Home სხვადასხვა დაიჯესტი სამი “არა” და ორი “კი”

სამი “არა” და ორი “კი”

510
არ კელი

ამერიკელი მომღერალი არ კელი (რობერტ სილვესტრ კელი) კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად ყოფილი ცოლისთვის ალიმენტის გადაუხდელობის გამო, იუწყება CNN კუკის ოლქის შერიფის (ილინოისის შტატი) განცხადების დამოწმებით.

გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წლის 8 იანვარს საოლქო სასამართლომ დაავალდებულა მომღერალი, ყოფილი ცოლისთვის გადაეხადა ალიმენტები 20,8 ათასი დოლარის ოდენობით. არ კელი სასამართლოს იმ სხდომაზე არ გამოცხადებულა და, ეტყობა, არად ჩააგდო ვერდიქტი. 2018 წლის თებერვლისთვის გადაუხდელი ალიმენტების ოდენობამ 169 ათას დოლარს გადააჭარბა.

საოლქო სასამართლომ დაავალა არ კელის, 6 მარტამდე დაეფარა დავალიანება. ამიტომ იგი კვლავ დააპატიმრეს. უწინ არ კელი უკვე იჯდა ციხეში პედოფილიის ბრალდებით, მაგრამ გაათავისუფლეს მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ.

არ კელი სასამართლოში არ გამოცხადდა, ალიმენტის დავალიანება არ დაფარა, ციხეში კი მეორედ აღმოჩნდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here