინარე _ ზნეობა, ეთიკა, საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული ნორმები? ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე იყოს _ ზემოხსენებულ აშშ-ევროპაში საზოგადოების უმრავლესობა ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების ერთგული მიმდევარია და, აქედან გამომდინარე, პირიქით _ ნეოლიბერასტები უმცირესობაში არიან, მაგრამ მათი (უმრავლესობის) პრობლემა არის ის, რომ დასავლეთის ქვეყნების სახელისუფლო სტრუქტურებში ნეოლიბერალები ჭარბობენ. ირღვევა დემოკრატიის მთავარი პრინციპი _ უმცირესობა მართავს უმრავლესობას და არა პირიქით. ყველა ლიბერალი ლგბტ არ არის, მაგრამ ყველა ლგბტ ლიბერალია _ ამ სენტენციიდან გამომდინარეა ე.წ. იუვენალური იუსტიცია, ანტიდისკრიმინაციული კანონი, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება, გეიაღლუმი და სხვა მრავალი ლიბერასტული “სიკეთე”…

ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: ნეოლიბერალური იდეოლოგიის ქვაკუთხედი (თუ ასე თქმა შეიძლება) ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის 4 ძირითადი ფასეულობის უარყოფაა: არა ეროვნებას! არა სამშობლოს! არა ღმერთს! არა სქესს! ამ ძირითადი უარყოფებიდან მომდინარეობს სხვა პატარ-პატარა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი უარყოფები: არა ოჯახის ინსტიტუტს! არა ისტორიას! არა წინაპართა ხსოვნას! არა უფროს-უმცროსობას! არა ზრდილობასა და სხვა მრავალ ისეთ თვისებას, რომლებითაც ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან. მართლაც, “არ არსებობს ლიბერალზე უფრო მძვინვარე მხეცი”, _ ჭეშმარიტებას ბრძანებს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)…

წინამდებარე წერილის შექმნის კატალიზატორი კათოლიკეთა აღდგომის ვნების კვირაში(!) პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (ნოტრ-დამის) უცნაურ ვითარებაში დაწვა-განადგურება იყო.

რატომ “უცნაურ ვითარებაში”?

პირველი _ ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზად უბრალო დაუდევრობის დასახელება, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მოკლე ჩართვის ვერსია, რადგან ცეცხლი სწრაფად და ერთბაშად მოედო სახურავს და არა ნელ-ნელა. მოკლე ჩართვა კი არა, როგორც ერთმა კომენტატორმა აღნიშნა, ბენზინ-ასანთითაც კი პრობლემური იქნებოდა “მოხარშული” მუხის მორებისთვის ცეცხლის ერთბაშად წაკიდება, არადა, ნოტრ-დამის სახურავი ასანთის კოლოფივით ერთბაშად აალდა. წერილის მთავარი მიზანი სულაც არ არის ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა _ ამას, თუ სურვილი ექნებათ, ადვილად დაადგენენ შესაბამისი ორგანოები. მე მინდა, მკითხველთან ერთად სხვა რაკურსით შევხედო პარიზში მომხდარ ტრაგედიას. მორწმუნე ადამიანისთვის ხომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, ისეთიშემთხვევითობაც”, როგორიცაა მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრის დაწვა მაინცდამაინც ვნების კვირაში.

პარიზის ნოტრ-დამი ხომ ის ტაძარია, რომლის ამბიონიდანაც წმინდანად შერაცხეს ორლეანელი ქალწული ჟანა არკი? ამავე ტაძარში დაიდგა იმპერატორის გვირგვინი ნაპოლეონ ბონაპარტემ. აღარაფერს ვიტყვი ვიქტორ ჰიუგოს კვაზიმოდო-ესმერალდაზე, რომანად ქცეულ ლეგენდაზე, რომელმაც ყველა მეტ-ნაკლებად წიგნიერისთვის საცნაური გახადა “ნოტრ-დამ დე პარი”… ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხომ სიმბოლოა ქრისტიანულ ფესვებზე ამონაყარი დიდი ევროპული ცივილიზაციაკულტურისა, ისევე, როგორც ლონდონის ანგლიკანური ვესტმინსტერი, კელნის ლუთერანული კათედრალი თუ ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი? პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვის ხაძრის გაჩენა ზეციური მინიშნება ხომ არ არის ევროპისთვის, რომელშიც .. მულტიკულტურიზმმა, პრაქტიკულად, გაანადგურა, საზოგადოდ, ევროპული და, კონკრეტულად, ფრანგული კულტურა, რომლისგანაც მხოლოდმშობელი 1” დამშობელი 2”-ღა დარჩა?

თავად განსაჯეთ _ 2013 წელს პარიზში, ელისეს მინდვრებზე გაიმართა მილიონიანი საპროტესტო მარში, რომლის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ბავშვთა აყვანის აკრძალვა იყო. საფრანგეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, არათუ დააკმაყოფილა დემონსტრანტთა მოთხოვნა, არამედ ოჯახებით, მცირეწლოვანი ბავშვებით მისული მილიონიანი მარში ცრემლმდენი აირითა და ხელკეტებით დაარბიეს პოლიციელებმა. ამ ფაქტით აღშფოთებულმა ფრანგმა მწერალმა, პუბლიცისტმა, ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწე დომინიკ ვენერმა პროტესტის ნიშნად სწორედ ნოტრ-დამის ტაძრის საკურთხეველში მოიკლა თავი. თუმცა, იმ ფრანგებმა, რომლებიც ახლა ცხარე ცრემლით დასტირიან დამწვარ ტაძარს, ეს ფაქტი, რომ იტყვიან, გაატარეს _ არანაირი პროტესტი არ გამოუხატავთ. სამაგიეროდ, რომ იტყვიან, ქუდზე კაციო, ისე დაირაზმნენ ფრანგებიცა და მოწვეული სტუმრებიც იმავე ელისეს მინდვრებზე “შარლი ებდოს” ნაძირლების დასაცავად _ ლიბერასტული ევროპის მთავარი ფასეულობა ხომ ე.წ. გამოხატვის თავისუფლებაა?

ცალკე აღნიშვნის თემაა საფრანგეთის ახლანდელი პრეზიდენტი, პირწავარდნილი ლიბერასტი ემანუელ მაკრონი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგა ლოზუნგით: “არ არსებობს ფრანგული კულტურა, მე ვიცი მრავალეროვნული კულტურა”

ამის გამგონეს უნებურად გამახსენდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. “არ ვიცი, რას ნიშნავს ეროვნული ცნობიერებაო”, რომ ბრძანა, მაგრამ ამაზე, უფრო სწორად საქართველოზე, ქვემოთ.

.. მულტიკულტურიზმის იდეამ კრახი განიცადა, რადგან იმის მაგივრად, რომ მიგრანტები ინტეგრირებულიყვნენ ევროპულ კულტურაში და ევროპელთა ცხოვრების წესი, ტრადიციები მინიმალურად მაინც გაეთავისებინათ, მოხდა პირიქით _ ჩამოსულებმა თავიანთი ეროვნულრელიგიური ნიშნით ანკლავები შექმნეს ევროპის დიდ ქალაქებში და ახლა იქ აშენებული მეჩეთების მინარეთებიდან უფრო ხშირად და ძალუმად ისმის მუეძინთა სისხლის გამყინავი კივილი, ვიდრე ქრისტიანული ტაძრების ზარების რეკვა ახლა დროა, საქართველოზე გადმოვერთოთ, რადგან ის, რაც ახლო-მახლო ან ჩვენგან შორს ხდება, მხოლოდ ჩვენი სამშობლოს მიმართ გვაინტერესებს.

წერილზე მუშაობისას სოციალურ ქსელში გადავაწყდი თავზარდამცემ ფოტოს, რომლის არსსაც დიდი ბოდიშით გადმოგცემთ: მარნეულთან მდგარ მერაბ ბერძენიშვილის გენიალურ მონუმენტზე “კიდევაც დაიზრდებიან” ლგბტ პირი ამძვრალა და ერთ-ერთი “მგლის ლეკვის” ქვის პენისი პირში ჩაუდვია (მკითხველთან კიდევ ერთხელ ბოდიში ამ ამაზრზენი სურათის შეულამაზებლად აღწერისთვის).

“საზიზღარი კომუნისტების” პერიოდში ქართველი მიქელანჯელოს ქმნილების გახსნისას, მოქანდაკის ოსტატობამ კი არა, ამ მონუმენტის სიუჟეტმა გამაკვირვა _ დედა, ბრძოლაში დაცემული მამის ნაცვლად, ახალი ბრძოლებისთვის გზას ულოცავს შვილებს _ ამის მოფიქრება არ გინდამეთქი, აღფრთოვანებული ვერ ვიშორებდი ფიქრებს და ახლა ზემოხსენებული ფოტოს ნახვისას ისევ ის კითხვა ამეკვიატა, ოღონდ სხვა კონტექსტში _ ამის მოფიქრება არ გინდა? დიახ. “ამის”, რადგან ამას, რაზეც ვლაპარაკობ, სახელი არ აქვს. რა აღარ გამიგია ჰომოსექსუალებზე, მაგრამ მსგავს სიბინძურეს, თახსირობასა და თავხედობას მათგანაც არ ველოდი. დიახ, თავხედობას, რადგან ეს ყოველივე საზოგადოების გამოწვევა, ჩვენთვის სილის გაწვნაა. ზემოთ დასჯილგაფრთხილებულ დასავლეთზე ვისაუბრე, მაგრამ მსგავსი რამ გათახსირებულ და სოდომისტ ევროპაზეც არ მსმენია. ისევე, როგორც ფრანგებს ნოტრდამი, სანამ ქართველებს სვეტიცხოველი არ დაგვნგრევია თავზე, იქნებ მანამდე მოვეგოთ გონს!

მრავალგზის ნათქვამს კვლავ ვიმეორებ: პოსტსაბჭოთა სივრცეში (მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყნებს ვგულისხმობ) მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი და საქართველოა, სოდომისტებმა რომ ვერ მოახერხეს გეიაღლუმის გამართვა. ბელარუს-რუსეთის შემთხვევაში, გასაგები მიზეზების გამო, ეს “ჯერჯერობით” სამუდამოს ნიშნავს. რაც შეეხება ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, “ჯერჯერობით” შეიძლება ამ ზაფხულს დასრულდეს, რადგან, სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ქოც-ნაცების ლიბერასტულმა ხელისუფლებამ და ე.წ. არასამთავრობო სექტორმა ოკეანისგაღმელი თუ გამოღმელი პატრონებისგან ბოლო გაფრთხილება მიიღეს _ რადაც უნდა დაუჯდეთ, გეიაღლუმი უნდა ჩატარდეს თბილისში და თანაც აუცილებლად 9 აპრილს წამებულთა სისხლით მორწყულ რუსთაველის პროსპექტზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიურად ვერ ვცხოვრობ, თავს მაინც მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანად, გნებავთ, გენეტიკურად მართლმადიდებელ ქრისტიანად მივიჩნევ და, აქედან გამომდინარე, ვიმეორებ ზემოთქმულს: მტკიცედ მწამს, რომ ამქვეყნად არაფერი ხდება უფლის ნების გარეშე! ამიტომ ჩემთვის პარიზის მაგალითი იმის დასტურია, რომ უფლის მრისხანების ზღვარი ამა თუ იმ ქვეყნის ტოტალურ ლგბტზაციაზე გადის

18-25 ივნისს თბილისში დაგეგმილია ლგბტ პირების საზეიმო კვირეული. ამ ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას დასავლეთიდან მოწვეული საპატიო პედერასტებიც მიიღებენ. ჩვენმა სამართალდამცველებმა მკაცრი მითითება მიიღეს, _ გასაპროტესტებლად გამოსული გეიაღლუმის მოწინააღმდეგენი დააპატიმრონ. ამიტომ, თუ ქუდზე კაცი არ გამოვედით, ადვილად მოგვერევიან და უპატაკებენ დასავლეთს _ თბილისის თავზე ლგბტ ჭრელი დროშა ფრიალებს!

ჰოდა, იქ გამოჩნდება, ვინ “დაიცავს საქართველოს” და “ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული”.

გეიაღლუმჩატარებული ქვეყანა და გაბახებული პატარძალი ერთი და იგივეა…

დავით მხეიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. მაგარი სტატიაა უღმესი მადლობა, უფალმა დაგვიფაროს. ეხლაა მართლა დრო ვანახოთ ღმერთს ჩევნი თავდადება, ეხლაა დრო დავდგეთ სიმართლის მხარეს. ეხლა წყდება ვინ ვინაა ამ ქვეყანაში, ეხლა გადაწყდება თუ მართლა აპირებენ ამ სოდომისტურ პროვოკაციას ჩევნს მიწაზე, ღვთისმშობლის წილხვდომილ მიწაზე რამდენს გვეყოფა ვაჟკაცობა, პატრიოტიზმი და სიყვარული რომ დავდგეთ უფლის გვერდით, ჩავეწეროთ მის თაყვანისმცელმელთა რიგებში. გვაპატიოს დედა ღვთისმშობელმა ჩვენი უდიდესი ცოდვები. მე პირადად გამოვალ მაგ აქციაზე და არ დაუშვებ უფლის და წმინდანების შურაწყოფას!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here