მთავარი პოლიტიკა სამთავრობო ევროტყუილი და ღამურას მენტალიტეტი

სამთავრობო ევროტყუილი და ღამურას მენტალიტეტი

3405
გააზიარეთ
გიორგი კვირიკაშვილი

აკაკის ცნობილიღამურა”, რომელიც, თუ არ ვცდები, უკვე ამოიღეს სასკოლო პროგრამიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიუღებელი ნაწარმოები იქნება თანამედროვეევროქართველებისთვის”. აკი, სწორედ ეს გალექსილი იგავი ასახავს ყველაზე კარგად ისეთ ადამიანებს, რომლებიც სიხარულით აჭყლოპინდებიან ხოლმე _ აგე, დიადმა და კულტურულმა ევროპამ გადმოგვხედა და შეგვიფარა ეს ველური და უკულტურო ქართველებიო.

შარზე მყოფთათვის ახლავე განვმარტავ: აქ ლაპარაკი არ არის ევროპაში ოჯახის ფიზიკურად გადასარჩენად და შვილების გამოსაკვებად გადახვეწილ ქართველთა ნაწილზე. მათზე ვწერ, ვინც სიხარულის ყიჟინით გარბის ევროპისკენ და მეტიც, ერთგვარად უკადრისობს კიდეც ქართველობას, _ აქაოდა, მე ჩემი თანამემამულეების, ქართველებისნაირი კი არ ვარ, ქართველებისგან გამორჩეული ქართველი, უფრო ზუსტად, სულით ევროპელი, შინაგანად “ეიფელი” ვარო.

ისედაც უყვარს ჩვენს განათლების გაუნათლებელ მინისტრს ცნობილი ზღაპრებისა თუ ნაწარმოებების გადაკეთება და აკაკის “ღამურაც” უფრო შევუსაბამოთ რეალობას და, ქართველებზე თუ მოვახდენთ ინტერპრეტაციას, საწყის სტროფში ნაცვლად ფრაზისა “ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა” აშკარად ჯობია, ჩავწეროთ ასე: ბევრმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა”.

სწორედ უგუნური თაგვებივით ატეხა სიხარულის წრუწუნი ბევრმა ქართველმათაგუნამ”, როდესაც 28 მარტს ევროპის შესაბამისმა სტრუქტურებმა შენგენის ქვეყნებში ვიზების ლიბერალური წესით, გამარტივებულად გაცემა გამოგვიცხადეს.

არ ვამბობ, რომ ე.წ. ვიზალიბერალიზაცია უარყოფითი და ცუდი ამბავია, მაგრამ 3-დღიანი ქაჯური ზარზეიმი მართლა ძალიანუგუნურთაგუნურიმოვლენა იყო და მიხარია, რომ ქართველები მასობრივად არც აჰყვნენ ამ უგუნურებას.

“ევროპელობას” ბევრი რამით გვაჩვევენ და გვასწავლიან, რეალური ევროპული ღრებულებების გარდა. არავინ ფიქრობს ჩვენს ღირსეულ ხელფასებზე, შრომის უფლების დაცვაზე, საარსებოდ საკმარის პენსიაზე და ა. შ.

თურმე ევროპელები მხოლოდ იმით უნდა გავხდეთ, რომ ზებრაგადასასვლელზე მანქანები შევაჩეროთ და სკვერებსა და ქუჩებში ნაგავი არ დავყაროთ. ამ მიზნით ქმნიან ხელოვნურ ტელესიუჟეტებს, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ არ აჩერებენ ქართველი მძღოლებიზებრაზე”. ამას წინათ, ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი, ჟურნალისტი გოგონა როგორ მოულოდნელად გადაუხტებოდა ხოლმე ავტომობილებს ტროტუარიდან ზებრაგადასასვლელზე და მერე მაყურებლის დასანახავად შარს სდებდა, _ რატომ არ გააჩერე და რატომ არ გამატარეო. საზოგადოების იმხელა შეურაცხყოფაზეც კი მიდიან, რომ აგერ, სპეციალურიინსპექტორებიუნდა გამოუშვან ქუჩებში, რომლებმაცბინძურ”, “ღორდაუკულტუროქართველ ხალხს ქუჩების დაბინძურებაში ხელი უნდა შეუშალონ.

რაც შეეხება ნამდვილ ევროპას, ისევ და ისევ გვატყუებენ. საქართველოს მთავრობა უკვე იქამდეც კი მივიდა, რომ არა, უბრალოდ, პერსპექტივაში გვატყუებს, _ ევროპასთან ამა და ამ ტიპის ურთერთობა ამა და ამ დადებით შედეგებს მოგვიტანსო, არამედ უკვე ვერბალურ და ოფიციალურ ტყუილსაც კი გვასმენინებენ პირდაპირ ეთერში!

“რა საბუთები უნდა მოაგროვოს საქართველოს მოქალაქემ, თუკი მას სურს ევროპის ქვეყნებში, შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრება” _ ასეთი სამთავრობო რეკლამებით აივსო ქართული ტელევიზები.

ის, რომ ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას, რა საბუთები უნდა იქონიონ უცხო ქვეყნებში გადასაადგილებლად, რა თქმა უნდა, კარგია. უბრალოდ, აქ ერთი მიზანმიმართლი ტყუილია და ეს ტყული სიტყვა უვიზოშიაისახება.

საქართველოს მთავრობას ძალიან უნდა, დახატოს, რომ ევროპა ჩვენი უანგარო და თავგადაკლული მეგობარია და მან საქართველოს მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების საშუალება მისცა.

ამიტომაც ვრცელდება ასეთი უტიფარი ტყუილი და ფრაზა _ “ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა” _ და ისე მკვიდრდება საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებაში, როგორც ზესტაფონიდან ხარაგაულში წასვლა.

არადა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოფიციალურ დოკუმენტებშიც და პროტოკოლურადაც ეს არანაირად არ არისუვიზომიმოსვლა. ის, რაც შენგენის ზონამ საქართველოს მიმართ დაუშვა, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიზების გამარტივებული გაცემა საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელ ადამიანებზე.

საქართველოს მოქაალქეებს ვიზა ისევე სჭირდებათ შენგენის ზონის ქვეყნებში შესასვლელად, როგორც ადრე სჭირდებოდათ. უბრალოდ, ამ ვიზას უკვე არა ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოში, არამედ პირდაპირ იმ ქვეყნის აეროპორტში აძლევენ, რომელშიც ჩაფრინდებიან. დაემატა მხოლოდ ერთ დეტალი _ თუ იქაურ მესაზღვრეებს რამე არ მოეწონათ, ვიზას არ ჩაურტყამენ და უცერემონიოდ გამოაბრძანებენ უკან, ისე, რომ ხარჯებსაც კი არავინ აუნაზღაურებს.

აღარფერს ვამბობ იმაზე, რომ იმ შესაგროვებელ საბუთებს, რომლებიც ადრე იყო საჭირო ვიზის ასაღებად, არათუ მოაკლდა რამე, არამედ დაემატა, მაგალითად, სასტუმროს ნომრის დაჯავშნა.

და, როდესაც სადმე წასასვლელად გთხოვენ: 1. ცნობას იმის შესახებ, სად მუშაობ; 2. საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაციას; 3. მასპინძლის ვინაობას და მისამართს იმ ქვეყანაში, რომელშიც მიემგზავრები, და მის თანხმობას; 4. სასტუმროს ნომრის ჯავშანს; 5. წინაწარ შეძენილ უკან გამოსაბრუნებელ ბილეთს _ ეს არათუუვიზობა”, მგონი, ვიზის გამარტივებული წესით აღებაც კი აღარ გამოდის.

უვიზობა არის ის, როდესაც დაადებ თავს და წახვალ, სადაც გინდა. არც ვინმე შეგეკითხება, სად მიდიხარ და რატომ, არც ფინანსურ მდგომარეობას გაგიკონტროლებს არავინ.

მიაქციეთ ყურადღება: არ ვამბობ არაფერს თუნდაც გამარტივებული და თუნდაც უვიზო მიმოსვლის სარგებლიანობა-უსარგებლობაზე. უბრალოდ, იმას აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა უკვე ცრუპენტელობაზე გადავიდა და ოფიციალურ დოკუმენტებში არსებულ ტერმინოლოგიასაც კი ასე თავხედურად ამახინჯებს და საკუთარ მოქალაქეებს ისე უნამუსოდ ატყუებს, რომ ტერმინი “ვიზების გამარტივებული წესით გაცემა” სრულიად უტიფრად ჩაანაცვლეს სიტყვებით “უვიზო მიმოსვლა”.

თორემ ისე, რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ევროპის ქვეყნებში, გინდათ, უვიზოდ, გინდათ, უპასპორტოდ ბოდიალმა, ეს თავისუფლად შეგვიძლია “გამოვიცნოთ” ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ “შალახოთი” და მთელი ამბებით ევროკავშირთან გაფორმებული ე.წ. ასოცირების ხელშეკრულების შედეგებით.

“ასოცირების ხელშეკრულების” გაფორმებისას “შალახოს” რიტმებზე აცუნდრუკებულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა რაც მოგვატყუეს, კარგად გვახსოვს ყველას.

არიქა, აშენდა ქართველი გლეხკაციო! აწი ევროპის ბაზარზე ისე “ვიგულავებთ”, რომ “დეზერტირებში” ვიღა დარჩება, ყველა გაიქცევა და თავის კიტრს, პომიდორს, კარტოფილს, ტარხუნას თუ კეჟერა ფხალს სტრასბურგის, პარიზის, ლისაბონის, ანტვერპენისა და სხვა ქალაქების ბაზრებში ათჯერ ძვირად გაყიდისო.

ტყუილების გუდა ისე გაიბერა, რომ საქართველოდან ევროპის მიერ მოთხოვნილი ხორცის, ღვინის, ციტრუსისა და თხილის მოცულობაზეც კი დაიწყეს საუბარი, აქაოდა, ევროპა ჩვენგან ითხოვს, ამდენი ტონა ხორცი და სოფლის მეურნეობის პროდუქტი შევიტანოთ იქაურ ბაზარზე და ჩვენთვის უკვე დახლებიც წინასწარ არის მომზადებულიო.

დედას გაფიცებთ, თუკი ვინმემ იცით, თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე ქართველმა გლეხმა ამ 4 წლის განმავლობაში, ანუ “ევროდარბაზში” გაჟღერებული “შალახოს” ჰანგების შემდეგ, ევრობაზარზე თუნდაც ერთ კილო ხორცი, ერთ ლიტრი ღვინო, ერთი ცალი ვაშლი მაინც გაყიდა, უმორჩილესად გთხოვთ, პირადად მე მომაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია, რათა სასწრაფოდ მოვიხადო “ევრობოდიში”. ვიმეორებ: ვსაუბრობ ადამიანებზე, გლეხებზე და არა რომელიმე მსხვილ კომპანიაზე, რომელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და მხოლოდ ფორმალურად არის ქართული კომპანია.

ასევეა ახლაც _ ვინც მუშაობს და სამსახური აქვს, იმას 90 დღით არავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან ევროპაშისაგულაოდ”. ვინც სამსახურს ვერ შოულობს, იმას არც აქვს იმდენი ფული, რომ ევროპაშისაგულაოდწავიდეს. ეგ კი არა, ჩემი მეზობელი უშანგა თავის 90 დღის პენსიას აგროვებს, კაპიკს კაპიკზე ადებს, პურს არ ყიდულობს, რათა გაზაფხულზე დაფეხვილოპელშიროგორმე ბენზინი ჩაასხას და სოფელში მამაპაპის სახლი მოინახულოს, მოხნას, დათესოს, რათა მერე ოჯახს ცოტა სურსათი ჩამოუტანოს გამოსაზამთრებლად.

იმედია, ახლა იმ ნაცი ქალბატონივით არავინ მეტყვის _ “ოპელი” ხომ ჰყოლია და ბენზინის ფული ხომ ჰქონია, სხვა რაღა უნდაო?!

ფაქტია, რომ უშანგასა და მისნაირებისთვის არავითარი აზრი არ აქვს, ევროპასთან მიმოსვლა ვიზიანი იქნება, გამარტივებული ვიზით თუ სულაც უვიზოდ.

ვინღა დარჩა? დარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ერთი ადგილის ფხანასა და საკუთარი ქვეყნის დამცირებაგაუბედურებაში იღებენ უცხოურ გრანტებს და ამით ცხოვრობენ. აი, მათთვის კი არის რაღაც შეღავათი ევროპასთან გამარტივებული ვიზებით მიმოსვლა, თუმცა დიდი არც არაფერი _ ისინი ისედაც მიმოდიოდნენ, როცა უნდოდათ, და ახლაც ივლიან. უბრალოდ, ვიზის მისაღებად ერთ დღით ნაკლები დასჭირდებათ, რადგან ვიზას საელჩოს ნაცვლად აეროპორტში მიიღებენ.

ამიტომ, მართლაც სიმბოლურია, რომ საქართველოდან გამარტივებული ვიზით (და არა უვიზოდ) გასული პირველი მოქალაქე პერემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. სწორედ პოლიტიკოსებისთვის და არასამთავრობო სექტორის უსაქმური წარმომადგენლებისთვის გაკეთდა ყოველივე ეს, თორემ ძნელი დასაჯერებელია, აეროპორტში დალოდებოდნენ რომელიმე გურჯაანელ ან ჩოხატაურელ გლეხს, რომელიც თავისი დანაზოგით ევროპის გარშემო 90 დღით სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტდა, და მის გარშემო აეტეხათ საზეიმო აურზაური. ასეთ შემთხვევაში ხომ 90 დღეზე გაცილებით მეტხანს მოუწევდათ ლოდინი.

და, რადგან ბოლო პერიოდში, ყველაფერზე წინსართად სიტყვა “ევროს” დამატება დაგვჩემდა, მეც ასე ვიტყვი: აქ დავასრულებ ჩემს “ევროსტატიას”, პატივცემულო მკითხველო, და სხვა რა გზა მაქვს?! კვლავ მივადევნებ თვალყურს ქართულ ტელეარხებზე გადაცემულ სამთავრობო ევროტყუილებს.

ბაკურ სვანიძე

19 COMMENTS

  1. რა სიბნელეა, წმინდა წყლის დემაგოგია, კლასიკური მაგალითი ფაქტის დამახინჯებით წარმოდგენისა, რაც საერთოდ დამახასიათებელია ამ “ჟურნალისტისთვის”. საიდან მოიტანა, რომ ევროპის ქვეყნებში ჩასულმა საქართველოს მოქალაქემ ვიზა უნდა შეიძინოს? არავითარი ამდაგავარი, მხოლოდ და დმხოლოდ საჭირო საბუთები უნდა წარადგინო. რაც შეეხება სასტუმროს ჯავშნის, უკან დასაბრუნებული ბილეთის და ფინანსების დადასტურების მოთხოვნას, დიახ, ეს აუცილებელია და წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას, რომ ნამდვიულად აპირებთ უკან დაბრუნებას და ნამდვილად შეგიძლიათ ფინანსურად უზრუნველყოთ საკუთარი თავი იქ ყოფნის დროს და რომ ევროპაში ჩასული სტუმარი უსახსრობის გამო ქუჩაში არ აღმოჩნდებით და მშიერი არ მოკვდებით. გაეცანით გიორგი კალანდიას სტატიას მისი შთაბეჭდილების შესახებ, თუ როგორ შევიდა საფრანგეთში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ: http://qartuliazri.ge/news_print.php?id=6378&lang=1

  2. ganatlebulo saidangac xom unda daviwyot.pirdavir evropis xelpasi saidan gveqneba.gadi garet da gaachere 20 axalgazrda aqedan 16 propesia ar gaachnia metic ristvis gachnda am qveyanaze isic ar icis da ra unda

  3. ბნელი და უვიცი თავი გაბიათ 🙂 ამ ყოველივეს ოფიციალურ დოკუმენტებში ქჰვია “ვიზე-ლიბერალიზაცია”, ანუ “ვიზის გაცემა გამარტივებული წესით”. და არა “უვიზობა”. და პატივცემულო, ამხელა სიდებნილეს რომ წერთ, ცოტა უნდა შეგრცხვეთ. ძალიან ტეხავს. გიორგი კალანდია სად როგოირ “შევიდა, ან სად რას იტყუება, ეგ გიორგი კალანდიამ იკითხოს 🙂 ოფიციალურად გაფორემბულ დოკუმენტებში ამას ჰქვია “ვიზა-ლიბერალიზაცია” და რომ არ არსებობდეს ვიზა, ვერც მისი ლიბელარიზაცვია მოხდებოდა 🙂 ასე რომ ვიდრე საჯაროდ შეირცხვენდეთ თავს და მსგავს რეგვნობას დაწერდეთ, 2 წამით მაინც დაფიქრდით, თმცა არა მგონია თქვენნაირ შტერს დაფიქრებამ უშველოს 🙂 მომავლაში გვარიც მიაწერეთ იმას რა შტერობასაც წერთ, რომ ხალხმა თავისი შტერების ვინაობა იცოდეს 🙂 დარწმუნებული ვარ სადმე საგარეო საქმეთა ამინისტროში ან მსგავს უწყებაში მუშაობთ და გაგნებაში არ ხართ იმ საქმის რასაც აკეთებთ 🙂 თქვენნაირი ხეპრე გოგოშლების ხელში როლმ არის ეს ქვეყანა იმიტომ გვაქვს საქმე კარგად 🙂 ოფცილაურტად ვიზა-ლიბერალიზაცია რომ ჰქვია, ის თრმე “უვიზობა” ყოფილია, ხო კაი, შე პატარა უტვინო, ეგრე იყოს 🙂 ოღონდ მომავალში ნუღარ შეჭიოდები ხცოლმე შენი პატარა ტვინით იმის კითხვას, რისი აღქმის და გააზრების უნარიც არ გაქვს შე უტვინო 🙂

  4. აქ ის კი არ წერია, რომ პირდაპირ ევროპული ხელფასები უნდა გვქონდეს, არამედ ის წერია, რომ არავინ არ ახსენებს ხელფასებს და შრომით უფლებებს, როდესაც ევროპაზე საუბრობს! და შესაბამისად არც არასოდეს ქვექნება ევროპული ხელფასები 🙂 მაგრამ წაკითხულიდან შინაარისის გამოტანა უნდა შეგეძოლს. რაც შეეხაბ ქართველ ახალგაზრდებს, მე არ ვიიც შენ რა წრეშუი გაქვს ურთერთბა, მაგრამ საბედნიეროდ, 16-17-18-19 წლის უამრავ ახალგაზრდას ვიცნობ და გადასარევად იციან რა სურთ. გზა-კვალი აი ამ დამოკომენტარებლ “ანას” აქვს სწორედ არეული და მართლა არ იცის არ უნდა 🙂 ამას ხვალ რომ უთხრან – “საფრანგეთის პორეზიდენტს ქართველები ირჩევენო” – დაიჯერებს იმ დონის შტერია! და აი ასეთ შტერები რომ არიან ამ ქვეყანაში დღეს “წარმატებულები”, აი იმიტომ გვერხევა სწორედ 🙂

  5. ანუ, იმის დამადასტურებელი “რგუმენტი” რომ ევროპასთან საქართველოს აქვს არა “უვიზო” მიმოსვლა, არამედ “გამარტივებული ვიზებით” მიმოსვლა, არის გიორგი კალანდიას ჩანაწერი, ხო?
    აი, მესმის ლოგიკა და აზროვნება!
    რა მნიშნელობა აქვს საერთასორისო ოფიციალურ დოკუმენტებს, სადაც წერია, რომ “შენგენის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ვიზებით მიმოსვლა” ანუ მოხდა ვიზების ლიბერალიზაცია!
    რაის, საერთაშორისო დოიკუმენტები კაცო! მთავარია გიორგი კალანდია ჩანახატი!
    აბა რა!
    🙂

  6. ანუ, იმის დამადასტურებელი “რგუმენტი” რომ ევროპასთან საქართველოს აქვს არა “უვიზო” მიმოსვლა, არამედ “გამარტივებული ვიზებით” მიმოსვლა, არის გიორგი კალანდიას ჩანაწერი, ხო?
    აი, მესმის ლოგიკა და აზროვნება!
    რა მნიშნელობა აქვს საერთასორისო ოფიციალურ დოკუმენტებს, სადაც წერია, რომ “შენგენის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ვიზებით მიმოსვლა” ანუ მოხდა ვიზების ლიბერალიზაცია!
    რაის, საერთაშორისო დოიკუმენტები კაცო! მთავარია გიორგი კალანდია ჩანახატი!

  7. ისე, მაინც, რომ იცოდეთ, როდესაც წერთ ამხელა იდიოტობას – “ამ ჟურნალისტისთის დამახასიათებელია ფაქტების დამახინჯებულად წარმოდგენა” – ერთ ასეთი მაგალითი მაინც უნდა წარმოადგინოთ 🙂 აი, შენნაირებისთვის კი მართლაც დამახასიტებელია მახინჯი აზროვნება და სიტუტუცე.

  8. ვა, გიორგი კალანდიას ჩანახატებს საერთაშორისო ხელშეკრულებებზ ედა დოკუმენტაცია მეტი დამაჯერებლობა და ფასი აქვს? ყოჩაღ ანი! შენ, ფაქტობრივად გაანადგურე ამ სტატიის ავტორი! ბრავო! 🙂

  9. აუ, რამდენი ვიცინე
    ფრანგ მესაზღრეს გიორგი კალანდიასთვის
    თურმე პასპორტი გამოურთმევია, ის რომ “ჯორჯია”
    დაუნახავს, ეგრევე გაუღიმია, და სულ ღიმილ-ღიმილით გადაუტარებია ევროსსზღვარზე!
    აი, მის უკან მდგარი რუსებისთვის, ჩინელებისთვის,
    არაბებისთვის და სხვებნისთვის კი სულ ბღვერა-ბღვერით
    გამოურთმევია საბუთები…
    ჰა, რავარია?
    არ უნდოდათ რუსებს ჩვენნაირად ეღიმილათ მათთვისაც
    ფრანგ მესაზღვრეებს? ეგდონ ახლა ეგრე!
    სულ რომ მუხლები გადაიტყავონ, მაინც არც ერთ რუსს
    არ ვაღირსებს საქართველოს მოქალაქეობას!
    მაგარია ისე, ან ეს “კალანდიები” საიდან იგონებენ ამ
    დებილურ ტყუილებს და ან დანარჩენებს რატომ ჯერათ?

  10. მე პირადად იმედგაცრუებული დავრჩი, იმაზე მეტი საბუთები უნდა ვიდრე საელჩოში შესასვლელად. საელჩოში ჩარტყმული ვიზით არავინ მოგაბრუნებს უკან.ისრაელთანაც გვაქვს უვიზო მიმოსვლა და ყველამ კარგათ ვიცით რა ხდება.ასევე იქნება ევროპის სხვა ქვეყნებთანაც,უნდათ შეგვიშვებენ თვალში არ მოუვალთ და უცერემონიოდ გამოგვაბუნნძულებენ.ასე რომ ძალიანაც ნუ გაიხარებთ,რომ გული ძალიან არ გეტკინოთ

  11. ქალბატონო ეთერ! საქმეც ეგაა, რომ ეს არ არის “უვიზო მიმოსვლა” ეს არის “ვიზის გაცემა გამარტივებული წესით”. ანუ მესაზღვრე წყვეტს მოგცეს ვიზა თუ არა. ამაშია სწორედ საქმე. ისრაელთან მართლა უვიზო მიმოსვლაა და იქითან აბუნძულებენ უკან ქართველებს. შენგენის ქვეყნებთან არ არის უვიზო მიმოსვლა – ეს ტყუილია! შენგენის ქვეყნებთან “გამარტივებული ვიზები” გვაქვს მხოლოდ. მართალია ვინმე “ანი”-სთვის გიოორგი კალანდიას ბჟუტური უფრო დიდი “არგუმენტია”, მაგრამ ოფიცალური საერთაშორისო ხელშეკრულებებით ევრიოპასთან “უვიზო” მიმოსვლა არ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ ვიზების გამარტივებულად გაცემა.

  12. “ამას ხვალ რომ უთხრან – “საფრანგეთის პორეზიდენტს ქართველები ირჩევენო” – დაიჯერებს იმ დონის შტერია!” – კალანდიას სტატიაში ვერ ნახეთ, რომ მას თურმე ფრანგმა მესაზღვრემ გაუღმა და სხვებს არა? )) ეს კიდევ რა თქმა უნდა იმის ნიშანია რომ ევროპელებს მზე და მთვარე ამოსდით ჩვენზე და უეჭველი ყველა ქვეყნის პრეზიდენტის, კანცლერის, თუ პრინცის(დაჟე) არჩევაში მივიღებთ მონაწილეობას ))

  13. ras yhvebian sazodav xalxs, damatxovrebyli isedaz aris sakartvelo da barem daxvritet es xalxi mainz aravin gcirdebat, sad yhvebt rom yhvebt aeroportebis sabnaxavad da mere ykan dasabryneblad, gmerto arasodes ehveleba sakartvelos, amdeni atirebyli xalxi, , evropis aeroportebhi, gyli getkineba adamians, gmerto gvihvele es ra xdeba rogor gaziret es xalxi,

  14. https://ec.europa.eu/home-affairs/what-we-do/policies/borders-and-visas/visa-policy_en

    მწვანე ფერის ქვეყბევს – ვიზა არ მოეთხოვებათ
    ესეც დირექტივის ტექსტი http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:02001R0539-20170328

    ცნობისთვის, ვიზების გაცემის გამარტივება (facilitation) მოხდა 2011 წელს. 2017-ში საქართველოს მოქალაქეს დათქმული პირობებით არ მოეთხოვება ვიზის ქონა შენგენის ზონაში შესასვლელად. ლიბერალიზაციაში სწორედ მოკლევადიანი (90 დღიანი 180 დღეში) ვიზების მოთხოვნის გაუქმება იგულისხმება.

    რაღა დაგიმალოთ და სტატია სავსე უაზრო, მიკერძოებული, ნეგატივით გამძაფრებული შინაარით. “რუზკი მირის” პროპაგანდისტული მანქანის “მსუბუქი ძალის” პრიმიტიული წარმომადგენელი ბრძანდებით თუ მხოლოდ თქვენი სტატიით ვიმსჯელებ.

  15. ტყუილად რას იკლავთ კამათში თავს. გეტყვით რასაც ნიშნავს”ვიზა ლიბერალიზაცია”.ჩაფრინდებით ევროპის ქვეყანაში, გამშვებ პუნქტთან მოგთხოვნ სახელმწიფო პასპორტს, საჭირო საბუთებს… ერთ-ორს აგხედავენ-ჩაგხედავენ, თუ მოეწონეთ ხომ კარგი: გზა ხსნილია “ევროპისკენ” თუ არადა და “გამოგაბუნძულებენ” უკან და იმას მაინც დაგიტოვებ სათქმელად, “ევროპის ჰაერი” ჩავყლაპეო და რაღას ჯავრობ საბუთებში და ბილეთებში გადახდილ თანხას…

  16. სიმართლე თუ თქვი , “რუსკი მირის” პროპაგანდისტული მანქანა ხარ-თურმე?! ამდენ გამოშტერებულს და სირაქლემასავით ქვიშაში თავჩარგულს რა ეშველება? “მსუბუქი ძალის” პრიმიტივი და ტვინგამოლეული თვითონ ხარ, წაკითხულიდან აზრის გამოტანა რომ არ შეგიძლია. ამერიკელი და ფრანგი როგორ შემოდის ჩვენთან, სამუშაო ადგილიდან ცნობა სჭირდება, თუ სასტუმროს დაჯავშნული ნომრის მონაცემები, ან იქნებ იქითობის ბილეთი უნდა წარმოუდგინოს ჩვენს მებაჟეს? თვალი გაახილე, ტვინი გაანძრიე!

    მაია

  17. დიდი პატივისცემით ავტორის მიმართ, მინდა გავაპროტესტო მისი დამოკიდებულება ქუჩების დანაგვიანების გამო და მინდა ვუთხრა, რომ დაიხ, მე პირადად ბევრჯერ გავწითლებულვარ სირცხვილით საქართველოს ნებისმიერ რეგიონსა და თბილისში ქუჩების ტოტალური დაბინძურების გამო. ხეებზე მოფრიალე ცელოფანის პარკებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჰოდა, თუ არ გვინდა მართლა “ღორი ქართველების” ძახილი, მივხედოთ ამ პრობლემას თითოეულმა ჩვენგანმა. რაც არ უნდა ზედამხედველები გამოყოს მთავრობამ, თუ საზოგადოებამ ერთმანეთი არ გაზარდა, არც არაფერი გამოვა და ვიყოთ ამ მართლა საღორედ ქცეულ ქალაქში და ვაქოთ ერთმანეთი. ევროპელობა აქ არაფერ შუაშია და სულაც არაფრად მიმაჩნია ეგ თქვენი ევროპა, მაგრამ სწორედ რომ არაფრად მიმაჩნია, იმის დაცინვას და შენიშვნას უფრო მეტად ვერ ვიტან ჩემი სამშობლოს მიმართ. ამიტომ, ყველამ მივაქციოთ ყურადღება და მივხედოთ, მოვუაროთ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას, ისე როგორც ნამდვილად კარგ ქართველს ეკადრება და არ ვათქწმევინოთ არც ევროპელს და არც აზიელს მასზე ცუდი. ჩვენ რაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ, მივხედოთ დაბინძურებულ ქუჩებს და დანარჩენი მერე მოვითხოვოთ სხვებისგან.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანი-ს Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here